Ziggy Stardust and the Spiders from Mars (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Ziggy Stardust and the Spiders from Mars“
რეჟისორი დ.ა. პენიბეიკერი
პროდიუსერი ტონი დეფრი
როლებში დევიდ ბოუი
მიკ რონსონი
ტრევორ ბოლდერი
მიკ ვუდმენსი
ენჯელა ბოუი
მუსიკა დევიდ ბოუი
ოპერატორი ნიკ დუბი
რენდი ფრენკენი
მონტაჟი ლორი უაიტჰედი
სტუდია Bewlay Bros.
Mainman
Miramax Films
Pennebaker Productions
დისტრიბუტორი 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი
  • დეკემბერი, 1973 (1973-12)
ხანგრძლივობა 90 წთ.

Ziggy Stardust and the Spiders from Mars1973 წლის დოკუმენტური და საკონცერტო ფილმი. მისი რეჟისორია დ.ა. პენიბეიკერი. ფილმში ნაჩვენებია დევიდ ბოუი და მისი ბენდი The Spiders from Mars, რომლებიც გამოდიან ლონდონის ჰამერსმით ოდეონში, 1973 წლის 3 ივლისს. DVD გამოცემას ეწოდება Ziggy Stardust and the Spiders from Mars: The Motion Picture.

პენიბეიკერი ბოუის თხოვნით ჩავიდა ლონდონში. მას უნდა გადაეღო მუსიკოსის მიერ შესრულებული რამდენიმე სიმღერა, მაგრამ, ლონდონში პირველ ორ შოუზე დასწრების შემდეგ დაებადა სრული ფილმის გადაღების აზრი. მიუხედავად იმისა, რომ მან დევიდის მუსიკას ზერელედ იცნობდა, რეჟისორს მოეწონა ვარსკვლავის ქარიზმატული იმიჯი და სიმღერების ნაირფეროვნება. ამიტომ მან სასწრაფოდ მოამზადა ტექნიკა, რათა გადაეღო მთელი კონცერტი. კონცერტის მსვლელობისას სცენაზე ასევე გამოდიოდა ჯეფ ბეკი, მაგრამ მისი გამოსვლები, მისივე თხოვნით ფილმის მონტაჟისას ამოიღეს. სიმღერის The Width of a Circle ვრცელი ვერსია საუნდტრეკზე ოდნავ შემოკლებულია.

1973 წელს ფილმი სხვადასხვა ფესტივალზე იქნა ნაჩვენები. მან გამოიწვია ინტერესი და დადებითი შეფასებები, მაგრამ 1983 წლამდე გაუჩინარდა. შემდეგ ის გამოვიდა ვიდეოკასეტაზე. ასევე გამოიცა საუნდტრეკი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]