შინაარსზე გადასვლა

Watch The Throne (ალბომი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Watch The Throne
სტუდიური ალბომი
კანიე უესტი, ჯეი-ზი
გამოცემის თარიღი 8 აგვისტო, 2011
ჩაიწერა 2010-2011
სტუდია
  • Avex (Honolulu)
  • Barford Estate (Sydney)
  • Electric LadyThe Mercer Hotel
  • MSRTribeca Grand Hotel (New York City)
  • Le Meurice (Paris)
  • Real World (Wiltshire)
ჟანრი ჰიპ-ჰოპიპროგრესული რეპი
ხანგრძლივობა 76:13
ლეიბლი
  • Roc-A-Fella
  • Def Jam
პროდიუსერი კანიე უესტი, ჯეი-ზი
კანიე უესტი, ჯეი-ზი — ქრონოლოგია
My Beautiful Dark Twisted Fantasy
(2010)
Watch The Throne
(2011)
Cruel Summer
(2012)

Watch the Throne – ამერიკელი რეპერების, ჯეი-ზისა და კანიე უესტის ერთობლივი სტუდიური ალბომი. გამოვიდა 2011 წლის 8 აგვისტოს, Roc-A-Fella Records-ის, Roc Nation-ისა და Def Jam Recordings-ის მიერ. გამოსვლამდე ჯეი-ზიმ და უესტმა ითანამშრომლეს სხვადასხვა სინგლზე. თავდაპირველად მათ სურდათ ხუთი სიმღერისგან შემდგარი ერთობლივი EP-ის ჩაწერა, რომელიც სრულმეტრაჟიან ალბომად გადაიქცა. ალბომში მოწვეულ არტისტებს შორის მონაწილეობენ ფრენკ ოუშენი, The-Dream, ბიონსე, მისტერ ჰადსონი, კიდ კუდი, სილი, ჯასტინ ვერნონი, ელი ჯექსონი, კონი მიტჩელი, ჩარლი უილსონი და პიტ როკი და სხვები.

ჩაწერის სესიები სხვადასხვა ადგილას გაიმართა და 2010 წლის ნოემბერში დაიწყო, პროდიუსერობას უძღვებოდა უესტი და სხვადასხვა ცნობილი პროდიუსერი, მათ შორის მაიკ დინი, სვიზ ბიცი, პიტ როკი, RZA, ჯეფ ბჰასკერი, The Neptunes და Q-Tip. უესტის მეხუთე სტუდიური ალბომის, My Beautiful Dark Twisted Fantasy (2010) პროდიუსერული სტილის გაფართოებით, Watch the Throne თავის ჟღერადობაში აერთიანებს ორკესტრულ და პროგრესული როკ გავლენებს, არატრადიციულ სემპლებს და დრამატულ მელოდიებს. ტექსტები ასახავს სრულყოფილების, ფუფუნების, დიდების, მატერიალიზმის, ძალაუფლებისა და წარმატების ტვირთის თემებს, ასევე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ კრიტიკას.[1]ალბომი ასევე გამოხატავს სხვა თემებს, როგორიცაა ჯეი-ზის აზრები მამობაზე, უესტის დამოკიდებულება სოციალურ ბოროტმოქმედად მიჩნევაზე და მათი, როგორც შემსრულებლების წარმატება.

  1. Rollefson, J. Griffith. (ივნისი, 2021) Critical Excess: Watch the Throne and the New Gilded Age. ციტირების თარიღი: 26.09.2025