Usucapio
იერსახე
Usucapio, ხანდაზმულობა — ბუნებითი სამართლით საკუთრების უფლების წარმოშობის ერთ-ერთი გზა რომის სამართალში. ხანდაზმულობა გულისხმობდა იმას, რომ უკანონო, მაგრამ კეთილსინდისიერი მფლობელი, შეიძლება გამხდარიყო ნივთის მესაკუთრე, თუ უწინდელი მესაკუთრე განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენდა სარჩელს მისი ნივთის უკანონო მფლობელისაგან გამოთხოვის თაობაზე. მფლობელობითი ხანდაზმულობით ნივთზე მესაკუთრეობის მოპოვებისთვის აუცილებელი იყო, რომ სახეზე ყოფილიყო განუწყვეტელი კეთილსინდისიერი ფლობა გარკვეული დროის განმავლობაში. ხანდაზმულობა არ ეხებოდა მიტაცებულ ნივთებს, შესაბამისად მიტაცებული ნივთი მიმტაცებლის საკუთრება ვერასდროს გახდებოდა. დროთა განმავლობაში ხანდაზმულობის ვადა იცვლებოდა, იგი განსხვავებული იყო მოძრავი და უძრავი ქონებისთვის. [1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბოსტოღნაშვილი დავით, სურგულაძე ნუგზარ, რომის სამართლის საფუძვლები, „მერიდიანი“, 2024. — გვ. 90-91. 173 გვ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სურგულაძე ნუგზარ, რომის სამართლის ძეგლები, იუსტინიანეს ინსტიტუციები, „მერიდიანი“, 2002. — გვ. 70-71, ISBN 99928-32-63-0.