Webmoney

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Webmoney — ელექტრონული ფული და ონლაინ საგადასახადო სისტემა (ტრანზაქცია ხორციელდება WebMoney Transfer-ით). WM Transfer Ltd, WebMoney Transfer Online Payment System-ის მფლობელი და ადმინისტრატორი დაარსდა 1998 წელს. სისტემა ძირითადად გათვლილია რუსეთზე თუმცა მას ფართოდ იყენებენ მთელ მსოფლიოში. დღეისათვის Webmoney-ს 4,5 მილიონზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.

ფულადი აღნიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • WMR - ეკვივალენტურია რუბლის, R საფულეში.
  • WME - ეკვივალენტურია ევროსი, Е საფულეში.
  • WMZ - ეკვივალენტურია აშშ დოლარის, Z საფულეში.
  • WMU - ეკვივალენტურია გრივნასი, U საფულეში.
  • WMY - ეკვივალენტურია სუმის, Y საფულეში.
  • WMB - ეკვივალენტურია ბელორუსიული რუბლის, B საფულეში.
  • WMG - ეკვივალენტურია ერთი გრამი ოქროსი, G საფულეში.
  • WMC და WMD ეკვივალენტურია WMZ-სი C და D საფულეებში საკრედიტო ოპერაციებისთვის.

WM იდენტიფიკატორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Webmoney სისტემაში რეგისტარციის შემდეგ ყველა მომხმარებელს ენიჭება თორმეტ ციფრიანი უნიკალური რიცხვი (WMID), მაგალითად WMID#012345678901. მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან განუსაზღვრელი რაოდენობის საფულეები. ყველა ასეთი საფულე განისაზღვრება, საფულის შესაბამისი ერთი ასოთი და თორმეტი ციფრით (მაგ. Z123456789012, WMZ საფულისთვის)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Webmoney&oldid=3663490“-დან