შავი შაშვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Turdus merula)
შავი შაშვი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Turdus merula Linnaeus, 1758
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 103888106
გავრცელება

შავი შაშვი (ლათ. Turdus merula) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალობა

ზრდასრული ფრინველის სხეულის სიგრძეა 26 სმ, წონა — 80-125 . მამრები შეფერილნი არიან მუქი შავი ბუმბულით, ნისკარტი და თვალის გარშემო მდებარე რგოლი ოქროსფერია. მდედრები და მოზარდები მურა ფერისები არიან, კუდი მუქი აქვთ, კისერი და მუცელი ღია. შავი შაშვი სასიამოვნოდ მგალობელი ფრინველია. მისი ოსტატური, მაგრამ მეტწილად ნაღვლიანი სტვენა ადამიანზე დამამშვიდებლად მოქმედებს.

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შავი შაშვი ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ფრინველია მსოფლიოში. ბინადრობს მთელ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში (მაროკო, ალჟირი, ტუნისი), კავკასიაში, მცირე და შუა აზიაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, ძირითადად ტყეებში, სახლობენ ადამიანებთან ახლოსაც.

საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ფართოდაა გავრცელებული კავკასიური შავი შაშვი.

გამოზამთრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი მკვიდრი ბინადარია. მიგრაცია არ ახასიათებს.

გამრავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლის განმავლობაში ის ერთხელ, ხან ორჯერ ბუდობს. ოდნავ ჩაღრმავებულ ბუდეში 4-7 კვერცხს დებს, ბარტყების გამოჩეკას 15 დღე-ღამე უნდება.

კვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შავი შაშვი მშიშარა, უხეიროდ მფრინავი ფრთოსანია, ღია ადგილებს თავს არიდებს და დროს მეტწილად ბუჩქნარებში საკვების — ჭიაყელების, ლოკოკინების, მწერების და კენკრის ძებნას ანდომებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. აბულაძე, ნ. ღამბარაშვილი, ვ. ბურჯანაძე, შ. ჩახანაშვილი, პ. ჟორდანია, ნ. ლომსაძე, ლ. გუნიავა, დ. ახრახაძე, გ. ზახაროვი,, მონადირის ცნობარი, თბ., 1969. — 35 გვ.
  • Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е. Птицы. Энциклопедия природы России (под общей ред. В. Е. Флинта). Изд. 2-е, дополненное и переработанное. — М.: 1998. — 432 с.; 56 цв. илл.
  • Рябицев В. К. Птицы Урала, Приуралья и Западной Сибири. Екатеринбург: Изд-во Урал. Ун-та. 2008. — 634 с.
  • Степанян Л. С. Конспект орнитологической фауны России и сопредельных территорий М.: Академкнига, 2003, 808 с.
  • Коблик Е. А. Разнообразие птиц (по материалам экспозиции Зоологического музея МГУ), ч. 4. М.: изд-во МГУ. 2001. 384 с.