The Rifles (თოფოსნები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
თოფოსნები
Rifles cap badge.PNGRGBWback.PNG
აქტიური 1 თებერვალი 2007 – დღემდე
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა დიდი ბრიტანეთი
შემადგენლობა ბრიტანეთის არმია
ტიპი თოფოსანი (მსუბუქი ქვეითი)
როლი 1-ლი ბატალიონი–მსუბუქი ქვეითი
მე-2 ბატალიონი—მსუბუქი ქვეითიი
მე3 ბატალიონი— მსუბუქად შეიარაღებული მობილური ქვეითი
მე-4 ბატალიონი—ქვეითების გადამზადებისთვის სპეციალიზირებული ბატალიონი
მე-5 ბატალიონი—მექანიზებული ქვეითი
მე-6 ბატალიონი—არმიის რეზერვი
მე-7 ბატალიონი—არმიის რეზერვი]
მე-8 ბატალიონი -არმიის რეზერვი
რაოდენობა 8 ბატალიონი
გარნიზონი RHQ—ვინჩესტერი
1-ლი ბატალიონი—ბიჩლის ყაზარმები, გლაუსტერშირი
მე-2 ბატალიონი—თიეფვალის ყაზარმები, Lლისბურნი
მე3 ბატალიონი—დრეგორნის ყაზარმები, ედინბურგი
მე-4 ბატალიონი—ახალი ნორმანდიის ყაზარმები, ალდერშოტის გარნიზონი
მე-5 ბატალიონი—ვორდის ყაზარმები, ბალფორდის ბანაკი
მე-6 ბატალიონი—ვაივერნის ყაზარმები, ექსიტერი
მე-7 ბატალიონი—ბროკის ყაზარმები, რიდინგი
დევიზი "Celer et Audax" (ლათინურად)
"Swift and Bold"(ინგლისურად)
"სწრაფი და შეუპოვარი"
ფერები თოფოსნის მწვანე
მარში სწრაფი: Mechanised Infantry Keel Row/Road to the Isles ნელი: Old Salamanca
მეთაურები
საპატიო მეთაური პრინცი ფილიფე, ედინბურგის ჰერცოგი
Ceremonial chief გენერალ-ლეიტენანტი ნიკ კარტერი [1]
განმასხვავებელი ნიშნები
საიდენტიფიკაციო
სიმბოლო
Rifles TRF.svg

The Rifles (თოფოსნები) – ბრიტანეთის არმიის ქვეითი რეჯიმენთი. ჩამოყალიბდა 2007 წლის პირველ თებერვალს. იგი შედგება ხუთი რეგულარული, სამი საკუთარი სარეზერვო (მესამე 2017 წელს დაემატა) ბატალიონისგან და დამატებით საარმიზო რეზერვის რამდენი ასეულისგან. Rifles-ის ბატალიონები თავდაპირველად ინდივიდუალურად შედიოდნენ მსუბუქი დივიზიის ერთ-ერთ რეჯიმენთში. ჩამოყალიბების შემდეგ რეჯიმენთი მონაწილეობდა ერაყის ომის გვიანდელი ეტაპის ოპერაციებსა და ავღანეთის ომში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Rifles შეიქმნა ე. წ მომავლის არმიის სტრუქტურის შესაბამისად. ოფიციალური განცხადების თანახმად მსუბუქი დივიზია (ინგლ. The Light division) პრაქტიკულად შეუცვლელი დარჩა,ხოლო მსუბუქი ქვეითი (ინგლ. The Light infantry) გაერთიანდა დანარჩენ ორ რეჯიმენტთან. სამივე რეჯიმენტმა ინდივიდუალურად მიიღო დამატებითი თითო სარეზერვო ბატალიონი ტერიტორიული არმიიდან (ინგლ. TA, Territorial Army). თუმცა, 2005 წლის 24 ნოემბერს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ოთხი რეჯიმენთი გაერთიანდებოდა ერთ, ხუთი ბატალიონისგან შემდგარ რეჯიმენთში. The Rifles შეიქმნა 2007 წლის პირველ თებერვალს მსუბუქი დივიზიის ოთხი მსუბუქი ქვეითი და თოფოსანთა რეჯიმენტების გაერთიანებით[2]:

