We'll Be Together

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„We'll Be Together“
We'll Be Together ყდა
სინგლი, შემსრულებელი - სტინგი
ალბომიდან Nothing Like the Sun
B-მხარე Conversation With A Dog
გამოსვლის თარიღი 1987
ფორმატი 7", 12"
ჟანრი როკ მუსიკა
ლეიბლი A&M
პროდიუსერი სტინგი, პიტერ სმითი
სტინგი - სინგლების ქრონოლოგია
Moon Over Bourbon Street
(1986)
We'll Be Together
(1987)
Englishman in New York
(1987)

We'll Be Together — ინგლისელი მომღერალ და მუსიკოს სტინგის სიმღერა ალბომიდან Nothing Like the Sun, რომელიც გამოიცა სინგლის სახით, 1987 წელს. სიმღერა პოპულარული იყო ინგლისსა და შტატებში. მისი განსხვავებული ვერსია ასევე ჩაიწერა სტინგისა და ენი ლენოქსის მონაწილეობით, ფილმისთვის „ბრიჯიტ ჯონსი: გონიერების ზღვარი“.

თავდაპირველად სიმღერა დაიწერა კომპანიის Kirin ლუდის რეკლამისათვის. ორიგინალურ ჩანაწერზე გამოიყენებოდა ერიკ კლეპტონის გიტარის სოლო. ეს ვერსია მოხვდა სტინგის 1994 წლის კრებულში Fields of Gold: The Best of Sting 1984-1994.

პოპულარული იყო სიმღერის ვიდეოკლიპიც, რომელიც ეფუძნება ფილმს „ორფეოსი“. კლიპში მონაწილეობს მუსიკოსის მეუღლე ტრუდი სტაილერი.

როგორც სტინგის ბევრ სიმღერაში, აქაც ჟღერს ციტირება მისი სხვა პოპულარული კომპოზიციიდან - ამ შემთხვევაში, ეს არის If You Love Somebody Set Them Free.

სიმღერების სია[რედაქტირება]

7" სინგლი[1]
  1. We'll Be Together - 4:52
  2. Conversation With A Dog - 3:24
12" A&M Records ‎– AMY 410[2]
  1. We'll Be Together (ვრცელი მიქსი)
  2. We'll Be Together (წინა ვერსია)
  3. Conversation With A Dog
  4. We'll Be Together (ინსტრუმენტული ვერსია)

სქოლიო[რედაქტირება]

  1. http://www.discogs.com/Sting-Well-Be-Together/release/1846481
  2. http://www.discogs.com/Sting-Well-Be-Together/release/1355405