The Holdovers
„The Holdovers“ | |
---|---|
![]() | |
რეჟისორი | ალექსანდერ პეინი |
პროდიუსერი | მარკ ჯონსონი, ბილ ბლოკი |
სცენარის ავტორი | დევიდ ჰემინგსონი |
როლებში |
Paul Giamatti Da'Vine Joy Randolph Dominic Sessa |
მუსიკა | მარკ ორტონი |
გამოსვლის თარიღი |
2023 წლის 31 აგვისტო (ტელურიდი) 2023 წლის 27 ოქტომბერი (აშშ) |
ხანგრძლივობა | ხანგრძლივობა 133 წუთი |
ქვეყანა | შეერთებული შტატები |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $13 მილიონი |
შემოსავალი | $45,6 მილიონი |
The Holdovers [1] — 2023 წლის ამერიკული საშობაო ფილმი, რომელიც რეჟისორ ალექსანდრ პეინის მიერ არის გადაღებული, დეივიდ ჰემინგსონის სცენარით და მთავარ როლებში არიან პოლ ჯამატი, და'ვინ ჯოი რანდოლფი და დომინიკ სესა. ფილმი მოგვითხრობს 1970 წელს მომხდარ ამბავს, სადაც მკაცრი კლასიკური ლიტერატურის მასწავლებელი ახალი ინგლისის პანსიონში იძულებულია, უმეთვალყურეოს რამდენიმე მოსწავლეს, რომლებსაც საშობაო არდადეგებზე წასასვლელი არსად აქვთ.
გადაღებები მიმდინარეობდა 2022 წლის იანვრიდან მარტამდე მასაჩუსეტსში. The Holdovers-ის პრემიერა შედგა 50-ე Telluride Film Festival-ზე 2023 წლის 31 აგვისტოს, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ფილმი გამოვიდა Focus Features-ის მიერ 2023 წლის 27 ოქტომბერს. ფილმს დადებითი შეფასებები მოჰყვა. შემოსავალი 45 მილიონ დოლარზე მეტი იყო. The Holdovers დასახელდა 2023 წლის საუკეთესო 10 ფილმს შორის ეროვნული კინოგანხილვის საბჭოსა და ამერიკის კინოინსტიტუტის მიერ და მიიღო მრავალი სხვა ჯილდო, მათ შორის ორი გამარჯვება ოქროს გლობუსის დაჯილდოებასა და ბრიტანეთის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე; რანდოლფმა მიიღო საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის ჯილდო ორივე ცერემონიაზე. The Holdovers-მა ასევე მიიღო ხუთი ნომინაცია 96-ე აკადემიის დაჯილდოებაზე, მათ შორის საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო მსახიობის კატეგორიებში; რანდოლფმა მოიპოვა აკადემიის ჯილდო საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის კატეგორიაში.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიუჯეტი 1970 წლის დეკემბერში ხდება. პოლ ჰანემი არის ბარტონის აკადემიის მასწავლებელი. ეს სასწავლებელი ბიჭებისთვის განკუთვნილია. ოდესღაც ამ პანსიონში თავად პოლი ჰანემიც სტიპენდიით. მისი მოსწავლეები და კოლეგა მასწავლებლები ვერ იტანენ მას მკაცრი შეფასებებისა და ჯიუტი ხასიათის გამო. დოქტორი ვუდრაპი ბარტონის დირექტორი და ჰანემის ყოფილი მოსწავლე, საყვედურობს მას იმის გამო, რომ აკადემიას თანხა დააკარგვინა მთავარი შემომწირველის ვაჟისთვის არადამაკმაყოფილებელი ნიშნის დაწერით, რის გამოც პრინსტონის უნივერსიტეტმა მას მიღების შეთავაზება გაუუქმა. სასჯელის სახით, ჰანემს ავალებენ ზედამხედველობა გაუწიოს ხუთ მოსწავლეს, რომლებიც საშობაო არდადეგებზე კამპუსში რჩებიან. მათ შორისაა ანგუს ტალი, რომლის დედამაც გააუქმა ოჯახური მოგზაურობა სენტ-კიტსზე, რათა ახალ მეუღლესთან ერთად თაფლობის თვე გაეტარებინა. საშობაო არდადეგებს სკოლა-პანსიონში ატარებს კაფეტერიის მენეჯერი მერი ლემბი, რომლის გარდაცვლილი შვილი, კერტისი, ბარტონში სწავლობდა და ცოტა ხნის წინ ვიეტნამის ომში დაიღუპა მას შემდეგ, რაც სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ბარტონის უმეტესი მოსწავლეებისგან განსხვავებით, კერტისმა ვერ მიიღო სტუდენტური გადავადება, რადგან არ ჰქონდა საშუალება კოლეჯში სწავლის გაგრძელებისა.
