Two of Us (ბითლზის სიმღერა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Two of Us“
სიმღერა - ბითლზი, ალბომიდან Let It Be
გამოსვლის თარიღი 8 მაისი, 1970
ჩაიწერა 31 იანვარი, 1969, ეპლის სტუდია
ჟანრი ფოლკ როკი, ბალადა
ენა ინგლისური
ხანგრძლივობა 3:33
ხმისჩამწერი ლეიბლი Apple, EMI
ავტორი ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი
პროდიუსერი ფილ სპექტორი
Let It Be სიმღერები

Two of Us — ჯგუფ ბითლზის 1970 წლის სიმღერა, შეტანილი ალბომში Let It Be[1][2]. სიმღერის ავტორია პოლ მაკ-კარტნი, თუმცა ჯონ ლენონი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ ის მას ეკუთვნის. ლენონის ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს მხოლოდ ის ფაქტი, რომ Two of Us, ისევე როგორც ბითლზის ბევრი სხვა სიმღერა, მისი და პოლის შემოქმედებითი დუეტის მიერ იქნა დაწერილი.

თემატურად კომპოზიცია ეხება პოლის იმ დროისათვის ჯერ კიდევ მომავალ მეუღლეს, ლინდა ისტმენს, მაგრამ ტექსტი აჩენს ასოციაციებს ლენონთან ურთიერთობასთან.

კომპოზიცია[რედაქტირება]

თავდაპირველად ეს იყო საკმაოდ მძიმე სტილის სიმღერა. ფილმში დაე ასე იყოს ეს კარგად ჩანს. ჯგუფმა რამდენჯერმა შეცვალა შესრულების სტილი და საბოლოოდ უარი თქვა ელექტროგიტარაზე, დატოვა რა აკუსტიკური გიტარის სოლოები. სიმღერა ასევე შესრულდა კომპანიის Apple Corps სახურავზე, 1969 წლის 31 იანვარს.

შესავალი[რედაქტირება]

სიმღერის დასაწყისში გაისმის ლენონის ყვირილი

"'I Dig a Pygmy, by Charles Hawtrey and the Deaf Aids... Phase One, in which Doris gets her oats!"

. ეს ყვირილი გამოყენებული იქნა, როდესაც ალბომს ფილ სპექტორი ამონტაჟებდა. ფრაზა ასევე ჟღერს ფილმშიც. "The deaf aids" ეწოდებოდა ბითლზის სტუდიურ გამაძლიერებლებს.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. MacDonald, 2003, გვ. 335
  2. Lennon-McCartney: Who Wrote What?. Beatlefan.Net. წაკითხვის თარიღი: 2011-08-14.