Wolfenstein: The Old Blood

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Wolfenstein: The Old Blood
დეველოპერ(ებ)ი MachineGames
გამომცემელი Bethesda Softworks
სერია „Wolfenstein“
ძრავა id Tech 5
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი WW 5 მაისი 2015 (ციფრული)
ავს 14 მაისი, 2015
ევრ 15 მაისი 2015[1]
ჩრდ.ამ. 21 ივლისი 2015
ჟანრ(ებ)ი პირველი პირის შუტერი
მოქმედებითი-სათავგადასავლო
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი იენს მათისი
პროდიუსერ(ებ)ი იერკ გუსტაფსონი
დიზაინერ(ებ)ი არკეიდ ბერგი[2]
კომპოზიტორი მიკ გორდონი[3]


Wolfenstein: The Old Blood“ — პირველი პირის შუტერი და მოქმედებითი-სათავგადასავლო ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა კომპანია MachineGames-მა და გამოსცა Bethesda Softworks-მა 2015 წლის 5 მაისს Microsoft Windows-ის, PlayStation 4-ისა და Xbox One-ის პლატფორმებისთვის. ეს არის „Wolfenstein: The New Order“-ის დამოუკიდებელი დამატება.[4]

სიუჟეტი ვითარდება ალტერნატიულ სამყაროში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კერძოდ 1946 წელს. მთავარი გმირი არის პოლონური წარმოშობის ამერიკელი ომის ვეტერანი უილიამ ბ.ჯ. ბლაზკოვიჩი, რომლის მიზანია ნაცისტების საიდუმლო ბაზის აღმოჩენა და ბაზიდან საიდუმლო დოკუმენტის მოპარვა.

თამაშს გააჩნია პირველი პირის ხედვა. მოთამაშე უმეტესად გადაადგილედება ქვეითად, ხოლო სიუჟეტი დაყოფილია თავებად და ფიგურირებს ორი ერთმანეთთან დაკავშირებული კამპანია. მასში წარმოდგენილია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღები, მათ შორის თოფი, ასაფეთქებელი მოწყობილობები და ტაბელური იარაღი, რომლის გამოყენება შესაძლებელია ორი ხელითაც. აგრეთვე ერთ-ერთი მთავარი ელემენტი არის დაცვის სისტემა.

თამაშზე მუშაობა დაიწყო „The New Order“-ის გამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ, კერძოდ 2015 წლის 4 მარტს, როდესაც Bethesda Softworks-მა გამოსცა დამატების ოფიციალური ტრეილერი.[5] თავდაპირველად დაგეგმილი იყო მხოლოდ ციფრული სახით გამოცემა,[5] თუმცა შემდგომში გადაწყდა მისი ფიზიკური ფორმით გამოშვება ევროპა, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.[6]

„The Old Blood“ დადებითად იქნა მიღებული ვიდეო თამაშების მიმოხილველებისგან. მათ ძირითადად შეაქეს ინტენსიური შეტაკებები, დამაინტრიგებელი ტერიტორიები და მოქმედებითობას და სტელს შორის ბალანსი. თუმცა უარყოფითად შეაფასეს თმაშის სიუჟეტი. საერთო განხილვების საიტ GameRankings-ზე XONE-ის ვერსია ფლობს 79%,[7] PC ვერსია - 78%,[8] PS4 ვერსია - 77%.[9] ხოლო Metacritic-ზე შეფასება ამგვარად განაწილდა: PC -76/100,[10] PS4 - 76/100,[11] Xbox One – 75/100.[12]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wolfenstein: The Old Blood physical editions out the week after download versions. eurogamer.net (20 მარტი, 2015)..
  2. Lahti, Evan. (4 მაისი, 2015) How to make Nazis fun to fight, and other Wolfenstein questions. PC Gamer. Future plc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მაისი, 2015. ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2015.
  3. What's New in Wolfenstein: The Old Blood. GameSpot. CBS Interactive (16 აპრილი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-17. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2015.
  4. Celebratring Purim in Wolfenstein/ The Old Blood | Frank G. Bosman
  5. 5.0 5.1 Reilly, Luke. (4 მარტი, 2015) Bethesda Revealed Wolfenstein: The Old Blood. IGN. Ziff Davis. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-08. ციტირების თარიღი: 9 მარტი, 2015.
  6. Kubba, Sinan. (20 მარტი, 2015) Wolfenstein: The Old Blood Physical Release Dates Announced for Europe. IGN. Ziff Davis. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 17 March 2015.
  7. Wolfenstein: The Old Blood for Xbox One. GameRankings. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-26. ციტირების თარიღი: 23 მაისი, 2015.
  8. Wolfenstein: The Old Blood for PC. GameRankings. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-26. ციტირების თარიღი: 23 მაისი, 2015.
  9. Wolfenstein: The Old Blood for PlayStation 4. GameRankings. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-26. ციტირების თარიღი: 23 მაისი, 2015.
  10. Wolfenstein: The Old Blood for PC Reviews. Metacritic. CBS Interactive. ციტირების თარიღი: 23 მაისი, 2015.
  11. Wolfenstein: The Old Blood for PlayStation 4 Reviews. Metacritic. CBS Interactive. ციტირების თარიღი: 23 მაისი, 2015.
  12. Wolfenstein: The Old Blood for Xbox One Reviews. Metacritic. CBS Interactive. ციტირების თარიღი: 23 მაისი, 2015.