ალბომის ჩაწერამ ხანგრძლივი პერიოდი მოიცვა და შედეგად მიღებული ჩანაწერი განსხვავდება თავდაპირველი ვერსიებისგან. ჯგუფს ჰქონდა გადაწყვეტილი საბოლოო ვერსიაზე უარის თქმა და ყველაფერის ხელმეორედ დაწყება, მაგრამ საბოლოოდ დათანხმდა არსებული ვარიანტის გამოცემაზე. ვინაიდან სტუდია დაქირავებული იყო და ჯგუფმა გადააჭარბა დროის მოცემულ ზღვარს, სანაცვლოდ მისმა წევრებმა შეღებეს სტუდიის კედლები.[8]