ჭრელი ჭოვილო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Tringa melanoleuca)
ჭრელი ჭოვილო

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Tringa melanoleuca (Gmelin, 1789)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22693231

ჭრელი ჭოვილო (ლათ. Tringa melanoleuca) — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 36 სმ. სხეულის ზედა მხარე შეფერილია ლაქებიან რუხ-ყავისფრად, ხოლო ქვედა — ბევრად ღიად. შეწყვილების პერიოდში მეტად მკაფიო მოხატულობა ახასიათებს: მუქი ლაქები ზურგზე, ქვედა მხარეც ლაქებიანია. გრძელი და ვიწრო ნისკარტი ფერად რუხია, წვრილი ფეხები კი — ნარინჯისფერი ან ყვითელი. გავრცელებულია ტაიგის ზონაში, ალასკიდან და ბრიტანეთის კოლუმბიიდან ლაბრადორამდე, ნიუფაუნდლენდამდე და ახალ შოტლანდიამდე. ბუდობს ტუნდრაში, ჭაობიან ადგილებში აბ წიწვოვან ტყეებში, როგორც წესი მცირე ტბებისა და ტბორების სიახლოვეს. ზამთარში გადაფრენა ახასიათებს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ზოგჯერ შეინიშნება ჩრდილოეთ ევროპაში. ჩვეულებრივ გვხვდება მარტოხელა ფრინველის სახით, გამონაკლისია გადაფრენის პერიოდი, რა დროსაც ისინი ქმნიან მსხვილ გუნდებს. იკვებება უხერხემლოებით, მცირე ზომის თევზებითა და ქვეწარმავლებით, აგრეთვე მცენარეული საკვებით, მათ შორის კენკრით. სანაპირო რეგიონებში ნისკარტის საშუალებით ქვიშასა და შლამში ეძებს ნადავლს. ბუდეს ხეების და ბუჩქების ქვეშ აკეთებს, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ორმოს. დედალი დებს 3–4 კვერცხს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]