მოსწავლეების უკმაყოფილების მიუხედავად, მასწავლებელი აიძულებს, არდადეგებზე სწავლა და ვარჯიში განაგრძონ. ექვსი დღის შემდეგ ერთ-ერთი მოსწავლის მდიდარი მამა ჩამოდის შვეულმფრენით და თანხმდება ხუთივე მოსწავლე წაიყვანოს ოჯახურ სათხილამურო მოგზაურობაზე მათი მშობლების თანხმობით. ანგუსი, რომელიც ვერ უკავშირდება თავის მშობლებს ნებართვისთვის, მარტო რჩება ბარტონში ჰანემთან (ზედამხედველი, მასწავლებელი) და მერისთან (კაფეტერიის მენეჯერი) ერთად.
როდესაც ჰანემი ანგუსს სასტუმროს ოთახის დაჯავშნაზე იჭერს, ისინი კამათს იწყებენ ჰანემის დისციპლინარული პოლიტიკის შესახებ. ანგუსი გარბის სკოლის დერეფნებში და გამომწვევად ხტება სპორტული აღჭურვილობის გროვაში, რის შედეგადაც მხარს იღრძობს. ჰანემი ანგუსს საავადმყოფოში მიჰყავს. ჰანემის დაცვის მიზნით, ანგუსი ექიმებს ატყუებს თავისი დაზიანების გარემოებების შესახებ. რესტორანში ჰანემი და ანგუსი ხვდებიან ლიდია კრეინს, ვუდრაპის ასისტენტს. ჰანემი ფლირტაობს ლიდიასთან, რომელიც წყვილს თავის შობის წინა დღის წვეულებაზე პატიჟებს. ანგუსი, ჰანემი, მერი და ბარტონის დარაჯი, დენი, ესწრებიან ლიდიას წვეულებას. იქ ანგუსი და ლიდიას დისშვილი ელისი კოცნიან ერთმანეთს, ხოლო ჰანემი აღმოაჩენს, რომ ლიდიას შეყვარებული ჰყავს. როდესაც მერი თვრება და ემოციურად იშლება კერტისის სიკვდილის გამო, ჰანემი ადრე წასვლას მოითხოვს; როდესაც ჰანემი და ანგუსი კამათობენ, ანგუსი ამბობს, რომ მისი მამა გარდაცვლილია და მერი ჰანემს უსაყვედურებს მისი უთანაგრძნო ქცევის გამო.
სინდისის ქენჯნის გამო, ჰანემი პატარა საშობაო ზეიმს აწყობს. მერი არწმუნებს ჰანემს, დააკმაყოფილოს ანგუსის სურვილი "ექსკურსიაზე" ბოსტონში წასვლის შესახებ. მერი თავის ორსულ დას ესტუმრება, ხოლო ანგუსი და ჰანემი სეირნობენ ბოსტონში, ციგურებით სრიალობენ და სტუმრობენ ხელოვნების მუზეუმს. ორივენი ხვდებიან ჰანემის ჰარვარდის კოლეჯის თანაკლასელს, რომელიც წარმატებული აკადემიური მოღვაწე გამხდარა. ჰანემი ტყუის თავისი კარიერის შესახებ და ანგუსი თამაშში ერთვება. ანგუსი იგებს, რომ ჰანემი ჰარვარდიდან გარიცხეს მას შემდეგ, რაც მემკვიდრეობით მიღებული სტიპენდიის მქონე სტუდენტმა ის პლაგიატში დაადანაშაულა და ჰანემი ნახევრად განზრახ მანქანით დაეჯახა მას. მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტმა თითქმის დაანგრია ჰანემის კარიერული პერსპექტივები, ბარტონის ძველმა დირექტორმა შეიბრალა იგი და მასწავლებლის თანაშემწის სამსახური შესთავაზა.
როდესაც ჰანემი და ანგუსი კინოს უყურებენ ორფეუმის თეატრში, ანგუსი გაიპარება.მას ჰანემი მაინც იპოვის. ანგუსი განმარტავს, რომ მამის ნახვა სურს. ჰანემი თანხმდება, გაჰყვეს მას, თუმცა ფიქრობს, რომ ისინი სასაფლაოზე მიდიან. მაგრამ ანგუსის მამა ცოცხალია და ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია მოთავსებული. ვიზიტის შემდეგ ანგუსი (რომელიც დეპრესიის სამკურნალო წამლებს იღებს) შეშფოთებას გამოთქვამს, რომ მისი მომავალი ქცევა მამის ქცევას გაიმეორებს. ჰანემი ამშვიდებს ანგუსს და არწმუნებს, რომ ანგუსი მამისაგან განსხვავებულია. ჰანემი, ანგუსი, მერი და დენი ერთად აღნიშნავენ ახალ წელს.