  • დევონშირისა და დორსეტის მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი (The Devonshire and Dorset Light Infantry)
  • მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი (The Light Infantry)
  • გლაუსტერშირის, ბერკშირისა და ვილტშირის მსუბუქი ქვეითი სამეფო რეჯიმენთი (The Royal Gloucestershire, Berkshire and Wiltshire Light Infantry)
  • სამეფო მწვანე ქურთუკები (The Royal Green Jackets)

თოფოსანთა რეჯიმენთი ჩამოყალიბდა როგორც საგრაფო რეჯიმენთი, რათა იმსახუროს შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში[3][4]..

  • ბერკშირი
  • ბუკინგემშირი
  • კორნვოლი
  • დევონი
  • დორსეტი
  • დურემი
  • გლაუსტერშირი
  • ჰერედფორდშირი
  • ოქსფორდშირი
  • შორპშირი
  • სომერსეტი
  • სამხრეთ იორკშირი
  • ვილტშირი

მე-2, მე-3 და მე-4 ბატალიონები განაწილებული იყვნენ ბასრაში (ერაყი) მაშინ, როდესაც ყველაზე რთული და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა ერაყის ომის განმავლობაში, მათ შორის ბასრას სასახლის დატოვება 2007 წლის სექტემბერში[5]

1-ლი ბატალიონი ავღანეთში 2008 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის აპრილამდე იყო და მენტორობდა ავღანეთის ნაციონალურ არმიას ჰელმანდის პროვინციაში[6]. მე-5 ბატალიონი იყო ერთ-ერთი უკანასკნელი, რომელმაც დატოვა ერაყი (2009 წლის მაისი)[6]. მე-4 ბატალიონი უზრუნველყოფდა დაზღვევას ავღანეთში გამართული არჩევნებისთვის და მონაწილეობდა ოპერაცია პანტერის კლანჭში (ინგლ. Panther's Claw) 2009 წლის ზაფხულში[6]. პარალელურად, მე-2 ბატალიონი განათავსეს სანგინში, რომელსაც აქტიური დახმარება გაუწია მე-3 ბატალიონმა[6]. მე-2 და მე-5 ბატალიონები 2011 წლის ოქტომბერში 6 თვიანი მივლინდებიდან დაბრუდნენ ავღანეთიდან, სადაც ნარი სარაჯის რაიონში მსახურობდნენ[7].

ორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეჯიმენთი შედგება 5 რეგულარული და სამი სარეზერვო ბატალიონისაგან:

