ხადორჰესი

From ვიკიპედია

ხადორჰესი — სეზონური მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ალაზნისა და სამყურისწყლის შესართავთან. ჰესის დადგმული სიმძლავრეა 24 მგვტ. საშუალო წლიური გამომუშავება 100 მლნ. კვტ·სთ. მშენებლობა დაიწყო 2001 წელს,[1] საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ჩინეთში ვიზიტის შედეგად.[2] ხადორჰესი საექსპლუატაციოდ გადაეცა 2004 წელს, გახსნა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.[2] ჰიდროელექტროსადგური კერძო საკუთრებაში იმყოფება. აშენდა ჩინეთის სიჩუანის ელექტროენერგეტიკული კომპანიის დაფინანსებით.[1]

სქოლიო[edit | edit source]