ავეროიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავეროესი
ავეროესი (იბნ რუშდი)

ავეროიზმი — ადრეული ფილოსოფიური მოძღვრება. შეიქმნა XIII საუკუნეში, არაბი ფილოსოფოს, ავეროესის (იბნ რუშდის) და მისი მიმდევრების მიერ. ტერმინი დამკვიდრდა გვიან XIX საუკუნეში.

მისი წარმომადგენლები აღიარებდნენ სამყაროს მარადიულობას, სულის მოკვდაობას. ავეროიზმის მიხედვით:

  1. სამყაროში არსებობს ერთადერთი სიმართლე (რეალობა, ჭეშმარიტება) და მის მისაღწევად ორი გზა: ფილოსოფია და რელიგია.
  2. სამყარო მარადიულია.
  3. სული არსებობს ორი სახისა, ინდივიდუალური და ღვთაებრივი.
  4. ინდივიდუალური არ არის მარადიული.
  5. ყველა ადამიანი ძირითად ეტაპზე, იზიარებს ღვთაებრივ სულს.
  6. მკვდრის გაცოცხლება (ნეკრომანტია) შეუძლებელია.

ავეროიზმი სასტიკად იდევნებოდა ეკლესიის მიერ.

დასავლეთ ევროპაში გავრცელდა ავეროესისა და სხვა არაბი ავტორების მიერ შესრულებული არისტოტელეს კომენტარებისა და ავეროესის საკუთარი ნაწარმოებების იმდროინდელ არაბულენოვან ესპანეთში გაკეთებული ლათინური თარგმანების მეშვეობით. XIII საუკუნეში ავეროიზმის ცენტრი გახდა პარიზი (ე.წ. პარიზული ავეროიზმი), XIV–XVI საუკუნეებში — პადუისა და ბოლონიის უნივერსიტეტები. ავეროისტების ძირითადი ძალები თავმოყრილი იყო პარიზის უნივერსიტეტის საარტისტო ფაკულტეტზე (სიგერ ბრაბანტელი და სხვ.).[1]

ლათინური ავეროიზმი აღორძინების ეპოქაში გავრცელებული ევროპული ფილოსოფიური მიმართულებაა. იგი ინსპირირებული იყო ავეროესის ფილოსოფიური მოძღვრებიდან. ლათინური ავეროიზმის პრინციპს წარმოადგენდა მტკიცება, რომ გონება და ფილოსოფია აღემატება რწმენაზე დაფუძნებულ ცოდნას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფილოსოფიური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1987. — გვ. 12.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Смирнова Е. Д., Сушкевич Л. П., Федосик В. А. Аверроизм // Средние века : Культура, искусство, история. Иллюстрированная энциклопедия / под ред. В. А. Федосика. — М.: Эксмо, 2008. — стр. 8–9, 304 c. ISBN 978-5-699-24660-1.