იანვარში, როდესაც სკოლა განახლდება, ჰანემს ვუდრაპის ოფისში იბარებენ; ანგუსის დედა და მამინაცვალი იქ არიან. ისინი ეუბნებიან ჰანემს, რომ ანგუსს არ აქვს უფლება, ნახოს მამა. ანგუსის მიერ ნაჩუქარი ნივთით ფსიქოლოგიურად არამდგრადი მამამისი უფრო ცუდ შედეგამდე მივიდა. ანგუსის დედა და მამინაცვალი იმუქრებიან, რომ ანგუსს ბარტონიდან გაიყვანენ და სამხედრო აკადემიაში გაგზავნიან. თუმცა ჰანემი იცავს ანგუსს და თავის თავს ადანაშაულებს, ტყუილს ამბობს, რომ მან დაარწმუნა ანგუსი მამის მონახულებაში. ვუდრაპი ნებას რთავს ანგუსს, დარჩეს ბარტონში, მაგრამ ჰანემს ათავისუფლებს სამსახურიდან.
მსახიობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პოლ ჯამატი — პოლ ჰანემის როლში, კლასიკური ლიტერატურის მასწავლებელი ბარტონის აკადემიის პანსიონში, რომელიც არაპოპულარულია მოსწავლეებსა და კოლეგებს შორის. ის აცხადებს, რომ აწუხებს ტრიმეთილამინურია და ჰიპერჰიდროზი.
- დომინიკ სესა — ანგუს ტალის როლში, ბარტონის მოსწავლე, რომელიც "დარჩენილია" (ანუ კამპუსში დატოვებულია) საშობაო არდადეგების დროს;
- და'ვინ ჯოი რანდოლფი — მერი ლემბის როლში, ბარტონის კაფეტერიის მენეჯერი და დამწუხრებული დედა;
- კერი პრესტონი — მის ლიდია კრეინის როლში, ბარტონის დირექტორის, დოქტორ ვუდრაპის ასისტენტი;
- ბრეიდი ჰეპნერი — ტედი კაუნტზის როლში, ანგუსის მტერი; ხუთი დარჩენილი მოსწავლიდან ერთ-ერთი;
- იან დოლი — ალექს ოლერმანის როლში, იესო ქრისტეს უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესიის წევრი; ხუთი დარჩენილი მოსწავლიდან ერთ-ერთი;
- ჯიმ კაპლანი — იე-ჯუნ პარკის როლში, საერთაშორისო სტუდენტი კორეიდან; ხუთი დარჩენილი მოსწავლიდან ერთ-ერთი;
- მაიკლ პროვოსტი — ჯეისონ სმიტის როლში, ბარტონის ფეხბურთის გუნდის კვოტერბეკი; ხუთი დარჩენილი მოსწავლიდან ერთ-ერთი;
- ენდრიუ გარმანი — დოქტორ ჰარდი ვუდრაპის როლში, ბარტონის აკადემიის დირექტორი და ჰანემის ყოფილი მოსწავლე;
- სტივენ თორნი — თომას ტალის როლში, ანგუსის ინსტიტუციონალიზებული მამა;
- ჯილიან ვიგმანი — ჯუდი კლოტფელტერის როლში, ანგუსის დედა;
- ტეიტ დონოვანი — სტენლი კლოტფელტერის როლში, ანგუსის მამინაცვალი;
- დარბი ლილი ლი-სტეკი — ელისის როლში, ანგუსის რომანტიკული ინტერესის ობიექტი და ლიდიას დისშვილი;
- კელი აუკოინი — ჰიუ კავანოს როლში, პოლის ყოფილი ჰარვარდის თანაკლასელი;
- კოლინ კლინტონი — ქალბატონი კავანოს როლში, ჰიუს ცოლი.
განვითარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]"The Holdovers" არის რეჟისორ ალექსანდრ პეინისა და მსახიობ პოლ ჯამატის მეორე თანამშრომლობა "Sideways"-ის (2004) შემდეგ. პეინმა იდეა ჩაიფიქრა მარსელ პანიოლის 1935 წლის ფილმის "Merlusse"-ის [2] ნახვის შემდეგ და დაუკავშირდა სცენარისტ დეივიდ ჰემინგსონს, რომლის პანსიონის თემაზე შექმნილი სატელევიზიო პილოტიც წაეკითხა.2018 წელს, ჰემინგსონი ხელმძღვანელობდა თავის შოუს, "Whiskey Cavalier" ABC-სთვის და გაკვირვებული იყო პეინისგან ზარის მიღებით. სატელევიზიო პილოტი, "Stonehaven", თანამედროვე ეპოქაში იყო მოქცეული, მაგრამ პეინმა შესთავაზა ფილმისთვის უფრო ძველი პერიოდის გამოყენება, როგორიცაა 1958 ან 1970 წელი. ჰემინგსონი დათანხმდა 1970 წელზე, რადგან მას უფრო მეტი საერთო ჰქონდა თანამედროვე ეპოქასთან, ხოლო 1958 წელი ძალიან ახლოს იყო Dead Poets Society-ის ქრონოლოგიასთან.[3] 2024 წელს ჰემინგსონმა გაამჟღავნა, რომ ფილმი ნაწილობრივ ნახევრად ავტობიოგრაფიულია, ზოგიერთი დიალოგი და სცენა სიტყვასიტყვით არის აღებული მისი საკუთარი ცხოვრებიდან.[4] 2021 წლის ივნისში, Miramax-მა შეიძინა დისტრიბუციის უფლებები. 2022 წლის დასაწყისში, და'ვინ ჯოი რანდოლფი და კერი პრესტონი შეუერთდნენ მსახიობთა დასს. [5] [6]
გადაღებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გადაღებები დაიწყო მასაჩუსეტსში 2022 წლის 27 იანვარს და დასრულდა მარტის ბოლოს. [7][8] ლოკაციების მენეჯერმა კაი კუინლანმა, რომელიც მუშაობდა სხვა ფილმებზე ახალ ინგლისში, როგორიცაა "Spotlight" და "Black Mass", გამოიყენა თავისი მასაჩუსეტსური აღზრდის გამოცდილება ფილმისთვის.[9] მსგავსად ჯამატიმ გამოიყენა თავისი გამოცდილება Choate Rosemary Hall-ში სწავლისას 1980-იან წლებში, მათ შორის მისი მოგონებები მკაცრ მასწავლებელზე.
გამოგონილი ბარტონის აკადემიის შესაქმნელად, გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო ხუთ რეალურ მასაჩუსეტსის სკოლაში: გროტონის სკოლაში (სამლოცველო და ნაშუას მდინარე), ნორთფილდ მაუნთ ჰერმონის სკოლაში (სამლოცველო და შენობის ექსტერიერები), დირფილდის აკადემიაში (წინა მოედანი და შენობის ექსტერიერები), სენტ მარკის სკოლაში (სასადილო დარბაზი, სპორტული დარბაზი და დირექტორის ოფისი) და ფეირჰეივენის საშუალო სკოლაში (სასწავლო დარბაზი და აუდიტორია).[10] [11] გადამღებმა ჯგუფმა ასევე გადაიღო ისტორიულ სომერვილისა და ორფეუმის თეატრებში და ბოსტონის საერთო ტერიტორიაზე. მოგვიანებით პეინმა განაცხადა, რომ 1970-იანი წლების ესთეტიკის დაჭერა შედარებით ადვილი იყო, რადგან "ცვლილებები ნელა მოდის ახალ ინგლისში".[12]
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]The Holdovers-ისთვის ორიგინალური მუსიკა შექმნა მარკ ორტონმა. აღსანიშნავია, პიტერ კრასინსკი — საგუნდო მუსიკის ორღანისტი, რომელმაც მომღერლებს მართავდა "O Little Town of Bethlehem"-ის შესრულებისას და რომლის ხმაც ხსნის ფილმს. ფილმის საუნდტრეკი ასევე მოიცავს რამდენიმე კლასიკურ საშობაო სიმღერას და სხვა სიმღერებს 70-იანი წლებიდან ისეთი შემსრულებლებისგან, როგორებიც არიან: The Allman Brothers Band, Tony Orlando and Dawn, Labi Siffre, Badfinger, Shocking Blue, Damien Jurado, Herb Alpert, Gene Autry, Temptations, Chet Baker, Artie Shaw, და Cat Stevens. საუნდტრეკში გამოყენებულია ჯგუფ Khruangbin-ის ნაწარმოები. საუნდტრეკი ციფრულ ფორმატში გამოიცა Back Lot Music-ის მიერ 2023 წლის 10 ნოემბერს, ხოლო კომპაქტ-დისკსა და ვინილზე - 17 ნოემბერს.
