კუდბაწარასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Trichiuridae)
კუდბაწარასებრნი
Trichiurus lepturus
ჩვეულებრივი კუდბაწარა (Trichiurus lepturus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Trichiuridae

კუდბაწარასებრნი (ლათ. Trichiuridae), თევზების ოჯახი ქორჭილასნაირთა რიგისა. სხეული ხმლისებრია, ძლიერ წაგრძელებული, მოვერცხლისფრო. სხეულის უკანა ნაწილი გაწვრილებული და ძაფისებრია. აქვს დიდი პირი, მსხვილი კბილები. შეიცავს 9-10 გვარის 20 სახეობას. გავრცელებულია თბილ და ზომიერ ზღვებში. კუდბაწარასებრნი იკვებებიან თევზებით. ევროპისა და ამერიკის სანაპირო ადგილებში ბინადრობს ჩვეულებრივი კუდბაწარა (Trichiurus lepturus). აზიის სანაპიროებში და ვლადივოსტოკთან (შემოდგომაზე) გავრცელებულია ხმალთევზა (Trichiurus japonicus), რომელიც რეწვის ობიექტია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დემეტრაშვილი მ., ქსე, ტ. 6, გვ. 55, თბ., 1983