  • 1-ლი ბატალიონი, ჩამოყალიბდა პირველი ბატალიონის, დევონშირისა და დორსეთის მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთების, გლაუსტერშირის, ბერკშირის და ვილტშირის სამეფო მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთის გაერთიანებით. თავდაპირველად შედიოდნენ კომანდოსთა მე-3 ბრიგადაში. მოგვიანებით იგი 160-ე ქვეითი ბრიგადისა და ველსის შტაბის დაქვემდებარებაში გადავიდა 2020 წლამდე. პერსონალი განთავსებულია ბიჩლის ყაზარმებში, ჩიპსტოუ[8][9].
  • მე-2 ბატალიონი, ჩამოყალიბდა 1-ელი ბატალიონისა და სამეფო მწვანე ქურთუკების გარდაქმნით. თავდაპირველად შედიოდნენ მე-19 მსუბუქი ქვეეითი ბრიგადის შემადგენლობაში, ხოლო შემდეგ გადავიდა 38-ე (ირლანდიური) ბრიგადის კონტროლს ქვეშ 2020 წლამდე. პერსონალი განთავსებულია თიეფვალის ყაზარმებში, ლისბურნი[10].
  • მე-3 ბატალიონი, ჩამოყალიბდა მეორე ბატალიონისა და მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთის გარდაქმნით. თავდაპირველად 52-ე ქვეით ბრიგადაში შედიოდა, ხოლო შემდეგ 51-ე ქვეით ბრიგადისა და შოტლანდიის შტაბის დაქვემდებარებაში გადავიდა 2020 წლამდე. პერსონალი განთავსებულია დრეგორნის ყაზარმებში, ედინბურგი[11].
  • მე-4 ბატალიონი, ჩამოყალიბდა მე–2 ბატალიონის, სამეფო მწვანე ქურთუკების გარდაქმნით. თავდაპირველად წარმოადგენდა მექანიზირებულ ბატალიონს, რომელიც 1-ელ მექანიზირებული ქვეითი ბრიგადის დაქვემდებარებაში იყო. ის ახლა 1-ელი ჯავშანსატანკო ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაშია. პერსონალი განთავსებულია ახალი ნორმანდიის ყაზარმებში, ალდერშოტის გარნიზონი[12]. ბატალიონი გადაკეთდება სპეციალიზირებულ ქვეით ბატალიონად, რათა გაზარდოს კონტრიბუცია ანტი-ტერორისტულ და საზღვარგარეთულ მისიებში[13].
  • მე-5 ბატალიონი - წარმოიქმნა პირველი ბატალიონისა და მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთის გარდაქმნით. იგი წარმოადგენს ჯავშანსატანკო ბატალიონს და მე-20 ჯავშანსატანკო ბრიგადის დაქვემდებარებაშია. იგი აღჭურვილი იქნება ქსმ ვორიორებით (ინგლ. IFV Warrior) 2020 წლამდე. პერსონალი განთავსებულია ბულფროდის ბანაკში[14].
  • მე-6 ბატალიონი - წარმოიქმნა თოფოსან მოხალისეთა რეჯიმენთის გარდაქმნით. ის ექვემდებარება 160-ე ქვეით ბრიგადას და ველსის შტაბს. ის გაწყვილებულიაი თოფოსანთა პირველ ბატალიონთან (1 RIFLES). პერსონალი განთავსებულია ვივერნის ყაზარმებში, ექსეტერი. სამხედროთან გარკვეული ნაწილი გადანაწილებულია გლაუსტერში, ტაუნტონში, დორჩესტერში, შრივსბურიში, ჰერეფორდსა და თრუროში[15].
  • მე-7 ბატალიონი - წარმოიქმნა სამეფო თოფოსანთა მოხალისეთა რეჯიმენთის, ველსის პრინცესის სამეფო რეჯიმენთის ასეულის გამოკლებით, სამეფო მწვანე ქურთუკების ლონდონის რეჯიმენთის ასეულები დამატებითა და გარდაქმნით. ბატალიონი 38-ე (ირლანდიური) ბრიგადის დაქვემდბარებაშია და შეწყვილებულია თოფოსანთა მეორე ბატალიონთან (2 RIFLES). პერსონალი განთავსებულია ბროკის ყაზარმებში, რიდინგი. სამხედროთა გარკვეული ნაწილი გადანაწილებულია აბინგდონში, მეიფეირში, დასავლეთ ჰემში, ჰაი ვიქომბში, სვინდონში, ვინდსორსა და ეილსბურში[16].
  • მე-8 ბატალიონი - 2016 წლის 15 დეკემბერს, თავდაცვის სამინისტროს მდივანმა განაცხადა, რომ თოფოსანთა რეჯიმენთს დაემატებოდა ახალი სარეზერვო ბატალიონი, რომელიც 38-ე ქვეითი ბრიგადის დაქვემდებარებაში ინქნებოდა[13][17][18].

ყველა ბატალიონს ჰყავს თავისი საპატიო (სამეფო გვარის) მეთაური[19]:

1-ლი ბატალიონი კენტის გრაფი (ყოფილი საპატიო მეთაური)
მე-2 ბატალიონი ესექსის ერლი
მე-3 ბატალიონი პრინცესა ალექსანდრა (ყოფილი საპატიო მეთაური)
მე-4 ბატალიონი კორნვოლის ჰერცოგინია
მე-5 ბატალიონი ვესექსის გრაფინია
მე-6 ბატალიონი გლაუსტერის ჰერცოგი
მე-7 ბატალიონი გლაუსტერის ჰერცოგინია

ორკესტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თოფოსნების ვატერლოოს ორკესტრი

