Van Buren

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Van Buren
Van Buren Logo.gif
პროექტის ლოგო
დეველოპერ(ებ)ი Black Isle Studios
გამომცემელი Interplay Entertainment
სერია Fallout
ძრავა Fallout engine
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows
ჟანრ(ებ)ი როლური თამაში
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი ვიდეო თამაში
დიზაინერ(ებ)ი

Van Buren — გაუქმებული როლური ვიდეო თამაში, რომელსაც, შემდგომში უნდა მიეღო სახელწოდება „Fallout 3“. თამაშზე მუშაობდა სტუდია Black Isle Studios, ხოლო გამოცემაზე პასუხისმგებელი იყო მისი მშობელი კომპანია Interplay Entertainment. ის დაანონსდა 2001 წელს, ხოლო მასზე მუშაობა შეწყდა 2003 წელს. ვან-ბურენს უნდა გაეგრძელებია Fallout-ის სერია, მაგრამ ის არ მოიაზრებოდა „Fallout 2“-ის გაგრძელებად. ოფიციალურ „Fallout 3“-ს არ ააქვს რაიმე შეხება პროექტ Van Buren-თან, ვინაიდან ის შეიმუშავა კომპანია Bethesda Game Studios-მა, მას შემდეგ, რაც Bethesda Softworks-მა Interplay-სგან შეისყიდა უფლებები ფრენჩაისზე და გამოსცა 2008 წლის 28 ოქტომბერს.[1]

მოგვიანებით Black Isle-ის რამდენიმე თანამშრომელი გადავიდა Obsidian Entertainment-ში და ამიტომაც, Van Buren-ის თემები, ფრაქციები და პერსონაჟები გამოყენებული იქნა „Fallout: New Vegas“-ში, რომელიც გამოვიდა 2010 წელს.[2]

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროექტის შესახებ პირველად გაჟღერდა Black Isle Studios-ის ფორუმზე 2001 წელს. თმაშის გამოშვება დაგეგმილი იყო 2003 წელს. შეიქმნა ტექნოლოგიური დემო ვერსია, სკრინშოტები და განთავსდა ოფიციალურ საიტზე. სტუდია, ასევე გეგმადა როლური სისტემის, SPECIAL-ის მოდიფიცირებას, მასში ახლი მახასიათებლების და პერკების დამატებას.

2003 წელს სტუდია Black Isle Studios დაიკეტა და Interplay Entertainment-მა განაცხადა გაკოტრების შესახებ. პროექტი Van Buren დაიხურა, ხოლო გულშემატკვრებმა აქტიურად დაიწყეს ამ თემის განხილვა ფორუმებზე. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ თამაშში იგეგმებოდა ავტომობილებისა და ჯავშანტექნიკის გამოყენება. ფანატებმა მოიძიეს დოკუმენტი, რომელიც აღწერდა სათამაშო ლოკაციებს, პერსონაჟებსა და კუესტებს.

2007 წლის 3 მაისს ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო რგოლი თამაშის ალფა ვერსიის შესახებ,[3] სადაც ნაჩვენები იყო გეიმპლეი და ტექნოლოგიური დემო .[4].

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხედი ქალაქზე

მიუხედავად იმისა, რომ ვან-ბურენის სრული სიუჟეტი არასდროს გაახმაურებულა, გაუქმებამდე რამდენიმე დეტალმა მაინც გაჟონა. თამაშის მთავარი გმირი უნდა გამხდარიყო ომამდელი ტიბეტსის ციხის, პატიმარი, რომლის სახელს და ბიოგრაფიასაც თავად მოთამაშე ირჩევდა. პერსონაჟი შესაძლოა ყოფილიყო, როგორც უდანაშაულო, ასევე ნამდვილი დამნაშავე. თამაშის სიუჟეტი ამგვარად ვითარდებოდა; ციხეს უტევს გაურკვევლი შეიარაღებული დაჯგუფება, აფეთქების შედეგად საკნის კარები ინგრევა და მთავარ გმირს ეძლევა გაქცევის შანსი. იგი ტოვებს ციხეს და მიემგზავრება უდაბნოში, რათა მოიძიოს მისთვის თავშესაფარი. მოგზაურობისას პროტაგონისტი თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიც არიან ფოლადის საძმო და ახალი კალიფორნიის რესპუბლიკა, რომელთაც ერთმანეთში გამართული აქვთ სამკვდრო-სასიცოცხლო ომი.

ოფიციალური „Fallout 3“ არ მოიცავს გაუქმებული პროექტის სიუჟეტს, თუმაცა აველონმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ვან-ბურენის სხვადასხვა ასპექტები აისახა „Fallout: New Vegas“-ში. კერძოდ, მასში ნახსენებია ახალი კალიფორნიისა და ფოლადის საძმოს ბრძოლა, კომპანიონი ვან ბურენიდან (ჯოშუა გრეჰემი) და ასევე ცეზარის ლეგიონი. გაუქმებული პროექტის კოდური სახელი დაფუძნებულია აშშ-ის პრეზიდენტის, მარტინ ვან ბურენის სახელზე.[5] ერთდერთი ადგილმდებარეობა, რომელიც გადმოღებული იქნა ვან ბურენიდან ეს იყო ჰუვერის დამბა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Van_Buren&oldid=3373132“-დან