Top Eleven Football Manager

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Top Eleven
დეველოპერ(ებ)ი Nordeus
პლატფორმ(ებ)ი Adobe Flash
iOS
Android
გამოსვლის თარიღი Facebook (9 მაისი, 2010)
Android (20 ოქტომბერი, 2011)
iOS (23 ოქტომბერი, 2011)
ოდნოკლასნიკი[1] (8 მაისი, 2012)
ჟანრ(ებ)ი როლური თამაში
სიმულატორი
მედია ინტერნეტ-ბრაუზერი
საიტი topeleven.com

Top Eleven Football Manager — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ონლაინ საფეხბურთო მენეჯერი. NORDEUS-ის პროდუქტი. რეგისტრირებულ მოთამაშეთა რაოდენობა აღწევს 10 000 000-ს. თამაში გაშვებულია 34 ენაზე, მათ შორის ქართულადაც. საფეხბურთო მენეჯერის სათამაშოდ აუცილებელია Facebook-ის ანგარიშის ქონა, თამაში შესაძლებელია ოფიციალურ საიტზე, facebook აპლიკაციით. თამაში ასევე ხელმისაწვდომია Android-ისა[2] და iOS-ის[3] ოპერაციული სისტემებზე.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაში დაყოფილია სეზონებად. თითო სეზონი გრძელდება 28 დღის განმავლობაში, რომლის დროსაც მოთამაშეს 3 სახის ტურნირზე შეუძლია მონაწილეობა: საფეხბურთო ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და საფეხბურთო თასი; თასსა და ლიგაზე ყველა გუნდი იღებს მონაწილეობას, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ საჭიროა წინა სეზონის ლიგაში საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა. ყოველი სეზონის შემდეგ, ლიგის რეიტინგის პირველი 7 გუნდის მენეჯერი გადადის ახალ დონეზე, ხოლოდ დანარჩენი 7 გუნდის მენეჯერი იგივე დონეზე რჩება. ამჟამადად არის სულ 50 დონე, თუმცა ჯერ ამ დონემდე არავის მიუღწევია.

ძირითადი მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთამაშეს შეუძლია:

  • თავისი გუნდი შექმნა;
  • საფეხბურთო სტადიონისა და დამხმარე ნაგებობების აშენება;
  • ახალგაზრდული აკადემიის შექმნა;
  • ტურნირებში მონაწილეობის მიღება;
  • საკუთარი გუნდის მოთამაშეების ინდივიდუალური ვარჯიშის დაგეგმვა;
  • საკუთარი გუნდის შემადგენლობისა და ფინანსების მართვა.
  • საკუთარი გუნდის ფეხბურთელების LIVE შეთავაზებების რეჟიმში გაყიდვა და ამავე რეჟიმში ახალი მოთამაშეების ყიდვა;
  • გუნდის განლაგების დაყენება, მოთამაშეთა გაწვრთნა, პერსონალური ვარჯიში და მათთვის სპეციალური საფეხბურთო შესაძლებლობების სწავლება;
  • მატჩების ცქერა, ონლაინ რეჟიმში ცვლილებების განხორციელება და სხვადასხვა დავალებებათა განკარგვა.
  • Facebook მეგობართა გუნდების თამაშისთვის თვალის მიდევნება და მათთან ამხანაგური მატჩების გამართვა.
  • გუნდის სპონსორის არჩევა;
  • სიახლეების მიღება შემადგენლობის, სპონსორებისსა და მეგობარ გუნდების შესახებ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Top Eleven Now Available on Odnoklassniki!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 13 August 2013.
  2. Beres, Ivan (20 October 2011). „Nordeus' Top Eleven gives its 1,000,000 daily active players an Android app – iOS to follow soon!“. ციტირების თარიღი: 13 August 2013.
  3. Webster, Andrew (23 November 2011). „Soccer management game Top Eleven slides on to iOS“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 13 August 2013.