The Legend of Zelda
| The Legend of Zelda | |
|---|---|
|
| |
| ჟანრები | მოქმედებითი-სათავგადასავლო |
| დეველოპერ(ებ)ი |
|
| გამომცემელი | Nintendo |
| შემქმნელ(ებ)ი |
შიგერუ მიამოტო ტაკაში ტეზუკა |
| პლატფორმები | |
The Legend of Zelda (ქართ. ლეგენდა ზელდაზე) — ვიდეო თამაშების სერია, რომელიც შექმნეს იაპონელმა დიზაინერებმა, შიგერუ მიამოტომ და ტაკაში ტეზუკამ. სერიის თამაშების უმეტესობა Nintendo-მ შეიმუშავა და გამოუშვა საკუთარი სათამაშო კონსოლებისთვის.
სიუჟეტის ცენტრში დგას ლინკის (Link) სხვადასხვა განსახიერება — ელფის მსგავსი ჰაილინების რასის მამაცი ახალგაზრდა, და პრინცესა ზელდა — ქალღმერთ ჰაილიას შთამომავალი. ისინი იბრძვიან, რათა გადაარჩინონ ქვეყანა ჰაირული ბოროტი მხედართმთავრის, დემონი მეფე განონისგან, რომელსაც სურს გამოიყენოს ტრიფორსი — წმინდა რელიქვია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სურვილის ასრულება. განონს მისი გამოყენება სურს, რათა მსოფლიო თავის ბნელ ხატად გარდაქმნას. ლინკმა უნდა დაიცვას ჰაირული და შეაჩეროს განონი. ზოგიერთი თამაშში ლინკი ჰაირულის ფარგლებსაც სცდება და განსხვავებულ მტრებს უპირისპირდება. თამაშები ქრონოლოგიურად თანმიმდევრულია, თუმცა მათი ისტორია რამდენიმე განშტოებად იყოფა.
სერიის თამაშებში გეიმპლეი წარმოადგენს არკადის, როლური თამაშის, სათავგადასავლოს, თავსატეხებისა და ზოგჯერ პლატფორმერისა და ავტოსიმულატორის ელემენტების რთულ ნაზავს. ეს ტენდენცია სერიის პირველმა თამაშმა, „The Legend of Zelda“-მ დაამკვიდრა. თამაშის იდეის ავტორმა, შიგერუ მიამატომ, ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა, რომ ეს თამაში მისთვის და მისი გუნდისთვის იყო „პირველი, რომელიც აიძულებდა მოთამაშეს ეფიქრა, რა უნდა გაეკეთებინა შემდეგ“.
მას შემდეგ, რაც პირველი „The Legend of Zelda“ (1986) გამოვიდა, სერია გაფართოვდა და 21 ძირითადი თამაში და მრავალი სპინ-ოფი მოიცვა. 1989 წელს გამოვიდა თამაშზე დაფუძნებული ამერიკული ანიმაციური ტელესერიალი,[1] ხოლო იაპონიაში 1997 წლიდან Nintendo-ს დაკვეთით იქმნება თამაშის მანგა-ადაპტაციები.
2025 წლის მარტის მონაცემებით, „The Legend of Zelda“-ს ფრენჩაიზის მთლიანი გაყიდვები 156.28 მილიონ ასლს შეადგენს, ხოლო სერიის ორიგინალური თამაში, „The Legend of Zelda“, NES-ის ყველა დროის მეოთხე ყველაზე გაყიდვადი თამაშია.[2][3] „The Legend of Zelda“-ს სერია Nintendo-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფრენჩაიზია; მისი რამდენიმე ნაწილი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო თამაშებად არის მიჩნეული. სერიის ყოველი მომდევნო ნაწილი მუდმივად იღებს მაღალ შეფასებებს: 1999 წელს ჟურნალმა Next Generation-მა „ყველა დროის საუკეთესო 50 თამაშის“, შორის პირველ ადგილზე დაასახელა.[4] ჟურნალმა „Empire“-ის თანახმად, „Zelda“ ყველა დროის საუკეთესო თამაშების სერიად დაასახელა.[5] The Legend of Zelda ფრენჩაიზმა მოიპოვა ყველაზე მეტი ნომინაცია წლის თამაშის კატეგორიაში D.I.C.E. Awards-ის დაჯილდოებებზე, ჯამში რვა ნომინაცია („Ocarina of Time“,[6] „Majora's Mask“,[7] „The Wind Waker“,[8] „Twilight Princess“,[9] „Skyward Sword“,[10] „A Link Between Worlds“,[11] „Breath of the Wild“[12] და „Tears of the Kingdom“[13]).
2027 წელს დაგეგმილია თამაშზე დაფუძნებული სრულმეტრაჟიანი ფილმის, „ლეგენდა ზელდაზე“ გამოშვება,[14] სადაც ლინკის როლს ახალგაზრდა მსახიობი ბენჯამინ ევან ეინსუორთი შეასრულებს.[15]
თამაშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „The Legend of Zelda“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი
- The Legend of Zelda — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Mackey, Bob. (June 20, 2016) The Legend of Zelda's Only Cartoon Aspired to Competence in a Landscape of Trash. ციტირების თარიღი: December 16, 2020
- ↑ Nintendo of America (July 2, 2007). „Like Sands Through the Hourglass, Zelda's Debut on Nintendo DS Approaches“ (პრეს-რელიზი). Redmond, WA: PR Newswire. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 2, 2015. ციტირების თარიღი: March 2, 2015.
- ↑ Top Selling Old Nintendo Games. Old Nintendo Games. ციტირების თარიღი: October 6, 2010
- ↑ „Top 50 Games of All Time“. Next Generation. Imagine Media (50): 81. February 1999.
- ↑ Kennedy, Colin, "The Legend of Zelda: The Wind Waker Review" დაარქივებული September 21, 2013, საიტზე Wayback Machine. , Empire.
- ↑ 2nd Annual Interactive Achievement Awards. Academy of Interactive Arts & Sciences. ციტირების თარიღი: 17 July 2023
- ↑ 4th Annual Interactive Achievement Awards. Academy of Interactive Arts & Sciences. ციტირების თარიღი: 17 July 2023
- ↑ 7th Annual Interactive Achievement Awards. Academy of Interactive Arts & Sciences. ციტირების თარიღი: 7 July 2023
- ↑ 2007 Awards Category Details Overall Game of the Year. Academy of Interactive Arts & Sciences. ციტირების თარიღი: 17 July 2023
- ↑ 2012 Awards Category Details Game of the Year. Academy of Interactive Arts & Sciences. ციტირების თარიღი: 17 July 2023
- ↑ 2014 Awards Category Details Game of the Year. Academy of Interactive Arts & Sciences. ციტირების თარიღი: 17 July 2023
- ↑ 2018 Awards Category Details Game of the Year. Academy of Interactive Arts & Sciences. ციტირების თარიღი: 17 July 2023
- ↑ 27th Annual D.I.C.E. Awards Finalists Revealed. Academy of Interactive Arts & Sciences. ციტირების თარიღი: 2 February 2024
- ↑ Phillips, Tom. (June 9, 2025) Nintendo Delays Live-Action The Legend of Zelda Movie. ციტირების თარიღი: June 9, 2025
- ↑ Shafer, Ellise. (July 16, 2025) 'Legend of Zelda' Live-Action Movie Casts Bo Bragason and Benjamin Evan Ainsworth as Zelda and Link. ციტირების თარიღი: July 16, 2025