აბდურაჰიმ ჰაგვერდიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბდურაჰიმ ჰაგვერდიევი
აზერ. Əbdürrəhim bəy Əsəd bəy oğlu Haqverdiyev
დაბადების თარიღი 17 (29) მაისი, 1870[1] [2]
დაბადების ადგილი აღბულაგი (შუშის რაიონი), შუშის მაზრა, ელიზავეტპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 11 დეკემბერი, 1933(1933-12-11) (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
საქმიანობა ენათმეცნიერი, მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი
ენა აზერბაიჯანული ენა და რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი დრამა, ტრაგედია და კომედია
ჯილდოები აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

აბდურაჰიმ ბეგ ასად ბეგ-ოღლუ ჰაგვერდიევი (აზერ. Əbdürrəhim bəy Əsəd bəy oğlu Haqverdov (Haqverdiyev); დ. 17 მაისი, 1870 ქ. შუშა ― გ. 11 დეკემბერი, 1933) — აზერბაიჯანელი მწერალი. აზერბაიჯანის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1928).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1891 წელს დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, 1899-იდან შეუდგა პედაგოგიურ, ლიტერატურულ და თეატრალურ მოღვაწეობას ბაქოში. იყო აზერბაიჯანის თეატრის კომისარი. მის მხატვრულ შემოქმედებაში აისახა ახალი ცხოვრების მშენებლობა სოფლად, აკრიტიკებდა წარსულის გადმონაშთებს, ბურჟუაზიულ წყობილებას, პროპაგანდას უწევდა საბჭოთა ხელისუფლებას. ტრაგედიაში „დანგრეული ბუდეები“ (1896) ასახა XIX საუკუნის მიწერულის თავადაზნაურული ფენის სოციალური კრიზისი. პიესაში „უბედური ახალგაზრდა“ (1900), პირველად აზერბაიჯანულ ლიტერატურაში, გამოიყვანა პატრიარქალურ-ფეოდალურ სამყაროსთან მებრძოლი დემოკრატიულ გმირი.

1906 წელს ა. ჰაგვერდიევი აირჩიეს რუსეთის იმპერიის I მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ელიზავეტპოლის გუბერნიიდან[3].

1906-იდან აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ „მოლა ნასრედინში“, აქვეყნებდა მოთხრობებს, სტატიებს, ფელეტონებს. ეკუთვნის ნარკვევი „აზერბაიჯანის თეატრის ისტორიიდან“ (1924), მონოგრაფია „მ. ფ. ახუნდოვის ცხოვრება და მოღვაწეობა“ (1928). ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
  3. Боиович М. М., «Члены Государственной Думы» (портреты и биографии) первый созыв, М., 1906, ст. 453