შინაარსზე გადასვლა

ზოლებიანი ტრიქოლომა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Tricholoma virgatum)
ზოლებიანი ტრიქოლომა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ტრიქოლომასებრნი
გვარი:  ტრიქოლომა
სახეობა:  ზოლებიანი ტრიქოლომა
ლათინური სახელი
Tricholoma virgatum (Fr.) P.Kumm., 1871

ზოლებიანი ტრიქოლომა (ლათ. Tricholoma virgatum) — ტრიქოლომას გვარის სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა.

შხამიანი სოკოა. იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას, ღებინებასა და გულისრევას. გამოუცდელ მესოკოვეს იგი შესაძლოა ადვილად აერიოს საჭმელად ვარგის შავჩოხასა და რუხ ტრიქოლომაში.[1] იზრდება წიწვოვან, იშვიათად ფოთლოვან ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე. გავრცელებულია ევროპა, აზია, ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში.

სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1818 წელს როგორც Agaricus virgatus.[2] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიიღო გერმანელი მიკოლოგ პაულ კუმერისგან 1871 წელს.[3]

ქუდის დიამეტრი — 3—5 სმ, კონუსურ-ზარისებრი, შემდეგ — ამოზნექილი ან ბრტყლად ამოზნექილი, ცენტრში წაწვეტებული ბორცვაკით, ბოჭკოვანი, მბზინავი, მუქი-ნაცრისფერი შეფერილობის.

რბილობი თეთრი ფერისაა, მკვრივი, განსაკუთრებული სუნის გარეშე, ცხარე გემოთი.[4]

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები შეზრდილი, თეთრი ან მონაცრისფრო, ასაკთან ერთად იფარება მოყვითალო ლაქებით. კიდეები — არათანაბარი.

ფეხის სიგრძე — 5—15 სმ, სისქე — 0,8-1,5 სმ, ცილინდრული ან ძირში გაგანიერებული, თეთრი, ზოგჯერ ძირისკენ მოვარდისფრო ან მოყვითალო.

სპორების ფხვნილი თეთრი ფერისაა. სპორები — 6,5-8×5-6 მკმ, განიერელიფსისებრი.

შხამიანი სოკოა. ახასიათებს ცხარე გემო.[5] შეიცავს ინდოლურ ალკალოიდს (მათ შორის, მასში ახლად იდენტიფიცირებულებს): 2,4-დიმეთილ-ინდოლს, 4-(ჰიდროქსიმეთილ)-2-მეთილინდოლს და 4-(მეთოქსიმეთილ)-2-მეთილინდოლს),[6][7] რომელიც იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას, ღებინებასა და გულისრევას.[8] სიმპტომები სოკოს მიღებიდან 1/2–3 საათში ვლინდება. მოწამვლა უფრო მსუბუქია, ვიდრე Tricholoma pardinum-ის შემთხვევაში.[9] სავარაუდოდ, სოკო გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებიც მწერებს (ბუზებს) აძინებს.

გავრცელება და ეკოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზრდება წიწვიან, იშვიათად ფოთლოვან ტყეებში. ერთეულებად ან ჯგუფებად. მიკორიზას ქმნის ფიჭვთან. უპირატესობას ანიჭებს მომჟავო ნიადაგს.

გავრცელებულია ევროპა, აზია, ავსტრალიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.[10]

სეზონიზაფხულიდან შემოდგომამდე.

  • Agaricus virgatus Fr. (1818)
  • Agaricus fumosus subsp. virgatus (Fr.) Pers. (1828)
  • Gyrophila virgata (Fr.) Quél. (1886)
  • Agaricus virgatus var. curtipes Cout. (1934)
  • Tricholoma virgatum f. roseipes Bon (1974)
  • Tricholoma virgatum var. vinaceum Ovrebo & Tylutki (1975)
  • Tricholoma virgatum var. fulvoumbonatum Sesli, Contu & Vizzini (2015)
  • Noordeloos, M.E.; Christensen, M.P. (1999). Flora agaricina Neerlandica, გვ. 137—138. ISBN 90-5410-493-7. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ჯორჯაძე ია, საქართველოს სოკოები : საველე გზამკვლევი, თბ.: CENN, 2022.  გვ. 320, ISBN 978-9941-8-4547-5.
  2. Fries EM. (1818). Observationes Mycologicae (Latin), გვ. 113. 
  3. Kummer P. (1871). „Der Führer in die Pilzkunde“ (German) (1 ed.): 134. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  4. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006.  გვ. 103, ISBN 99940-856-1-1.
  5. Phillips R. Tricholoma virgatum. Rogers Plants. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-02. ციტირების თარიღი: 2011-11-30.
  6. Adrian P. Dobbs: Total Synthesis of Indoles from Tricholoma Species via Bartoli/Heteroaryl Radical Methodologies. In: The Journal of Organic Chemistry. Band 66, Nr. 2, 2001, S. 638–641, doi:10.1021/jo0057396
  7. Luigi Garlaschelli, Zijie Pang, Olov Sterner, Giovanni Vidari: New Indole Derivatives from the Fruit Bodies of Tricholoma sciodes and T. virgatum. In: Tetrahedron. Band 50, Nr. 11, 1994, S. 3571–3574, doi:10.1016/S0040-4020(01)87033-2
  8. Luigi Garlaschelli et al.: „New Indole Derivatives from the Fruit Bodies of Tricholoma sciodes and T. virgatum”, în: „Tetrahedron”, vol. Band 50, nr. 11, 1994, p. 3571-3574
  9. Ewald Gerhardt: Grzyby – wielki ilustrowany przewodnik. s. 92. ISBN 83-7404-513-2.
  10. MushroomExpert en. ციტირების თარიღი: 2014-02-03.