აარონ ბენ აშერ კარლინელი
აარონ ბენ აშერ კარლინელი (ინგ. Aaron Ben Asher of Karlin, იგივე რაბინი აარონ II კარლინელი) (დ. 1802 — გ. 23 ივნისი, 1872) — ჰასიდი რაბინი რუსეთის იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში. მას ჰყავდა ძალიან დიდი რაოდენობის მიმდევარი, რომელთაგან ათასობით ადამიანი სტუმრობდა ყოველწლიურად, ებრაული ახალი წლის დღეებში, როგორც ეს წესად აქვთ სექტებს. მიუხედავად მკაცრი მანერებისა და, არცთუ იშვიათად, უხეში ქცევებისა, მიმდევრები მას ძლიერ აფასებდნენ. იგი ხელდასხმულ იქნა კარლინში, პინსკთან ახლოს, მინსკის გუბერნიაში, როგორც მისი მამისა და პაპის, აარონ ბენ იაკობის მემკვიდრე.
აარონ ბენ აშერი არის ავტორი წიგნისა "აარონის სახლი" (ბროდი, 1875), რომელიც შეიცავს ხუთწიგნეულის მისეულ კაბალისტიკურ და ეთიკურ განმარტებებს. მასში ასევე შესულია მისი პაპის, მამისა და ვაჟის ყველა შემორჩენილი თხზულება.
ლიტერატურა (იუდაური ენციკლოპედიიდან)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Walden, Shem ha-Gedolim he-Ḥadash, p. 18;
- Ḳinat Soferim, note 1294, Lemberg, 189