Why Don't We Do It in the Road?

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Why Don't We Do It in the Road?“
სიმღერა - ბითლზი,
გამოსვლის თარიღი 22 ნოემბერი 1968
ჩაიწერა 9–10 ოქტომბერი 1968
ჟანრი როკ ენ როლი, ბლუზ როკი
ხანგრძლივობა 1:42
ხმისჩამწერი ლეიბლი Apple Records
ავტორი ლენონი/მაკ-კარტნი
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
ქრონოლოგია

Why Don't We Do It in the Road? — ჯგუფ ბითლზის სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში The Beatles, რომელიც გამოვიდა 1968 წელს.

სიმღერის ავტორი და შემსრულებელია[1][2] პოლ მაკ-კარტნი,[3][4] ხოლო ალბომზე ავტორებად მითითებულები არიან ლენონი/მაკ-კარტნი. „Why Don't We Do It in the Road?“ არის მოკლე და უბრალო სიმღერა. იგი იწყება სხვადასხვა პერკუსიული ელემენტით და შეიცავს მაკ-კარტნის ხრინწიანი ვოკალს[5], რომელიც ერთსა და იმავე სტრიქონს იმეორებს. [6]

მაკ-კარტნიმ სიმღერა დაწერა მას შემდეგ, რაც რიშიკეშის ერთ-ერთ ქუჩაზე იხილა ორი მაიმუნის სქესობრივი აქტი. [1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Miles, 1997, გვ. 498–499
  2. Sheff, 2000, გვ. 189
  3. Lewisohn, 1988, გვ. 200
  4. MacDonald, 2005, გვ. 325
  5. Pollack, 2010
  6. Aldridge, 1990, გვ. 69