The Life of Pablo (ალბომი)
| The Life of Pablo | ||||
|---|---|---|---|---|
|
| ||||
| სტუდიური ალბომი — კანიე უესტი | ||||
| გამოცემის თარიღი | 14 თებერვალი, 2016 | |||
| ჩაიწერა | 2010, 2013-2016 | |||
| სტუდია |
| |||
| ჟანრი |
ჰიპ-ჰოპი | |||
| ხანგრძლივობა | 66:01 | |||
| ლეიბლი | ||||
| პროდიუსერი |
| |||
| კანიე უესტი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
The Life of Pablo – ამერიკელი რეპერ კანიე უესტის მეშვიდე სტუდიური ალბომია. იგი გამოვიდა 2016 წლის 14 თებერვალს, GOOD Music და Def Jam Recordings-ის მიერ. უესტმა ის 2013-2016 წლებში ჩაწერა და სხვადასხვა პროდიუსერთან ერთად შექმნა, მათ შორის აღმასრულებელ პროდიუსერებთან - რიკ რუბინი და ნოა გოლდშტეინი. მოწვეულ არტისტებს შორის არიან The-Dream, Kelly Price, Chance the Rapper, Kirk Franklin, Kid Cudi, Desiigner, Rihanna, Young Thug, Chris Brown, the Weeknd, Ty Dolla Sign, Vic Mensa, Sia, Frank Ocean, Kendrick Lamar, Post Malone და Sampha.
უესტმა „The Life of Pablo“ შეაფასა სახარების საკუთარ ინტერპრეტაციად, ხოლო მუსიკალურმა ჟურნალისტებმა მისი ჟღერადობა აღწერეს, როგორც ჰიპ-ჰოპისა და სახარებისეული მუსიკის ნაზავი. ალბომს აქვს განზრახ არეული, ფრაგმენტული კომპოზიცია, რომელიც ხშირად მკვეთრად იცვლება თემებს შორის. ტექსტის მიხედვით, ის იკვლევს უესტის ქრისტიანულ რწმენას, ოჯახურ საკითხებს და ცნობილ სტატუსს. ჩაწერის პროცესში რეპერი ხშირად ცვლიდა სათაურს, ბოლოს კი სამ პიროვნებას ეხებოდა: ნარკოდილერს პაბლო ესკობარს, მხატვარ პაბლო პიკასოს და პავლე მოციქულს.
უესტმა ალბომის ადრეული ვერსია, მედისონ სკვერ გარდენში, 2016 წლის 11 თებერვალს შეასრულა, Tidal-ზე პირველ გამოშვებამდე. ავტორმა გამოშვების შემდეგაც განაგრძო მასზე მუშაობა; განახლებული ვერსია სხვა სტრიმინგ სერვისებზე და ჩამოსატვირთად 1 აპრილს გამოვიდა. მას თან ახლდა ექვსი სინგლი, მათ შორის Billboard Hot 100-ის ჰიტები „Famous“, „Father Stretch My Hands“ და „Fade“, ასევე უესტის Saint Pablo-ს 2016 წლის ტურნე. ალბომმა დადებითი შეფასებები მიიღო, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო კომპოზიციისა და გამოშვების ფრაგმენტულ, დაუსრულებელ ბუნებას. მრავალმა გამოცემამ ის 2016 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად დაასახელა.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Life of Pablo - Kanye West. ციტირების თარიღი: 26.09.2025