The GNOME Project

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The GNOME Project
შეიქმნა 29 აგვისტო, 1997; 26 წლის წინ (1997-08-29)
სტატუსი მოქმედი
ტიპი ფონდი
მიზანი თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფა
დამფუძნებლები მიგელ დე იკასა და ფედერიკო მენა
დამფუძნებელი (-ები) Miguel de Icaza
http://gnome.org

The GNOME Project — აერთიანებს GNOME გრაფიკულ სივრცის და მასთან ასოცირებული პროგრამული პლატფორმის უკან მდგარ თემს. თემი მოიცავს დეველოპერებს, მხატვრებს, მწერლებს, თარჯიმნებს, GNOME-ს აქტიურ მომხმარებლებს და სხვა კონტრიბუტორებს. დღესდღეობით პროექტი ძირითადად იმართება ორგანიზაცია GNOME Foundation-ის მიერ. GNOME ასევე მიეკუთვნება თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის პროექტ GNU-ს.[1] პროექტის ძირითადი მიზანია განავითაროს GNOME გრაფიკული სივრცე და წაახალისოს თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება. [2]

GNOME Foundation[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

GNOME Foundation შეიქმნა 2000 წელს, პროქტ GNOME-ს სამართავად. GNOME Foundation-მა აიღო პასუხისმგებლობა პროექტის ადმინისტრაციულ ნაწილზე, მედიასთან და პარტნიორებთან ურთიერთობაზე. ორგანიზაცია არ არის აქტიურად ჩართული პროექტის ტექნიკურ მხარესთან, ამასთანავე GNOME Foundation კოორდინირებს პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემებს. ორგანიზაციაში გაწევრიანება შესაძლებელია ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც წვლილი აქვს შეტანილი პროექტის განვითარებაში. ორგანიზაციის წევრებს შეუძლიათ მისცენ ხმა და მიიღონ მონაწილეობა დირექტორების საბჭოს არჩევნებში.[3]

ძირითადი პრინციპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროექტი GNOME ხელმძღვანელობს ოთხი პრინციპით:[2]

  • დამოუკიდებელი - პროექტი იმართება არაკომერციული ფონდის მიერ, რომელსაც ჰყავს დემოკრატიულად არჩეული საბჭო.
  • დაკავშირებული - პროექტი თანამშრომლობს სხვა თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის პროექტებთან რათა შექმნას მაღალი ხარისხის პროდუქტი.
  • თავისუფალი - პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს თავისუფალი, მისი შექმნის პროცესი კი გამჭვირვალე.
  • ხალხზე ორიენტირებული - პროექტი ცდილობს შექმნას მრავალენოვანი პროგრამული უზრუნველყოფა რომელიც აღჭურვილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის შესაფერისი თვისებებით.

პროგრამული უზრუნველყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროექტი GNOME აერთიანებს მრავალ თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის პროექტს. მათ შორის:[4]

  • GDM
  • Genie
  • GLib
  • GnomeShell
  • GStreamer
  • GTK+
  • Metacity
  • Vala

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. GNU Software. GNU Project. ციტირების თარიღი: 2017-04-29.
  2. 2.0 2.1 About Us. The GNOME project. ციტირების თარიღი: 2017-04-29.
  3. Membership. The GNOME project. ციტირების თარიღი: 2017-04-29.
  4. Projects. The GNOME project. ციტირების თარიღი: 2017-04-29.