Times of Malta
„მალტის დროება“ | |
---|---|
![]() ჟურნალის ლოგო | |
ტიპი: | ყოველდღიური გაზეთი |
ფორმატი: | კომპაქტური |
მფლობელ(ებ)ი: | Allied Newspapers Limited |
რედაქტორი: |
|
დაარსდა: | 1935 |
პოლიტიკური ერთგულება: | ლიბერალური კონსერვატიზმი[1] |
ენა: | ინგლისური |
სათავო ოფისი: | Times of Malta, Triq l-Intornjatur, Mriehel |
საიტი: | timesofmalta.com |
Times of Malta - ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი მალტაში. დაარსდა 1935 წელს ლორდ და ლედი სტრიკლენდის, ასევე მათი ქალიშვილის მებელ სტრიკლენდის მიერ. Times of Malta არის მალტაში დღემდე მოქმედი უძველესი ყოველდღიური გაზეთი და მას აქვს ყველაზე ფართო ტირაჟი ქვეყანაში.[2] გაზეთს გამოსცემს კომპანია Allied Newspapers Limited, რომელიც ეკუთვნის Strickland Foundation-ს — ქველმოქმედ ორგანიზაციას, რომელიც მეიბელ სტრიკლენდმა 1979 წელს დააარსა, რათა კომპანიის საკონტროლო წილი დაეფუძნებინა ფონდის მფლობელობაში.[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალტის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული გამომცემლობა Allied Newspapers Limited-თან, რომლის ფესვები 1920-იან წლებში იწყება, როდესაც მალტაში პირველად განვითარდა პროფესიული ჟურნალისტიკა და ბეჭდვის ინდუსტრია. ყველაფერი დაიწყო ლორდ ჯერალდ სტრიკლენდის მიერ მალტური ენის პირველი საღამოს გაზეთის — 'Il-Progress' — გამოცემით. ეს იყო ოთხგვერდიანი ყოველდღიური გამოცემა საკუთარი ბეჭდვითი ოფისით, მდებარე სტრადა რეალე №10A-ში, ვალეტაში. სახელი Progress დღესაც გამოიყენება მისი კომერციული პარტნიორის — Progress Press Company Limited-ის — სახელში, რომელიც 1946 წელს დაარსდა.[4]
1922 წლის 3 თებერვალს მალტაში შემოიღეს ბილინგვური ჟურნალისტიკა — მალტურ და ინგლისურ ენებზე. ამ დღეს გაზეთს Il-Progress ინგლისურენოვანი დანართიც დაემატა. Times of Malta და Il-Progress იბეჭდებოდა 1929 წლის 1 მარტამდე. შემდეგ ინგლისური დანართი გადაიქცა The Times of Malta Weekly-დ, რაც დღევანდელი The Sunday Times of Malta-ს წინამორბედია. მალტურენოვანმა გამოცემამ სახელი ჯერ Ix-Xemx დაირქვა, მოგვიანებით Id-Dehen, ბოლოს კი Il-Berqa — რომლის პირველი ნომერი 1932 წლის 29 იანვარს გამოქვეყნდა. Il-Berqa-ს ბეჭდვა 1968 წლის 30 ნოემბერს შეწყდა. 1931 წლის თებერვალში Progress Press-ი გადავიდა ახალ მისამართზე — წმინდა პავლეს ქუჩა №341, ვალეტაში, სადაც დღემდე მდებარეობს Allied Newspapers-ის ოფისი, ცნობილი როგორც Strickland House.
როდესაც გაზეთის ინგლისურენოვანი დანართის პოპულარობა გაიზარდა, ლორდმა სტრიკლენდმა შეამჩნია ბაზარზე ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემის საჭიროება — იმ პირობით, რომ ეს გაზეთი მაღალი საზოგადოებრივი სტანდარტით იმუშავებდა. Times of Malta-ს პირველი ნომერი გამოიცა 1935 წლის 7 აგვისტოს ბრიტანეთის დაზვერვა MI5-თან თანამშრომლობით — იმ პერიოდში, როდესაც იტალია ეთიოპიაში შეჭრას ამზადებდა. 1935 წლის 2 სექტემბერს მებელ სტრიკლენდი გახდა გაზეთის პირველი რედაქტორი და შემდგენელი დირექტორთა საბჭოში. იგი ასევე რედაქტორობდა 'The Sunday Times of Malta'-ს 1950 წლამდე, როდესაც მის ადგილას დაინიშნა ჯორჯ სამუტი, რომელიც 1966 წელს პენსიაზე გავიდა. შემდეგი რედაქტორი იყო ენტონი მონტანარო, რომელმაც 1991 წლის 1 მარტს თანამდებობა ლორენს გრეხს გადააბარა.
