The Snow Goose — ინგლისურიპროგრესული როკ-ჯგუფCamel-ის მესამე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1975 წელს. წინა ალბომის, კომპოზიციის „The White Rider“ წარმატებამ კრიტიკოსთა შორის Camel-ის წევრები შთააგონა, ემუშავათ უფრო მეტ კონცეპტუალურ კომპოზიციებზე. The Snow Goose ეფუძნება პოლ გალიკოს ნოველას „თეთრი ბატი: დენკერკის ამბავი“. გალიკოს მხრიდან პროტესტზე პასუხად ალბომს დაემატა ქვესათაური Music Inspired by The Snow Goose.
2013 წელს ჯგუფმა გამოუშვა ალბომის კიდევ ერთი ვერსია, რომელზეც იგივე მასალა ხელახლა შეასრულა. მას აქვს განსხვავებული გარეკანიც, რომელზეც Music Inspired by The Snow Goose აღარ გამოიყენება.[2][3]