დინგნისკარტასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Ziphiidae)
დინგნისკარტასებრნი

ჩრდილოური მოცურალა (Berardius bairdii)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ziphiidae (J. E. Gray, 1850)

დინგნისკარტასებრნი (ლათ. Ziphiidae) — ძუძუმწოვართა ოჯახი კბილიანი ვეშაპების ქვერიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 4–12,5 . დინგი წაგრძელებულია, განვითარებულია ცხომოვანი ბალიში (შუბლის შვერილი). ხელის ქვეშ აქვს 2–4 წინ მიმართული ნაკეცი (ნაოჭი). კუდის ფარფლი უკანა მხრიდან ამოუკვეთავია. აერთიანებს 5–6 გვარს: მოცურალა (2 სახეობა), გრძელდინგა ვეშაპი (2 სახეობა), დინგნისკარტა (1 სახეობა), კბილღვედა ვეშაპი (14–15 სახეობა), ტასმანიური დინგნისკარტა (1 სახეობა) და ავსტრალიური კბილღვედა ვეშაპი (1 სახეობა). კბილები (1–2 წყვილი) მხოლოდ ქვედა ყბაზე აქვთ; გამონაკლისია დასმანიური დინგნისკარტა, რომელსაც 93-მდე კბილი გააჩნია. გავრცელებული არიან ყველა ოკეანეში. იკვებებიან თავფეხიანებით, დიდხანს ყვინთავენ (ჩვეულებრივ 15–30 წთ) ასეულობით მეტრის სიღრმეში. გრძელდინგა და მოცურალა რეწვის ობიექტებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Томилин А. Г., Китообразные, М., 1957 (Звери СССР и прилежащих стран, т. 9): Жизнь животных, т. 6, М., 1971.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]