1960 წლის 6 აგვისტოს, Times of Malta-ს დაარსებიდან 25 წლის იუბილეზე, სტრიკლენდმა დაწერა, რომ თავდაპირველად კონსტიტუციონალისტურ პარტიასთან ასოცირებული გაზეთი დროთა განმავლობაში ეროვნულ გამოცემად ჩამოყალიბდა. გაზეთს ჰქონდა ობიექტურობაზე დიდი პრეტენზია და შესაბამისად ამ რეპუტაციასაც , თუმცა ინარჩუნებდა მკაფიო სარედაქციო პოზიციას. სტრიკლენდინარჩუნებდა. ის რედაქტორობის პერიოდში დაიწყო და გაგრძელდა მეორე მსოფლიო ომი. მიუხედავად დაბომბვისა და რესურსების მწვავე დეფიციტისა 1940-1943 წლების ალყის დროს, ჯგუფის არცერთ გამოცემას არცერთი ნომერი არ გამოუტოვებია. 1942 წლის 7 აპრილს გაზეთის შენობას პირდაპირი ბომბი დაეცა და 16 ოთახი დაინგრა, თუმცა ბეჭდვა არ შეჩერებულა.[5]
1950 წელს რედაქტორის პოსტი მებელ სტრიკლენდისგან ტომას ჰედლიმ გადაიბარა. მას რედაქტორობა მოუწია პოლიტიკური და სამრეწველო რყევებით სავსე პერიოდში, რომელიც მალტის დამოუკიდებლობით დასრულდა 1964 წელს. ჩარლზ გრეკ ორის რედაქტორობისას, გაზეთმა The Times-მა კვლავ შეინარჩუნა ტრადიცია — მიუხედავად სირთულეებისა, არ გაუშვია არცერთი ნომერი. მათ შორის 1973 წელს ორი გაფიცვის დროს და 1979 წლის 15 ოქტომბერს, როდესაც პოლიტიკური მოტივით შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ეს თარიღი მალტაში ცნობილია როგორც "შავი ორშაბათი".
მიუხედავად რეალური საფრთხისა, რედაქტორმა და თანამშრომლებმა შენობა დატოვეს, თუმცა მომდევნო დღის გამოცემის ბეჭდვა გაგრძელდა Independence Press-ის სახელობის სხვა სტამბაში. გაზეთი მეორე დღეს დილას ჩვეულად გავრცელდა — შემცირებული მოცულობით, თუმცა გამოხატვის თავისუფლების გამარჯვებით.
ბოლო ათწლეულში გაზეთის ვებგვერდი, timesofmalta.com, მალტაში მთავარ საინფორმაციო წყაროდ იქცა და გახდა ერთ-ერთი წამყვანი მედია პლატფორმა მთელ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. 2019 წლის ივნისში ჰერმან გრეკი დაინიშნა მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე, ბერტრან ბორგი — ონლაინ რედაქტორად, ხოლო მარკ ვუდი — ბეჭდური გამოცემის რედაქტორად.