გამოშვება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმის სპეციალური ჩვენება გაიმართა მყიდველებისთვის 2022 წლის 11 სექტემბერს. მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Focus Features-მა შეიძინა 30 მილიონ დოლარად გავრცელების უფლებები ახლო აღმოსავლეთისა და თურქეთის გარეთ. აღსანიშნავია, რომ ფილმის ჩვენება შეზღუდული კინოთეატრალური გამოშვებისთვის 2023 წლის 10 ნოემბერს იყო დაგეგმილი, რასაც მოჰყვებოდა ფართო გამოშვება 22 ნოემბერს. თუმცა თარიღმა უფრო ადრე გადმოინაცვლა,- შეზღუდული გამოშვება 27 ოქტომბერს გამოვიდა,ხოლო ფართო გამოშვება - 10 ნოემბერს. გაერთიანებულ სამეფოში ფილმი გამოვიდა 2024 წლის 19 იანვარს.
მედია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]The Holdovers გამოვიდა ციფრულ პლატფორმებზე 2023 წლის 30 ნოემბერს, რასაც მოჰყვა Blu-ray და DVD გამოცემა Universal Pictures Home Entertainment-ის მიერ 2024 წლის 2 იანვარს. Ultra HD Blu-ray-ზე გამოიცა გაერთიანებულ სამეფოში Dazzler Media-ს მიერ 2024 წლის 22 აპრილს, ხოლო აშშ-ში Shout! Studios-ის მიერ 2024 წლის 17 დეკემბერს.
გაყიდვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]The Holdovers-მა აშშ-სა და კანადაში მოიგროვა 20.4 მილიონი დოლარი და სხვა ტერიტორიებზე 25 მილიონი დოლარი, მსოფლიო ჯამური შემოსავლით 45.4 მილიონი დოლარი. ფილმმა პირველ უქმე დღეებში ექვსი კინოთეატრიდან 211,093 დოლარი მოაგროვა, საშუალოდ 35,082 დოლარი ერთ ობიექტზე. მეორე უქმე დღეებში ის გაფართოვდა 64 კინოთეატრამდე და მოაგროვა 599,833 დოლარი. შემდეგ დღეებში მან 778 კინოთეატრიდან 3.2 მილიონი დოლარი მოაგროვა. ოსკარის ხუთი ნომინაციის შემდეგ, ფილმი გაფართოვდა 127 კინოთეატრიდან 1,262-მდე გამოშვების მე-14 კვირაში და მოაგროვა 520,000 დოლარი, რაც წინა უქმე დღეებთან შედარებით 568%-იანი ზრდა იყო.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Holdovers (15). British Board of Film Classification (November 20, 2023). ციტირების თარიღი: November 20, 2023
- ↑ Hammond, Pete. (September 1, 2023) The Holdovers Review. ციტირების თარიღი: November 5, 2023
- ↑ Douglas, Edward. (2023-12-08) The Holdovers Screenwriter David Hemingson on His Fortuitous Journey to Collaborating with Alexander Payne. ციტირების თარიღი: 2024-03-06
- ↑ Kroll, Justin. (January 26, 2022) Da'Vine Joy Randolph Joins Paul Giamatti In Alexander Payne and Miramax's The Holdovers. ციტირების თარიღი: February 26, 2022
- ↑ Kroll, Justin. (January 26, 2022) Da'Vine Joy Randolph Joins Paul Giamatti In Alexander Payne and Miramax's The Holdovers. ციტირების თარიღი: February 26, 2022
- ↑ Grobar, Matt. (March 31, 2022) The Holdovers: Carrie Preston Boards Alexander Payne's Film For Miramax. ციტირების თარიღი: March 31, 2022
- ↑ Slane, Kevin. (February 4, 2022) Paul Giamatti is in Massachusetts to film The Holdovers. ციტირების თარიღი: February 26, 2022
- ↑ Chitwood, Seth (February 26, 2022). „Paul Giamatti reunites with Alexander Payne to film The Holdovers at Fairhaven High“. The Standard-Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 28, 2022. ციტირების თარიღი: February 28, 2022.
- ↑ Natalia Winkelman (November 2, 2023). „How do you travel back to 1970s Massachusetts in the movies? Location, location, location“. The Boston Globe.
- ↑ Rathe, Adam (November 4, 2023). „How The Holdovers Makes a Star of Boarding School“. Town & Country. ციტირების თარიღი: November 4, 2023.
- ↑ Where was The Holdovers filmed? The Barton School and all the locations en. ციტირების თარიღი: 2024-02-08
- ↑ Erin Trahan (November 3, 2023). „For director Alexander Payne, making 'The Holdovers' felt like 'coming home'“. WBUR.