შინაარსზე გადასვლა

Xbox Series X/S

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Xbox Series


მარცხნივ: Xbox Series X კონტროლერთან ერთად

მარჯვნივ: Xbox Series S კონტროლერთან ერთად
შემქმნელი Microsoft Gaming
მწარმოებელი Flex, Foxconn
პროდუქტის ოჯახი Xbox
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეცხრე
გამოშვების თარიღი WW 10 ნოემბერი, 2020
PRC 10 ივნისი, 2021
თავდაპირველი ფასი

Series X / Series S: USD$499 / USD$299

499 / €299
გაიყიდა 28.3 მილიონი (ივნისი, 2024)[1]
ოპერაციული სისტემა Xbox System Software
პროცესორი

მორგებული AMD 8-ბირთვიანი Zen 2 Series X: 3.8 გჰც, 3.66 გჰც SMT-ით

Series S: 3.6 გჰც, 3.4 გჰც SMT-ით
მეხსიერება

GDDR6 SDRAM Series X: 10 GB/320-ბიტიანი & 6 GB/192-bit (16 GB ჯამში)

Series S: 8 GB/128-ბიტიანი & 2 GB/32-ბიტიანი (10 GB ჯამში)
მეხსიერების საცავი

WD SN530 NVMe SSD w/ მორგებული ASIC PCIe 4.0 x2-ის მხარდაჭერით Series X: 1 TB (Black და Halo Edition)/2TB (Galaxy Black Special Edition) Series X All Digital: 1 TB (Robot White)

Series S: 512 GB (Robot White) / 1 TB (Carbon Black/Robot White)
მონიტორი ყველა მოდელი: 720p, 1080p, 1440p, 4K
Series X: 8K
გრაფიკა

მორგებული AMD Radeon RDNA 2 არქიტექტურა Series X: 52 CUs 1.825 გჰც-მდე, 12.155 TFLOPS

Series S: 20 CUs 1.565 გჰც-მდე, 4.006 TFLOPS
ხმა

მორგებული Project Acoustics 3-D Audio Dolby Atmos DTS:X

7.1 მოცულობითი ხმა
კონტროლერის შეტანა Xbox Wireless Controller
კავშირი

Wi-Fi IEEE 802.11ac Gigabit Ethernet 3x USB 3.2 Gen 1x1

HDMI 2.1
ონლაინ სერვისები Xbox network, Xbox Game Pass
წონა

Series X: 4.4 კგ

Series S: 1.93 კგ
უკუთავსებადობა Xbox One-ის ყველა თამაშთან, Xbox 360-ის ზოგიერთ და Xbox-ის ადრეულ თამაშებთან
წინა Xbox One
საიტი xbox.com/consoles

Xbox Series X და Xbox Series SXbox-ის სერიის კონსოლების მეოთხე თაობა, რომელმაც ჩაანაცვლა წინა თაობის Xbox One. 2020 წლის 10 ნოემბერს გამოშვებული უფრო მაღალი დონის Xbox Series X და უფრო დაბალი დონის Xbox Series S მეცხრე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლების ნაწილია, რომლებიც კონკურენციას უწევენ Sony-ს PlayStation 5,[2] რომელიც იმავე თვეში გამოვიდა.[3]

Microsoft-მა პირველი დეტალები კონსოლის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წელის 10 ივნისს E3 2019-ის საერთაშორისო გამოფენაზე გაამხილა.[4][5] ოფიციალურად კონსოლების სერია The Game Awards 2019-ზე დაანონსდა.[6]Xbox One-ის მსგავსად, Xbox Series X/S იყენებენ AMD-ის 64-ბიტიან x86-64 ცენტრალურ და გრაფიკული პროცესორებს. ორივე მოდელს აქვს SSD-დისკები ჩატვირთვის დროის შესამცირებლად, რეიტრეისინგისა და სივრცითი აუდიოს მხარდაჭერა, თამაშების მაღალი დინამიური დიაპაზონის რენდერირებად გადაქცევის შესაძლებლობა მანქანური სწავლების გამოყენებით (Auto HDR), HDMI 2.1 ცვლადი განახლების სიხშირისა და დაბალი შეყოვნების რეჟიმების მხარდაჭერა და განახლებული კონტროლერები. Xbox Series X შექმნილია ნომინალურად თამაშების 2160p (4K გაფართოება) 60 კადრი წამში (FPS) რენდერისთვის. უფრო დაბალი დონის, მხოლოდ ციფრული Xbox Series S, რომელსაც აქვს შემცირებული სპეციფიკაციები და არ შეიცავს ოპტიკურ დისკწამყვანს, შექმნილია ნომინალურად თამაშების 1440p-ში 60 FPS-ზე რენდერისთვის, 4K-მდე გაუმჯობესებისა და რეიტრეისინგის მხარდაჭერით.[7] Xbox Series X/S უკუთავსებადია Xbox One-ის თითქმის ყველა თამაშთან და აქსესუართან (მათ შორის Xbox 360-ისა და ორიგინალი Xbox-ის თამაშებთან, რომლებიც Xbox One-თან უკუთავსებადი გახდა); ახალი აპარატურა თამაშებში უკეთეს წარმადობასა და ვიზუალურ მხარდაჭერას უზრუნველჰყოფს.

