აგათოკლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „აგაფოკლე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ აგათოკლე (მრავალმნიშვნელოვანი).
აგათოკლეს მონეტა

აგათოკლე (ბერძ. Ἀγαθοκλῆς; დ. ძვ. წ. 361 — გ. ძვ. წ. 289) — სირაკუსეს ტირანი ძვ. წ. 317 წლიდან და სიცილიის მეფე ძვ. წ. 304 წლიდან.

სიყმაწვილეში მექოთნე იყო. ძლიერი ნებისყოფის, სიმამაცისა და მხედართმთავრული ნიჭის წყალობით თვალსაჩინო ადგილი დაიკავა რესპუბლიკელთა შორის. დაქირავებული ჯარისა და გაღარიბებული მოქალაქეების დახმარებით დაამხო ოლიგარქია და ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. 313 წელს მას ემორჩილებოდა სიცილიის თითქმის ყველა ბერძნული ქალაქი. 312 წლიდან 306 წლამდე ეომებოდა კართაგენს სიცილიაში ბატონობისათვის. დაახლოებით 305 წელს მიიღო „სიცილიელთა მეფის“ ტიტული. 300-289 წლებში ებრძოდა სამრეთ იტალიის ტომებს. 299 წელს დაიპყრო კუნძული კერკირა (კორფუ). აგათოკლეს მმართველობა სირაკუსეს სამხედრო გაძლიერებისა და კულტურის აყვავების ხანა იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]