UTC+08:30

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

UTC+08:30 — სასაათო სარტყელი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გამოიყენება ჩრდილოეთ კორეაში 2015 წლის 15 აგვისტოდან[1].

მთელი წლის განმავლობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 15 აგვისტოს ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის იაპონიისგან განთავისუფლების 70-ე წლისთავზე დაიბრუნა «ფხენიანის დრო». 1910 წელს კორეის ანექსიის შემდეგ იაპონელებმა აქ შემოიღეს «ტოკიოს დრო» და მას შემდეგ კორეის ნახევარკუნძული მთელ იაპონიასთან ერთად იმყოფებოდა ერთ სასაათო სარტყელში. ჩრდილოეთ კორეამ გადაწყვიტა დაებრუნებინა დრო, რომელიც იყო კორეაში იაპონელების მოსვლამდე ნახევარი საათის სხვაობით[2].

UTC+08:30-ის დაახლოებით შესაბამისი დრო გამოიყენებოდა ბლაგოვეშჩენსკში რუსეთში სასაათო სარტყელის სისტემის შემოღებამდე.

1912 წლიდან 1949 წლამდე ეს სასაათო სარტყელი, სახელად «ჩანბაის სასაათო სარტყელი» (ჩინ.: 長白時區), ასევე გამოიყენებოდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში. 1954 წლიდან 1964 წლის ჩათვლით სტანდარტული დროის სახით გამოიყენებოდა სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე, მაგრამ 1964 წელს უკან გადაიწია, რათა ის დამთხვეულიყო კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთში განლაგებულ აშშ-ის შეიარაღებული ძალების დროს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=UTC%2B08:30&oldid=3373365“-დან