Wot's... Uh the Deal?

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Wot's... Uh the Deal?“
სიმღერა - პინკ ფლოიდი, ალბომიდან Obscured by Clouds
გამოსვლის თარიღი 1972
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 5:09
ავტორი როჯერ უოტერსი
დევიდ გილმორი
Obscured by Clouds - სიმღერები

Wot's... Uh the Deal?“ — მეხუთე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1972 წლის ალბომზე Obscured by Clouds[1][2].

როჯერ უოტერსი: „იმ დროს ისეთი შეგძნება გვქონდა, თითქოს ასაკით დავბერდით და აღარ ვიყავით პოპ-ჯგუფი, საერთოდ არაფრად ვიქეცით“.

კომპოზიციაში ჟღერს დევიდ გილმორის ვოკალი[3]. სიმღერა არასოდეს შესრულებულა კონცერტებზე პინკ ფლოიდის მიერ, მაგრამ 2006 წელს შეტანილი იქნება გილმორის საკონცერტო სოლო პროგრამაში. საგულისხმოა, რომ 2006 წლის ტურნეს ფარგლებში დევიდ გილმორი სიმღერას წარადგენდა, როგორც „Wot's The Deal“, თუმცა DVD-ის გამოცემებზე მითითებულია სწორი სახელწოდება.

2008 წლის პრომო-სინგლი ამ სიმღერით გამოვიდა ცოცხალი ალბომის და ვიდეოს Live In Gdańsk პრომო კამპანიის ფარგლებში. „Wot's...Uh The Deal?“, რომელიც მასზეა წარმოდგენილი, არ არის შეტანილი ალბომზე და ვიდეოში და მხოლოდ პრომოსინგლზე გამოიცა, ხოლო ინტერნეტ-სივრცეში ვრცელდებოდა ექსკლუზიური ბმულის მეშვეობით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. მენინგი, ტობი (2006). "The Albums", The Rough Guide to Pink Floyd, პირველი, ლონდონი: Rough Guides, გვ. 164. ISBN 1-84353-575-0.