USS Mount Whitney (LCC-20)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
USS Mount Whitney
USS Mount Whitney;10012001.jpg
ძირითადი ინფორმაცია
ტიპი ბლუ-რიჯის კლასის საკომანდო ხომალდი
სახელმწიფო დროშა აშშ-ის დროშა აშშ
კუთვნილება ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალები
ნავსადგური Newport News Shipbuilding & Drydock Company
მშენებლობა დაიწყო 8 იანვარი, 1969
წყალში ჩაეშვა 8 იანვარი, 1970
ექსპლუატაციაში შევიდა - დღემდე
პარამეტრები
წყალწვა 18400 ტ
სიგრძე 189 მ
სიგანე 33 მ
დაძირვა 906,78 სმ
ტექნიკური მაჩვენებლები
სიჩქარე 23 კვანძი (43 კმ/სთ)
ეკიპაჟი 930
შეიარაღება
არტილერია ორი 25 მმ-იანი M242 ზარბაზანი; ოთხი 50 კალ. თოფი-მექანიზმი
სარაკეტო შეიარაღება Mark 36 SRBOC რაკეტები
საზენიტო შეიარაღება ერთი ვერტმფრენი — Sikorsky SH-60 Sea Hawk; ორი Phalanx CIWS

USS Mount Whitney (LCC/JCC 20)აშშ-ის ფლოტის ამფიბიური კლასის სამხედრო გემი; მეექვსე ფლოტის საფლანგო ხომალდი. ამავე დროს ის ნატოს ქვედანაყოფ Joint Command Lisbon-ისა და ნატოს სარდლობის განკარგულებებს ასრულებს. წარსულში, ოთხი წლის მანძილზე იგი მსახურობდა როგორც COMSTRIKFLTLANT მეორე ფლოტში.

1969 წლის 1 იანვარს კლასიფიცირდა როგორც LCC-20, 8 იანვარს კი გადასაწყობად გადაეცა ვირჯინიის გემთმშენებელ Newport News Shipbuilding-ს.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გემს სახელი ეწოდა კალიფორნიაში მდებარე სიერა-ნევადის მასივის უიტნის მთისგან. უიტნის მთა აშშ-ის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალია და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 4 421 მეტრს შეადგენს.[1]

შესაძლებლობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხომალდის ემბლემა

კონტროლის, კომუნიკაციების, კომპიუტერების, სადაზვერვო მოწყობილობების (C4I) თვალსაზრისით, Mount Whitney ერთ-ერთი საუკეთესო გემია.

გემს შეუძლია გადასცეს და მიიღოს საიდუმლო ინფორმაციების დიდი მოცულობა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან, რისთვისაც იყენებს HF, UHF, VHF და SHF (სატელიტური კომუნიკაციები) საკომუნიკაციო არხებს.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს Mount Whitney ჰუმანიტარული მისიით შავ ზღვაში გაიგზავნა, რის შემდეგაც ის ნატოს პირველი გემი გახდა, რომელის საქართველოში, ფოთის პორტში შევიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "NGS data sheet. U.S. National Geodetic Survey. http://www.ngs.noaa.gov/cgi-bin/ds_mark.prl?PidBox=GT1811. Retrieved 2011-02-28"