შინაარსზე გადასვლა

Yellow (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Yellow)
„Yellow“
სინგლიColdplay
ალბომიდან Parachutes
გამოსვლის თარიღი 26 ივნისი, 2000 (გაერთიანებული სამეფო)
3 ივლისი, 2000 (აშშ)
ჩაიწერა თებერვალი — მარტი, 2000
ჟანრი ალტერნატივა
ხანგრძლივობა 4:29
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone
ავტორ(ებ)ი გაი ბერიმენი, ჯონი ბაკლენდი, უილ ჩემპიონი, კრის მარტინი
პროდიუსერი კენ ნელსონი, Coldplay
Coldplay — სინგლების ქრონოლოგია
„Shiver“
(2000)
Yellow
(2000)
„Trouble“
(2000)

Yellowინგლისურ როკ ჯგუფ Coldplay-ს სიმღერა. ის მეორე სინგლია მათი სადებიუტო ალბომიდან, Parachutes, და ჯგუფის პირველი სიმღერა შესული გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტის ტოპ 10-ში. რეგიონული სინგლები გამოვიდა საფრანგეთში, აშშ-ში, და ბრაზილიაში.

შექმნა და შთაგონება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Yellow დაიწერა უელსში, სადაც ჯგუფი სადებიუტო ალბომზე მუშაობდა[1]. სიმღერის საბოლოო ვერსია ჩაწერილია ლივერპულის სტუდიაში Parr Street Studios. ჩაწერისას ჯგუფს აჩქარებდნენ - სინგლი უნდა ყოფილიყო დასრულებული 2000 წლის გაზაფხულისთვის.

ტელეარხის VH1 გადაცემაში Storytellers კრის მარტინმა ახსენა, რომ სიმღერის შთაგონებად იქცა სერვისი Yellow Pages. სხვადასხვა ადამიანი ამტკიცებს, რომ სიმღერის სტრუქტურა და მელოდია აღებულია ჯგუფის Pavement სიმღერიდან „Here“.

11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ Yellow იყო პირველი მუსიკალური ვიდეო, რომელიც MTV-მ საკუთარ ეთერში გაუშვა. 2001 წელს კომპანია ABC ამ სიმღერას იყენებდა სატელევიზიო პრომო-რგოლებში.

სიმღერის 2002 წლის ტურნეში შესრულებისას მარტინი როგორც წესი, იწყებდა ფრაზით „Your skin...“.

სიმღერის მუსიკალური ვიდეო გადაღებულია დორსეტთან ახლოს. იგი მინიმალისტურია და მასში მხოლოდ კრის მარტინ ჩანს, რომელიც მოძრაობს ზღვის სანაპიროზე და სიმღერას მღერის. ვიდეო გადაღებულია ხუთი დუბლის მეშვეობით, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე. მას ახლავს ერთადერთი ეფექტი - შენელებული მოძრაობა.

თავდაპირველად ვიდეოში უნდა გამოჩენილიყო ჯგუფის ოთხივე წევრი, მაგრამ გადაღების დღეს იყო უილ ჩემპიონის დედის დასაფლავება, ასე რომ მხოლოდ მარტინი გადაიღეს. მაგრამ ამინდი გაფუჭდა და დაუბერა ქარმა, რასაც წვიმაც მოჰყვა, მიუხედავად ამინდის დადებითი პროგნოზისა.

ვიდეო ექვსი დღის განმავლობაში გადაიღეს ჯეიმზმა და ალექსმა, კომპანიიდან The Artists. კადრების რაოდენობაა 50 ერთ წამში, ანუ ჩვეულებრივ სიჩქარეზე მეტი. გადაღების დროს კრისს თავისი პირი ორმაგად სწრაფად უნდა გაეღო, ანუ უფრო სწრაფად ემღერა სიმღერა. საბოლოოდ, გადაღებული მასალა შეანელეს 25 კადრამდე და ასე შეიქმნა ნელი მოძრაობის ეფექტი.

საღამოს შემდეგ გათენების ეფექტი არ არის ხელოვნური და არც ნატურალური - ეს არ იყო ნამდვილი გათენება. სინამდვილეში, ოპერატორს მოუვიდა შეცდომა და კამერაზე ერთ-ერთ სამართავს გამოჰკრა, რამაც შეცვალა ვიდეოს ფერები.

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Yellow“4:31
2.„Help Is Round the Corner“2:36
3.„No More Keeping My Feet on the Ground“ (Safety EP-დან)4:31

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Inglis, Sam. (October 2000) Recording Coldplay's Parachutes. SOS. ციტირების თარიღი: 5 September 2008.