კრიტიკოსებმა შეაქეს Xbox Series X/S Xbox One-თან შედარებით აპარატურული გაუმჯობესებების გამო. 2024 წლის ივნისის მონაცემებით, Xbox Series-ის კონსოლების გაყიდვებმა მთელ მსოფლიოში 28 მილიონ ერთეულს გადააჭარბა.[1]

მოცემული ცხრილი წარმოადგენს მეოთხე თაობის Xbox-ის კონსოლების ძირითადი კომპონენტების შედარებას.[8]

მოდელი Series X[9] Series S[10]
2TB Disc Drive Galaxy Black 1TB Disc Drive Carbon Black/Halo Infinite 1TB All-Digital Robot White 1TB All-Digital Robot White/Carbon Black 512GB All-Digital Robot White
პროცესორები CPU მორგებული AMD Zen 2
8 ბირთვი 3.8 გჰც-ზე (3.66 გჰც SMT-ით)
მორგებული AMD Zen 2
8 ბირთვი 3.6 გჰც-ზე (3.4 გჰც SMT-ით)
GPU მორგებული RDNA 2
52 CU 1.825 გჰც-ზე
12.155 ტერაფლოპსი
მორგებული RDNA 2
20 CU 1.565 გჰც-ზე
4.006 ტერაფლოპსი
მეხსიერება 16 GB GDDR6
10 GB 320-ბიტიანი ინტერფეისით (560GB/წმ) და 6GB 192-ბიტიანი ინტერფეისით (336GB/წმ)
10GB GDDR6
8 GB 128-ბიტიანი ინტერფეისით (224GB/წმ) და 2GB 32-ბიტიანი ინტერფეისით (56GB/წმ)
საცავი მოცულობა 2TB 1TB 512GB
შიდა PCIe Gen 4 მორგებული NVMe SSD
2.4 GB/წმ არადამუშავებული ან არაკომპრესირებული, 4.8 GB/s კომპრესირებული
გაფართოებადი 0.5–2 TB გაფართოების ბარათი (უკანა მხარეს)
გარე USB 3.1 გარე HDD-ის მხარდაჭერა
Ultra HD Blu-ray დისკწამყვანი დიახ არა
სამიზნე შესრულება 4K გაფართოება 60 FPS-ზე, 120 FPS-მდე 1440p 60 FPS-ზე, 120 FPS-მდე
ზომები ზომა 301 მმ × 151 მმ × 151 მმ (12 დუიმი × 5.9 დუიმი × 5.9 დუიმი) 275 მმ × 151 მმ × 65 მმ (11 დუიმი × 5.9 დუიმი × 2.6 დუიმი)
წონა 4.45 კგ (9.8 ფუნტი) 1.93 კგ (4.3 ფუნტი)
ფერები      Galaxy Black      Carbon Black      Robot White      Carbon Black
მოდელის ნომერი 1882 1883 1881
საწყისი ფასი აშშ$599 აშშ$499
499
£449
A$749
C$599
აშშ$449 აშშ$349
349
£299
A$549
C$449
აშშ$299
299
£249
A$499
C$379

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Gerblick, Jordan (September 17, 2024). „Xbox Series X/S sales are reportedly less than half of the PS5's, with Microsoft on track for a repeat of PS4 vs Xbox One“. Games Radar. ციტირების თარიღი: October 3, 2024.
  2. Gurwin, Gabe.. (2020-07-28) Xbox Series X vs. PS5. ციტირების თარიღი: 2020-08-31.
  3. Rogers, Carter. Playstation 5, Xbox Series X Bring Sony-Microsoft Rivalry To A New Generation en. ციტირების თარიღი: 2020-11-13
  4. Лямин, Георгий. (2019-06-10) E3 2019: Microsoft представила Xbox следующего поколения. ციტირების თარიღი: 2020-08-31.
  5. Киракосян, Георгий. (2019-06-10) E3 2019: следующая Xbox выйдет в конце 2020 года вместе с Halo Infinite. ციტირების თარიღი: 2020-08-31.
  6. Valentine, Rebekah.. (2019-12-13) Xbox Series X officially revealed at The Game Awards. GamesIndustry.biz. ციტირების თარიღი: 2020-08-31.
  7. Brown, Matt. (September 8, 2020) Xbox Series X vs. Xbox Series S: Which next-gen console is for you?. Windows Central. ციტირების თარიღი: September 8, 2020
  8. Harmen, Liz. (September 9, 2020) Introducing Xbox Series S, Delivering Next-Gen Performance in Our Smallest Xbox Ever, Available November 10 at $299. Microsoft. ციტირების თარიღი: September 9, 2020
  9. Xbox Series X – Specification. Microsoft. ციტირების თარიღი: September 14, 2020
  10. Xbox Series S – Specification. Microsoft. ციტირების თარიღი: September 14, 2020