თინუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Thunnus thynnus)
თინუსი

თინუსი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
ოჯახი:  სკუმბრიასებრნი
სახეობა:  თინუსი
ლათინური სახელი
Thunnus thynnus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 21860

თინუსი (ლათ. Thunnus thynnus) — თევზი სკუმბრიასებრთა ოჯახისა. აქვს მრავალი პატარა ფარფლით აღჭურვილი მაღალი სხეული, წვრილი კუდი. სხეულის სიგრძე 3 მ-მდეა, წონა 375 კგ აღწევს. გავრცელებულია ატლანტისა და წყნარ ოკეანეებში, ჩრდილოეთის, ხმელთაშუა, ბარენცის, ბალტიის, შავ, აზოვის და იაპონიის ზღვებში. საქართველოში — შავი ზღვის სანაპიროებზე ყველგან გვხვდება. მტაცებელია, იკვებება თევზებით. ძვირფასი სარეწაო თევზია. დიდი რაოდენობით იჭერენ ოკეანეებში და ხმელთაშუა ზღვაში, საქართველოში კი — ნაკლებად. ცხიმიანი თევზია (12-14%). იყენებენ ნედლს, დაკონსერვებულს, გაყინულს და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]