Vremya i Steklo

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Vremya i Steklo
Время и Стекло (რუს. )

ბიოგრაფია
წარმოშობა უკრაინის დროშა უკრაინა
ჟანრ(ებ)ი პოპი
აქტიური 2010—2020
ლეიბლ(ებ)ი Mozgi Entertainment
ყოფილი წევრები ალექსეი ზავგოროდნი
ნადეჟდა დოროფეევა
საიტი vremyaisteklo.com
Vremya i Steklo ვიკისაწყობში

Vremya i Steklo (რუს. Время и Стекло) — უკრაინული პოპ ჯგუფი. ჩამოყალიბდა 2010 წლის 2 დეკემბერს.[1] ჯგუფში შედიოდნენ ალექსეი ზავგოროდნი (პოზიტივი) და ნადია დოროფეევა (დოდო). პროდიუსერი და სიმღერების ერთ-ერთი ავტორი იყო ალექსეი პოტაპენკო (პოტაპი). 2020 წლის 11 მარტს ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა.[2]

დუეტი გამოდიოდა უამრავ მუსიკალურ ღონისძიებაზე რუსეთსა და უკრაინაში, როგორიცაა Golden Gramophone, Crimea Music Fest და Slavic Bazaar. მათ ერთად გაახმოვანეს მთავარი როლები ანიმაციურ ფილმში The Stolen Princess.[3]

2010 წელს ალექსეი პოტაპენკომ, ირინა გოროვასთან, MOZGI Entertainment-ის საწარმოო ცენტრის პარტნიორთან ერთად, გადაწყვიტა გაეხსნა ახალი პროექტი ალექსეი ზავგოროდნის მონაწილეობით (ცნობილი ფსევდონიმით პოზიტივი), რომელთანაც დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობდა.[4] კიევში ონლაინ კასტინგისა და ლაივ კასტინგის ჩატარების შემდეგ, შავი ზღვის თამაშების ფესტივლის ლაურეატი, ნადია დოროფეევა, ჯგუფის ახალი მონაწილე გახდა. ჯგუფის პირველი სინგლის, „Так выпала Карта“ სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა 2010 წლის 17 ნოემბერს შედგა. სულ რაღაც 10 დღის შემდეგ ვიდეო YouTube-ზე ნახვების რაოდენობით მე-5 ადგილზე მოხვდა კატეგორიაში "მსოფლიო მუსიკოსები".[5]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2014: Время и Стекло
  • 2015: Глубокий Дом
  • 2017: Обратный отсчёт
  • 2019: VISLOVO

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2010: Так выпала Карта
  • 2011: Любви Точка Нет
  • 2011: Серебряное море
  • 2011: Кафель
  • 2012: Гармошка
  • 2012: Слеза
  • 2013: #кАроче
  • 2013: Потанцуй со мной
  • 2014: Забери
  • 2015: Имя 505
  • 2015: Песня 404
  • 2015: Опасно 220
  • 2015: Ритм 122
  • 2016: Навернопотомучтоx
  • 2017: На Стиле
  • 2017: тролль
  • 2018: ТОП
  • 2018: Песня про лицо
  • 2019: Дим
  • 2020: Набсегда/Никогда
  • 2020: Last Dance

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Потап объединил Время и Стекло. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-18. ციტირების თარიღი: 2014-11-03
  2. Настає новий етап: "Время и Стекло" оголосили про розпад групи емоційним відео ru. ციტირების თარიღი: 2023-02-01
  3. Glory, Admin. Informasi RTP Slot Online & Bocoran RTP Live Terbaru Pragmatic Play Hari Ini. ციტირების თარიღი: 2023-02-02
  4. Солистка "Время и Стекло": Денег было ровно на проезд и еду. sobesednik.ru (2016-01-16). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-02. ციტირების თარიღი: 2020-03-11.
  5. tv.ua. (2016-02-23) Время и Стекло показали свою Карту (ВИДЕО) uk. ციტირების თარიღი: 2023-02-01