What God Wants, Part 1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან What God Wants)
„What God Wants, Part 1“
სინგლიროჯერ უოტერსი
ალბომიდან Amused to Death
გამოსვლის თარიღი 17 სექტემბერი 1992
ჩაიწერა 1992
ჟანრი პროგრესული როკი
ხმისჩამწერი ლეიბლი Columbia/CBS Records
პროდიუსერი როჯერ უოტერსი
როჯერ უოტერსი — სინგლების ქრონოლოგია
„The Tide Is Turning“
(1987)
What God Wants, Part 1
(1992)
„The Bravery of Being Out of Range“
(1992)

What God Wants, Part 1“ — ბრიტანელი როკ-მუსიკოს როჯერ უოტერსის სინგლი და სიმღერა ალბომიდან Amused to Death. იგი გამოვიდა 1992 წლის 17 სექტემბერს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერაში უოტერსი დასცინის მთავრობასა და რელიგიურ დოგმებს. საუბარია ოპერაციაზე „ქარიშხალი უდაბნოში“, რომლის დროს ჯორჯ ბუშ უფროსმა განაცხადა - „ღმერთი ჩვენ მხარეს არის“.

ჯეფ ბეკმა ეს და სიმღერის მესამე ნაწილი უოტერსთან ერთად 2002 წელს, როიალ ალბერტ ჰოლში გამართულ საკუთარ კონცერტებზე შეასრულა. საგულისხმოა, რომ როჯერის მიერ პირველი ნაწილი სრულდებოდა მხოლოდ ტურნეს In The Flesh (1999-2002) პირველ, 1999 წლის ეტაპის რამდენიმე კონცერტზე. თუმცა, მისი პრემიერა გაიმართა 1991 წელს, სევილიაში გამართული გიტარების ლეგენდების ფესტივალზე, სადაც უოტერსმა იგი წარადგინა, როგორც „Monkey Television“. სიმღერის თავდაპირველი სახელწოდება აგრეთვე იყო „Fallen Angel“.

What God Wants იყოფა სამ ნაწილად, ისევე როგორც „Another Brick in the Wall“. ასევე იდენტურია ის, რომ სამივე ნაწილში გამოიყენება ბას გიტარის ერთი და იგივე ხაზი.[1] მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა სამ ნაწილად იყოფა, სინგლზე მხოლოდ პირველი გამოვიდა.

სიმღერაში საუბარია რელიგიურ დოგმებსა და რაიმე საკითხის პატივისცემაზე, მატერიალიზმსა და მოხმარებაზე. მთლიანობაში, წარმოდგენილია უბრალო შესაბამისობა: თუ როგორ შეუძლია ადამიანს რომელიმე საკითხისადმი ერთგულება, არა მხოლოდ სურვილის, არამედ მორჩილების გამო.

სიმღერაში მთავარ სოლოს გიტარაზე ასრულებს ჯეფ ბეკი.

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასევე გამოვიდა სიმღერის მუსიკალური ვიდეო. მასში ნაჩვენებია გორილები, რომლებიც სხედან ტელევიზორთან. სხვა კადრებში ჩნდებიან ცხოველები. კლიპის რეჟისორია ტონი კეი, ხოლო პროდიუსერი - სარა უისლერი. გამოვიდა ვიდეოს ალტერნატიული ვერსიაც, რომელშიც გამოყენებულია სტუდიური კადრები ჯეფ ბეკის მონაწილეობით. ორივე ვიდეო შეიქმნა ტონი კეისა და სარა უისლერის მიერ. ანიმაციური სეგმენტები ეკუთვნის Pacific Data Images-ს (კომპიუტერული გრაფიკა) და უილ ვინტონის სტუდია (თოჯინური ანიმაცია).

2015 წელს, ალბომის Amused to Death ახალი რემასტერის გამოცემასთან დაკავშირებით გამოვიდა სინგლის ახალი ვერსიაც, მხოლოდ Blu-Ray-ს ფორმატში. აგრეთვე გამოქვეყნდა განახლებული ვიდეო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pink Floyd and Company - Roger Waters Interviews. Pinkfloyd-co.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-11. ციტირების თარიღი: 2013-01-01.