„Who's Gonna Ride Your Wild Horses“ — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს სიმღერა და სინგლი ალბომიდან Achtung Baby, რომელიც გამოვიდა 1992 წელს.
სიმღერაზე მუშაობა დაიწყო დემოდან, რომელიც ჯგუფმა 1990 წელს, სტუდიაში STS ჩაწერა.[1] მასზე გერმანიაშიც, სტუდია Hansa-ში მუშაობდნენ.[2] ჯგუფმა მიიღო სხვადასხვა მიქსი.[3] თუმცა მათ საყვარელ ვერსიად რჩებოდა დემო ვარიანტი.[1] პროდიუსერ ჯიმი აიოვინიც დემო ვერსიას ანიჭებდა უპირატესობას.[1] როდესაც ჯგუფი დუბლინში მუშაობდა, 1991 წელს, პროდიუსერ სტივ ლილიუაიტს შესთავაზე დემოს დამუშავება და საბოლოოდ მიღებული ვარიანტი ახლოს არის დემოსთან.[1]