შიმშერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Xiphias gladius)
შიმშერი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  იალქნოსნისნაირნი
ოჯახი:  შიმშერისებრნი
Xiphiidae (Swainson, 1839)
გვარი:  შიმშერი
Xiphias (Linnaeus, 1758)
სახეობა:  შიმშერი
ლათინური სახელი
Xiphias gladius (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 23148
გავრცელება

შიმშერი, ხმალა (ლათ. Xiphias gladius) — თევზი შიმშერისებრთა ოჯახისა, მისი ერთადერთი წარმომადგენელი. ზედა ყბა ხმლის მსგავსად აქვს წაგრძელებული, მუცლის ფარფლები არ აქვს. მისი უქერცლო სხეულის სიგრძე 4 მ, მასა — 0,5 ტ აღწევს. სხეულის მაქსიმალური სიგრძე 4,55 მ, ხოლო წონა — 650 კგ-ს აღწევს. გავრცელებულია ყველა ოკეანეში, უმთავრესად ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. იკვებება კალმარებით, თინუსით და ზვიგენით. რეწვის ძვირფასი ობიექტია. კოსმოპოლიტია. ერთეულებად გვხვდება შავ, აზოვის, იაპონიის და სხვა ზღვებში. ხმელთაშუა ზღვაში ქვირითს ყრის ივნის-ივლისში. ხიზილალა პელაგიურია. ადამიანზე თავდასხმის შემთხვევა არ არის რეგისტირებული. ძლიერი თევზია, ძალიან სწრაფად გადაადგილდება. ზედა ყბის ხარჯზე იქმნება „ხმალისებრი“ წარმონაქმნი, რომელიც შეადგენს მისი სხეულის სიგრძის 1/3-ს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]