ადოლფ IV (ბერგის გრაფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადოლფ IV (გერმ. Adolphe IV von Berg; დ. 1220 წ. — გ. 1259 წლის 22 აპრილი) — ბერგის გრაფი 1243 წლიდან. ჰენრიხ IV ლიმბურგისა და ერმენჰარდ ფონ ბერგის შვილი[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1234 წელს ადოლფი მონაწილეობდა ჯვაროსნულ ლაშქრობაში შტედინგების წინააღმდეგ. 1243 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობით მიიღო ბერგის საგრაფო.

კონრად ფონ ჰოჰშტადენთან (კელნის არქიეპისკოპოსი), თავისი ცოლის ძმასთან ერთად, ადოლფმა მხარი დაუჭირა ვილჰელმ ჰოლანდიელის კანდიდატურას საღვთო რომის იმპერატორის არჩევნებზე. ჯილდოდ კი მიიღო რემაგენი, რატი, მეტმანი და დუისბერგი.

ადოლფ IV ფონ ბერგი გარდაიცვალა 1259 წლის 22 აპრილს ჭრილობისგან, რომელიც მიიღო ნოისის ტურნირზე.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადოლფი დაქორწინდა მარგარიტაზე, გრაფ ლოთარ I ფონ ჰოჰშტადენის ქალიშვილზე. მათი შვილები იყვნენ:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Walther Möller, Stammtafeln westdeutscher Adelsgeschlechter im Mittelalter (Darmstadt, 1922, reprint Verlag Degener & Co., 1995), Vol. 3, page 211.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]