2021 წლის მარტში, კომპანია Allied Group-ის ყოფილი დირექტორი ადრიან ჰილმანი და Progress Press-ის ყოფილი თავმჯდომარე ვინს ბუჰაჯარი სასამართლოში წარსდგნენ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით. გამოძიების თანახმად, ჰილმანი და ბუჰაჯარი შეეკვრნენ კით სკემბრისთან — პრემიერ-მინისტრ ჯოზეფ მუსკატის ყოფილი აპარატის უფროსთან — რათა შეექმნათ სქემა, რომლის მიხედვითაც Progress Press-ს დააკარგინეს დაახლოებით 5.5 მილიონი ევრო. ისინი ხელოვნურად ზრდიდნენ კასკოს (Schembri-ის კომპანიის) მიერ მოწოდებული ტექნიკის ფასებს და მიღებულ სარგებელს ერთმანეთში ინაწილებდნენ.[6]
ფაქტების გადამოწმების ინიციატივა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2023 წელს Times of Malta და მალტის უნივერსიტეტის მედიისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი შეუერთდნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს MedDMO. პროექტი არის ევროპული ციფრული მედიის ობსერვატორიის (EDMO) ნაწილი და მისი მიზანია, შეიმუშაოს ინსტრუმენტები ცრუ ახალი ამბების ამოსაცნობად მალტაში, საბერძნეთსა და კვიპროსზე. პროექტის მთავარ პარტნიორებს შორის არიან აფპ (AFP) და რამდენიმე აკადემიური ინსტიტუტი. ინიციატივას ხელმძღვანელობენ ნევილ ბორგი და პროფესორი ჯორჯ მალია.[7]
სკანდალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2024 წლის დასაწყისში Times of Malta-მ კრიტიკა დაიმსახურა, როცა მან გამოაქვეყნა მასალები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ კომპანია Papaya Ltd ჩართული იყო ფულის გათეთრებაში და რუსულ ორგანიზებულ დანაშაულთან ჰქონდა კავშირი.[8] Western Morning News-ისა[9] და Financial Monthly-ის გამოძიებებმა დაადგინეს, რომ ბრალდებები დაუსაბუთებელი იყო.[10] გარდა ამისა, არცერთმა სახელმწიფო უწყებამ არ აღძრა საქმე Papaya Ltd-ის წინააღმდეგ, რის გამოც გაზეთი ინფორმაციის არაზუსტად გავრცელებაში დაადანაშაულეს.[9]
რედაქტორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მებლ სტრიკლენდ — 1935–1950
- თომას ჰედლი — 1950–1960
- ჩარლზ გრეკ ორი — 1960–1973
- ენტონი მონტანარო — 1973–1991
- ლორენს გრეკი — 1991–2007
კვირის ბეჭდური გამოცემის რედაქტორი
- ვიქტორ აკვილინა — 1993–2003
ყოველდღიური ბეჭდური გამოცემის რედაქტორი[11]
- რეი ბუჯეა — 2003–2019
ყოველდღიური ბეჭდური გამოცემის რედაქტორი[12]
- სტივ მალია — 2007–2016
კვირის ბეჭდური გამოცემის რედაქტორი[13]
- ჰერმან გრეკი — 2015–დღემდე
ონლაინ რედაქტორი, შემდეგ მთავარი რედაქტორი[14]
- ბერტრან ბორგი — 2019–დღემდე
ონლაინ რედაქტორი[15]
- მარკ ვუდი — 2019–2023
ბეჭდური გამოცემის რედაქტორი[16]
- ენტონი მანდუკა — 2023–დღემდე
ბეჭდური გამოცემის რედაქტორი[17]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ World Newspapers and Magazines: Malta. ციტირების თარიღი: 15 January 2017
- ↑ Times of Malta en. ციტირების თარიღი: 2018-12-21
- ↑ The Strickland Foundation Journalism Internship Sponsorship Scheme. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 3 May 2017
- ↑ From the beginning en-gb. ციტირების თარიღი: 2021-06-03
- ↑ Progress Press, from humble origins to €30m investment en-gb (2011-07-29). ციტირების თარიღი: 2024-11-19
- ↑ „Progress Press defrauded of millions by two of its own directors and Keith Schembri“. Malta Today.
- ↑ The MedDMO fact-checking project. ციტირების თარიღი: 2024-06-30
- ↑ Gżira firm is focal point of ‘large-scale’ investigation en-gb (2024-02-25). ციტირების თარიღი: 2024-06-30
- ↑ 9.0 9.1 Misinformation & Disinformation in the Financial Market: Back to the Future | Western Morning News en-US (2024-04-13). ციტირების თარიღი: 2024-06-30
- ↑ Mallinder, Jacob. (2024-06-10) Fake News in the Finance Industry en-GB. ციტირების თარიღი: 2024-06-30
- ↑ Former The Times editor wins journalism gold award en-gb (2010-05-09). ციტირების თარიღი: 2024-11-20
- ↑ New The Times editor en-gb (2003-01-06). ციტირების თარიღი: 2024-11-20
- ↑ New editor, deputy editor en-gb (2007-10-21). ციტირების თარიღი: 2024-11-20
- ↑ New Times of Malta editor-in-chief, editors appointed en-gb (2019-05-08). ციტირების თარიღი: 2024-11-20
- ↑ New Times of Malta editor-in-chief, editors appointed en-gb (2019-05-08). ციტირების თარიღი: 2024-11-20
- ↑ New Times of Malta editor-in-chief, editors appointed en-gb (2019-05-08). ციტირების თარიღი: 2024-11-20
- ↑ New print editor for Times of Malta en-gb (2023-09-22). ციტირების თარიღი: 2024-11-20