The Morning Telegraph
იერსახე
| The Morning Telegraph | |
|---|---|
| ტიპი: | ყოველდღიური გაზეთი |
| ფორმატი: | დიდი ფორმატი |
| მფლობელ(ებ)ი: | Triangle Publications Inc. |
| გამომცემელი: | სტიუარტ ჰუკერი |
| დაარსდა: | 1839 |
| შეწყვიტა გამოცემა: | 1972 |
| სათავო ოფისი: | 525 ვესტ 52-ე ქუჩა, მანჰეტენი |
„The Morning Telegraph“ („დილის ტელეგრაფი“, 1839 — 10 აპრილი, 1972) (ხანდახან იხსენიებენ როგორც „The New York Morning Telegraph“ („ნიუ-იორკის დილის ტელეგრაფი“) — ნიუ-იორკის გაზეთი, რომელსაც მო ანენბერგის Cecelia Corporation ფლობდა. პირველად გამოდიოდა „Sunday Mercury“ („კვირის მერკური“)-ს სახელით, 1839 წლიდან 1897 წლამდე. სახელი შეიცვალა 1897 წლის დეკემბერში.[1]
გაზეთში უმეტესად დოღისა და თეატრის ახალი ამბები ქვეყნდებოდა. კვირა დღის გაზეთი „The Sunday Telegraph“-ის („კვირის ტელეგრაფი“) სახელით გამოიცემოდა. გამოცემის შეწყვეტის შემდეგ ის Triangle-ის დობილმა გამომცემელმა, „The Daily Racing Form“-მა ჩაანაცვლა.[2]