თოფოსანი რეჯიმენთის ორკესტრი წარმოიქმნა მსუბუქი დივიზიის ორკესტრის სახელის გადარქმევით (ამჟამად ეწოდება თოფოსანთა ორკესტრი (ინგლ. Band and Bugles of The Rifles) ადრე ეწოდებოდა მსუბუქი დივიზიის ორკესტრი (Band and Bugles of The Light Division), რომელიც თავის მხრივ შედგება ოთხი დამოუკიდებელი ორკესტრისგან[20]:

  • მსუბუქი ქვეითების კორუნას ორკესტრი (The Corunna Band of the Light Infantry)
  • მსუბუქი ქვეითების სალამანკას ბენდი (The Salamanca Band of the Light Infantry)
  • სამეფო მწვანე ქურთუკების პენისულას ორკესტრი (The Peninsula Band of the Royal Green Jackets )
  • სამეფო მწვანე ქურთუკების ნორმანდიის ორკესტრი (The Normandy Band of the Royal Green Jackets)

დამატებით, სარეზერვო ბატალიონსებს თავისი ბენდებიც ჰყავთ:

  • თოფოსანების სალამანკას ორკესტრი – მე-6 ბატალიონი
  • თოფოსანნებისვატერლოოს ორკესტრი – მე-7 ბატალიონი

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1880 1881 ჩილდერსის რეფორმები 1921 სახელთა ცვლილებები 1957 წლის თავდაცვის თეთრი წიგნი 1966 წლის თავდაცვის თეთრი წიგნი 1990 ცვლილებათა ოფციები 2003 უსაფრთხოების უზრუნველყოფა ცვალებად მსოფლიოში
11-ე (ჩრდილოეთ დევონი) ქვეითი რეჯიმენთი დევონშირის რეჯიმენთი დევონშირისა და დორსეტის მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი თოფოსნები

(The rifles)

39-ე (დორსეტშირი) ქვეითი რეჯიმენთი დორსეტრშირის რეჯიმენთი
54-ე (დასავლეთ ნორფოლკი) ქვეითი რეჯიმენთი
მე-13 (1-ლი სომერსეტშირი) (პრინცი ალბერთის მსუბუქი ქვეითი) ქვეითი რეჯიმენთი პრინც ალბერტის მსუბუქი ქვეითი რეჯიმეთი (სომერსეტშირის რეჯიმენთი) სომერსეტის მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი (პრინცი ალბერტის) სომერსეტისა და კორნოვლის მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი მსუბუქი ქვიეითი რეჯიმენთი
32-ე(კორნვოლის მსუბუქი ქვეითი) ქვეითი რეჯიმენთი კორნვოლის ჰერცოგის მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი
46-ე (სამხრეთ დევონშირი) ქვეითი რეჯიმენთი
51-ე (მე-2 იორკშირი, დასავლეთ რიდინგი, მეფის საკუთარი მსუბუქი ქვეითი) ქვეითი რეჯიმენთი მეფის საკუთარი მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი (სამხრეთ იორკშირის რეჯიმენთი) მეფის საკუთარი იორკშირის მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი
105-ე (მადრასის მსუბუქი ქვეითი) ქვეითი რეჯიმენთი
53-ე(შროპშირი) ქვეითი რეჯიმენთი მეფის მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი (შროპშირის რეჯიმენთი) მეფის შროპშირის მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი
85-ე(ბაკსის მოხალისეეები) (მეფის მსუბუქი ქვეითი) ქვეითი რეჯიმენთი
68-ე (დურემი) (მსუბუქი ქვეითი) ქვეითი რეჯიმენთი დურემის მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი
106-ე(ბომბეის მსუბუქი ქვეითი) ქვეითი რეჯიმენთი
28-ე (ჩრდილოეთ გლაუსტერშირი) ქვეითი რეჯიმენთი გლაუსტერშირის რეჯიმენთი გლაუსტერშირის, ბერკშირისა და ვილტშირის მსუბუქი ქვეითი სამეფო რეჯიმენთი
61-ე (სამხრეთ გლაუსტერშირი) ქვეითი რეჯიმენთი
49ე (ჰერტფორდშირი) (ველსის პრინცესა შარლოტას) ქვეითი რეჯიმენთი ველსის პრინცესა შარლოტას რეჯიმენთი (ბერკშირი) ბერკშირის სამეფო რეჯიმენთი (ველსის პრინცესა შარლოტას) ედინბურგის ჰერცოგის სამეფო რეჯიმენთი (ბერკშირი და ვილტშირი)
66-ე (ბერკშირი) ქვეითი რეჯიმენთი
62-ე (ვილტშირის) ქვეითი რეჯიმენთი ედინბურგის ჰერცოგის (ვილტშირის რეჯიმენთი) ვილტშირის რეჯიმენთი (ედინბურგის ჰერცოგის)
99-ე (ედინბურგის ჰერცოგის) ქვეითი რეჯიმენთი
43-ე (მონმოუთშირის) მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი ოქსფორდშირის მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი. სახელი გადაერქვა 1908 წელს:

