The BearFox

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

The BearFoxქართული ექსპერიმენტული ჯგუფი. მასში შედიან ირაკლი მანჩხაშვილი და მებო ნუცუბიძე.[1] როგორც თავად ამბობენ, იყენებენ ნებისმიერ ინსტრუმენტს, რომლის ჟღერადობაც მოსწონთ, არ მიაკუთვნებენ საკუთარ თავს რომელიმე კონკრეტულ მიმდინარეობას და ცდილობენ „უბრალოდ აკეთონ ის, რაც ყველაზე უკეთ გამოხატავს მათ დამოკიდებულებას გარე სამყაროსადმი“. შთაგონების წყაროდ ასახელებენ ყველას - „ბუნებას, ცხოველებს, ფრინველებს, ადამიანებს და ადამიანურ ურთიერთობებს“.[1]

ჯგუფის დებიუტი შედგა Tbilisi Open Air'2014-ზე. იმავე წლის ივნისში მათ გამართეს კონცერტი პოლონეთში, ფესტივალ Inne Brzmienia-ზე.[1] 2014 წელს მათ შეუერთდა სამი წევრი - აჩი შიოშვილი (დასარტყმელი საკრავები), ბიკო ასკურავა (გიტარა) და ცოტნე ჩიქობავა (ბას-გიტარა). The BearFox-მა ამ ცვლილებასთან ერთად საკუთარ მუსიკაში ალტერნატიული და ინდი-როკის ელემენტები შეიტანა.[2]

ჯგუფის ჩანაწერების გარეკანების გრაფიკაზე მუშაობს მხატვარი ანა მიმინოშვილი.[3]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The BearFox, აგრეთვე მითითებულია, როგორც დემო დისკი[4] (2014)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_BearFox&oldid=4604665“-დან