Veni, vidi, vici

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

Veni, vidi, vici (ლათინურიდან: „მივედი, ვნახე, გავიმარჯვე“) — ლათინური ფრთიანი გამოთქმა, რომელიც აპიანეს თანახმად[1] ეკუთვნის იულიუს კეისარს, რომელმაც აღნიშნული სიტყვები გამოიყენა რომის სენატში ძვ. წ. 47 წელს, მას შემდეგ რაც გაიმარჯვა ფარნაკე II-ის წინააღმდეგ გამართულ ზელასთან ბრძოლაში[2]. ფრაზა გამოიყენა სწრაფი გამარჯვების აღსანიშნავად.

აღნიშნულ სიტყვებზე საუბრობს პლუტარქე თავის „პარალელურ ბიოგრაფიებში“ და გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი „თორმეტი კეისრის ცხოვრებაში“. პლუტარქე წერს, რომ ეს სიტყვები კეისარმა გამოიყენა ერთ-ერთ წერილში, რომელიც თავის მეგობარ ამანციუსს მისწერა რომში[3]. სვეტონიუსის მიხედვით კი კეისარმა ეს სამი სიტყვა წარწერის სახით ამოკვეთა პონტოში ტრიუმფის დროს[4].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ando, Clifford (2000) Imperial Ideology and Provincial Loyalty in the Roman Empire.. Berkeley: University of California Press, გვ. 389. ISBN 9780520923720. ციტირების თარიღი: 7 January 2016. 
  2. HISTORY OF JULIUS CAESAR. historyworld.net.
  3. პლუტარქე, Life of Caesar from penelope.uchicago.edu
  4. გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება: Julius from penelope.uchicago.edu