ოქსფორდშირისა და ბუკინგემშირის მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი

მწვანე ქურთუკთა 1-ლი რეჯიმენთი (43-ე და 52-ე) სამეფო მწვანე ქურთუკები
52-ე (ოქსფორდშირი) მსუბუქი ქვეითი რეჯიმენთი
მე-60 (მეფის სამეფო თოფოსანთა კორპუსი) ქვეითი რეჯიმენთი მეფის სამეფო თოფოსანთა კორპუსი მწვანე ქურთუკთა მე-2 რეჯიმენთი, მეფის საკუთარი თოფოსანი კორპუსი
თოფოსანთა ბრიგადა (პრინცის საკუთარი რეჯიმენთი) პრინცის საკუთარი რეჯიმენთი (თოფოსანთა ბრიგადა) მწვანე ქურთუთკა მე-3 რეჯიმენთი, თოფსანთა ბრიგადა

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. NEW COLONEL COMMANDANT FOR THE RIFLES. The Regimental Association of the Devonshire and Dorset Regiment. ციტირების თარიღი: 9 March 2017.
  2. History of the Light Infantry. ციტირების თარიღი: 26 April 2014.
  3. 6 RIFLES. Ministry of Defence. ციტირების თარიღი: 30 April 2016.
  4. 7 RIFLES. Ministry of Defence. ციტირების თარიღი: 30 April 2016.
  5. The Rifles forged in battle - An overview of the first three years. Care for Casualties. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 26 April 2014.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 The Rifles forged in battle - An overview of the first three years. Care for Casualties. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 26 April 2014. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "care" defined multiple times with different content; $2 შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "care" defined multiple times with different content; $2 შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "care" defined multiple times with different content; $2
  7. „20th Armoured Brigade takes command of Task Force Helmand“. Ministry of Defence. 10 October 2011. ციტირების თარიღი: 21 May 2016.
  8. Army basing announcement. Ministry of Defence. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 26 April 2014.
  9. 1 RIFLES. Ministry of Defence. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 30 April 2016.
  10. Army basing announcement. Ministry of Defence. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 26 April 2014.
  11. Transforming the British Army: An Update. Ministry of Defence. ციტირების თარიღი: 30 April 2016.
  12. Transforming the British Army: An Update. Ministry of Defence. ციტირების თარიღი: 30 April 2016.
  13. 13.0 13.1 Strategic Defence and Security Review - Army:Written statement - HCWS367 - UK Parliament. Parliament.uk (2014-12-04). ციტირების თარიღი: 2016-12-16.
  14. Riflemen train for post-Afghanistan deployments. Ministry of Defence (13 March 2013). ციტირების თარიღი: 26 April 2014.
  15. Transforming the British Army: An Update. Ministry of Defence. ციტირების თარიღი: 30 April 2016.
  16. Transforming the British Army: An Update. Ministry of Defence. ციტირების თარიღი: 30 April 2016.
  17. Regiments to change bases in major Army restructure. BelfastTelegraph.co.uk (2016-11-15). ციტირების თარიღი: 2016-12-16.
  18. Information on the Army 2020 refine exercise. Gov.uk (2017-03-10). ციტირების თარიღი: 2017-06-20.
  19. The Rifles Regimental Who's Who 2007. British Armed Forces. ციტირების თარიღი: 30 April 2016.[მკვდარი ბმული]
  20. The Band and Bugles of The Rifles. Ministry of Defence. ციტირების თარიღი: 30 April 2016.