ZE:A (ჯგუფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ZE:A
ZeA from acrofan.jpg
ბიოგრაფია
ჟანრ(ებ)ი K-pop, პოპ-მუსიკა
აქტიური 2010-დან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Star Empire
წევრები კევინი
იმ ში-ვანი
ლი ჰუ
კიმ ტაე-ჰეონ
ჰვან კვან-ჰი
ჯან ჰი-ჩეოლ
ჰა მინ-ვუ
პაკ ჰიუნგ-სიკი
კიმ დონგ-ჯუნი
საიტი cafe.daum.net/Starempire
ZE:A ვიკისაწყობში

ZE:A (კორ. 제국의 아이들), ასევე ცნობილი, როგორც „იმპერიის ბავშვები“ — სამხრეთ კორეული ცხრაკაციანი ბოიბენდი. 2010 წლის 7 იანვარს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი „Navity“ გამოუშვა, მთავარი სიმღერით „Mazeltov“, რომელიც ხუთი დღის შემდეგ ჯგუფის შოუზე იქნა წარმოდგენილი. ჯგუფის დებიუტი ტელეარხ KBS -ზე 2010 წლის 15 იანვარს შედგა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დებიუტამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„იმპერიის ბავშვების“ სახელით ისინი გამოჩნდნენ გადაცემა Office Reality-ში ტელეარხ Mnet-ზე. ჯგუფმა ყურადღება მიიქცია. შემდგომ გამოვიდა დოკუმენტური ფილმის სერიები, სახელწოდებით Empire Kids Returns, სადაც თავმოყრილი იყო ჯგუფის გამოსვლები მთელი სეულის გარშემო. ჯგუფს კონფლიკტი შეექმნა სახელთა მსგავსების გამო Brown Eyed Girls-თან - JeA . მოგვიანებით ამის თავიდან ასაცილებლად მათ სახელი შეიცვალეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]