ადატარას მთა
იერსახე
ადატარას მთა | |
---|---|
安達太良山 | |
კოორდინატები: 37°38′39″ ჩ. გ. 140°17′10″ ა. გ. / 37.64417° ჩ. გ. 140.28611° ა. გ. | |
ქვეყანა | იაპონია |
სიმაღლე | 1 728 მ |
ადატარას მთა (ინგლ. Mount Adatara) — აქტიური სტრატოვულკანი ფუკუსიმას პრეფექტურაში, იაპონიაში.
მდებარეობს ქალაქ ფუკუსიმას სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 15 კილომეტრში, ბანდაის მთის აღმოსავლეთით. მისი ბოლო ცნობილი ამოფრქვევა მოხდა 1996 წელს[1]. 1900 წელს, მისი ამოფრქვევის შედეგად გოგირდის მაღაროში, რომელიც სამიტის კრატერში მდებარეობს, დაიღუპა 72 მუშა.[1]
მთა სინამდვილეში მოიცავს მრავალ ვულკანს, რომელებიც ფართო, ტყიან მასივს ქმნიან. ადატარა ჩრდილოეთით ჩამქვრალ ვულკანს, აზუმას მთას ეკვრის. მწვერვალს მინოვა-იამა ჰქვია. იგი ადატარას ქედის უმაღლესი წერტილია, რომელიც ჩრდილო-სამხრეთით დაახლოებით 9 კმ-ზეა გადაჭიმული.[2]