მომხმარებელი:Givicheishvili
ვაზიანში რეაქტიული საარტილერიო დანადგარის გამოცდას საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. პრეზიდენტის განცხადებით ქვეყნისთვის საკუთარი სამხედრო ტექნიკის წარმოება არამხოლოდ უსაფრთხოების კუთხით, არამედ ეკონომიკურადაც მომგებიანია, რადგანაც ადგილობრივი წარმოება ქვეყანას 4-ჯერ უფრო იაფი უჯდება. მიხეილ სააკაშვილის თქმით ქართველი ინჟინრების მიერ გაცილებით მაღალი ხარისხის მოდელების დამზადება მოხდება, ვიდრე უცხოეთში ნაყიდი სამხედრო ტექნიკაა. სააკაშვილის თქმით უახლოეს პერიოდში საქართველოშივე დაიწყება საარტილერიო სისტემის რაკეტების და ჭურვების დამზადება. პრეზიდენტი დღესვე საარტილერიო სისტემის მიერ მიზნის განადგურების პროცესს დააკვირდა. პირველად ქართული საარტილერიო დანადგარის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გუშინ , სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა: “ვის წარმოედგინა, რომ საქართველოს შეუძლია საბრძოლო, მუხლუხოიანი მანქანის შექმნა ქართული სქემებით, ქართველი ინჟინრებით. ვინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო თვითონ ააწყობდა არტილერიას. ვეხვეწებოდით ვიღაცეებს, რომ მოეცათ არტილერია, ხან დაგვადებდნენ ემბარგოს, ხან არა. უკეთესის კეთება დავიწყეთ, ვიდრე ისრაელს აქვს. ახლა გაიგებენ ისინი და დაინტერესდებიან“. 122 მილიმეტრიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა შეჯავშნული კაბინით გამოირჩევა. მისი ეკიპაჟის გათვლა ხუთი ჯარისკაცითაა დაკომპლექტებული. დემონსტრირებული ვერსია გათვლილია „გრადის“ ტიპის რეაქტიული ჭურვების გამოყენებაზე. სააკაშვილის მიერ ნახსენები ებრაული საარტილერიო დანადგარი კი „გრადლარია“, რომელმაც 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს დიდი ზარალი მიაყენა რუსულ საოკუპაციოა ჯარებს. სწორედ „გრადლარების“ მიერ გახსნილი ცეცხლი აკავაბდა რუსულ ჯარს როკის გვირაბთან. ასევე აღსანიშნავია, რომ რუსული არტილერია უკეთესი პოზიციების მიუხედავად ჩვენ არტილერიას საპასუხო ცეცხლით ვერ წვდებოდა. „გრდადლარზე“ მონტაჟდება, როგორც „გრადის“ მიმმართველი პაკეტი (122 მმ-იანი 40 ჭურვი) ასევე „გრადლარის“(LAR-160) სხვადასხვა დანიშნულების ერთჯერადი პაკეტები (160 მმ-იანი 26 ჭურვი). „გრადლარი“ 2-ჯერ უფრო შორს ისვრი ს(45 კმ) ჭურვებს ვიდრე რუსული “გრადი” (21 კმ). აქვს თუ არა ქართულსაარტილერიო დანადგარს LAR-160 ტიპის ჭურვების სროლის უნარი ჯერჯერობით უცნობია. ისევე როგორც უცნობია ამ დანადგარის სახელი. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო ბატარეების, გამაგრებული ობიექტების, საკომანდო პუნქტების და საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად. საბრძოლო მანქანას ცეცხლის წარმოება, პოზიციის წინასწარი მომზადების გარეშე და გათვლის კაბინიდან გადმოუსვლელად შეუძლია, რაც ზალპის განსახორციელებლად საჭირო დროს მინიმუმამდე ამცირებს. მანქანას გააჩნია დაჯავშნული კაბინა, რომელიც მასში მყოფ ხუთკაციან გათვლის დაცვას, ტყვიებისა და ნამსხვრევებისგან უზრუნველყოფს. მიმმართველების რაოდენობა – 40-დან 80 ერთეულამდე, რეაქტიული ჭურვის კალიბრი – 122 მმ, მიმმართველებიანი პაკეტის ამაღლების კუთხე – მინიმალური – 0 გრადუსი, მაქსიმალური – 60 გრადუსი, ჰორიზონტალური დამიზნების კუთხე – შასიდან მარჯვნივ – 80 გრადუსი, შასიდან მარცხნივ – 120 გრადუსი. სრული ზალპის ხანგრძლივობა 20 წმ. სროლის სიშორე რაკეტის ტიპიდან გამომდინარე – მინიმალური – 1000 მ, მაქსიმალური - 40 000 მ. მანქანის გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე – 80 კმ/სთ. სვლის მარაგი-500 კმ. გათვლა -5 კაცი. ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემის შექმნისას მისმა ავტორებმა საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება გაითვალისწინეს. ის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მყოფ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის “დელტას” ბაზაზე შეიქმნა. შეგახსენებთ, რომ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის “დელტას” ეს უკვე მესამე პროდუქტია.