ადიგეისკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ადიგეისკი
Адыгэкъал
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ადიღე
კოორდინატები 44°52′48″ ჩ. გ. 39°11′24″ ა. გ. / 44.88000° ჩ. გ. 39.19000° ა. გ. / 44.88000; 39.19000
დაარსდა 1969
ადრეული სახელები 1976 წლამდე — ადიგეისკი
1991 წლამდე — ტაუჩეჟსკი
ამჟამინდელი სტატუსი 1976
ფართობი 31.5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 45 მეტრი
კლიმატის ტიპი ნოტიო კონტინენტური
ოფიციალური ენა ადიღეური და რუსული
მოსახლეობა 12 728[1] კაცი (2019)
სიმჭიდროვე 1012,57 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ადიღეელები, რუსები
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 87772
საფოსტო ინდექსი 385 200
ოფიციალური საიტი http://www.adigeisk.ru
ადიგეისკი — რუსეთი
ადიგეისკი

ადიგეისკი[2] (რუს. Адыгейск, ადიღ. Адыгэкъал[3]) — ქალაქი რუსეთში, ადიღეის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ადიგეისკის საქალაქო ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი.[4][5] 12 728 მცხოვრები (2019).[1] მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, კრასნოდარის წყალსაცავის სანაპიროზე, რკინიგზის სადგურ პსეკუპსიდან 8 კმ-ში. საავტომობილო კვანძი. დაარსდა 1969 წელს როგორც დაბა ადიგეისკი, 1976 წელს გარდაიქმნა ქალაქად და ტეუჩეჟსკი ეწოდა, 1990 წლიდან ახლანდელ სახელს ატარებს. იყო ტეუჩეჟსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში მდებარეობს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ცენტრალურ ნაწილში — კრასნოდარის წყალაცავის აშენების შემდეგ დატბორილი აულების ძეგლი (1999). განვითარებულია ასფალტისა და ბეტონის წარმოება; არის ავეჯისა და მეფრინველეობის ფაბრიკა. წარმოადგენს სასოფლო-სამეორნეო რაიონის ცენტრს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Численность постоянного населения по МО и населенным пунктам Республики Адыгея по состоянию на 1 января 2019 года[მკვდარი ბმული]. Дата обращения 4 апреля 2019.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 94.
  3. Берсиров Б.М.. Русско-адыгейский словарь. Министерство образования и науки РЕСПУБЛИКИ АДЫГЕЯ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-30. ციტირების თარიღი: 2017-07-05.
  4. Закон «О внесении изменений в Закон Республики Адыгея „Об административно-территориальном устройстве Республики Адыгея“»
  5. Устав муниципального образования «Город Адыгейск». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-27. ციტირების თარიღი: 2019-07-13.