WASP-17b

WASP-17b — ეგზოპლანეტა, რომელიც ვარსკვლავის WASP-17 ორბიტაზე მოძრაობს. მისი აღმოჩენა გამოცხადდა 2009 წლის 11 აგვისტოს. ეს პირველი პლანეტაა, რომელსაც რეტროგრადული ორბიტა აქვს, ანუ მისი მოძრაობის მიმართულება მისი ვარსკვლავის ბრუნვის საწინააღმდეგოა.[1] დიამეტრის მხრივ WASP-17b შესაძლოა დღემდე აღმოჩენილ ეგზოპლანეტათაგან ყველაზე დიდი იყოს, ხოლო ნახევარი იუპიტერის მასით, მას ყველაზე დაბალი სიმკვრივე აქვს, რაც მას გაბერილ პლანეტათა რანგს მიაკუთვნებს.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „WASP-17b“ ვიკისაწყობში.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ D. R. Anderson et al.. WASP-17b: an ultra-low density planet in a probable retrograde orbit. Cornell University Library.