შინაარსზე გადასვლა

Via Sacra

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Via Sacra, იგივე წმინდა გზა — ძველი რომის მთავარი ქუჩა, რომელიც გადიოდა კაპიტოლიუმის ბორცვიდან, ფორუმის ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური ადგილის გავლით კოლოსეუმამდე.

გზა იყო რომაული ტრიუმფის ტრადიციული მარშრუტის ნაწილი, რომელიც იწყებოდა ქალაქის გარეუბნებში და გრძელდებოდა რომაული ფორუმის გავლით. მოგვიანებით მოკირწყლეს. ნერონის მმართველობის დროს მას კოლონადები გასდევდა.

გზა იყო რომის ისტორიის მრავალი საქმისა და უკეთურობის ადგილი, საზეიმო რელიგიური დღესასწაულების, გამარჯვებული გენერლების დიდებული ტრიუმფების და ბაზილიკებში ყოველდღიურად შეკრებილი ხალხის ადგილი, სადაც საუბრობდნენ, კამათელს აგორებდნენ, ბიზნესს აწარმოებდნენ ან სამართლიანობას ეძებდნენ. ქუჩის გასწვრივ ბევრი მეძავიც იდგა, პოტენციური კლიენტების ძებნაში. ავგუსტუსის მმართველობიდან, ვია-საკრა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აპოთეოზის ცერემონიაში, რომლის მეშვეობითაც გარდაცვლილი რომაელი იმპერატორები ოფიციალურად გაღმერთდებოდნენ. იმპერატორის სხეული, დაფარული ცვილის სიკვდილის ნიღბით, გადაჰქონდათ სარეცელზე პალატინის ბორცვიდან ვია-საკრას გავლით ფორუმამდე, სადაც იმართებოდა სამგლოვიარო გამოსვლები, სანამ რაინდებისა და სენატორების პროცესია განაგრძობდა გზას მარსის ველისაკენ.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Harry Thurston Peck. Harpers Dictionary of Classical Antiquities. perseus.tufts.edu. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Via_Sacra&oldid=4790795“-დან