The Angel and the Dark River

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
The Angel and the Dark River

სტუდიური ალბომი - My Dying Bride
გამოცემის თარიღი 22 მაისი, 1995
ჩაიწერა დეკემბერი 1994 - იანვარი 1995
ჟანრი დუმ-მეტალი, გოთური მეტალი
ხანგრძლივობა 52:14
ლეიბლი Peaceville
პროდიუსერი რობერტ მაგულაგანი
My Dying Bride – ქრონოლოგია

Turn Loose the Swans
(1993)
The Angel and the Dark River
(1993)
Like Gods of the Sun
(1996)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4.5/5 stars[1]
Sputnikmusic 4.5/5 stars[2]

The Angel and the Dark River — ჯგუფ My Dying Bride-ის მესამე სტუდიური ალბომი. გამოიცა 1995 წელს. ალბომი არის ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული ჯგუფის შემოქმედებაში. პირველი ალბომი, სადაც სოლო-კომპოზიტორად გიტარისტი ენდრიუ კრეიგანი მოგვევლინა.

მუსიკალური სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომი განსხვევდება მისი წინამორბედი ორი სტუდიური ალბომისგან, რადგან დეზ მეტალის ელემენტები ნაკლებადაა და გიტარის რიფებიც დუმ მეტალისთვის ნელ ტემპშია შესრულებული. ძირითადი აქცენტი მუსიკის მელოდიურობაზეა გაკეთებული.[3]

ტექსტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტექსტების მხრივ ეს ალბომი წინა ალბომების ერთგვარი გაგრძელებაა. რელიგიური სიმბოლიზმი და პრობლემები ურთიერთობაში, სწორედ ეს არის სიმღერების ძირითადი თემა. ენდრიუ კრეიგანის თქმით, სიმღერების ინსპირაცია ჯგუფის წევრებმა თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან მიიღეს. ისინი ინგლისის ჩრდილოეთ მხარეს ცხოვრობენ, რომელიც ძელი ციხე-სიმაგრეებით, საშინელი წვიმით, სიცივით და საცოდავი ყოფით გამოირჩევა.[4]

ტურნე Iron Maiden-თან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

My Dying Bride იყო ჯგუფი, რომელმაც Iron Maiden-ის 1995 წლის მსოფლიო ტურნე გახსნა. აარონის თქმით, მას სტივ ჰარისმა დაურეკა და პირადად მოიწვია ტურნეზე. ასევე უთხრა, რომ მისი აზრით „The Angel and the Dark River“ მკვლელი ალბომია.[5]

Live At Dynamo[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის მეორე მხარეს შესულია ოთხი ჩანაწერი კრაკოვში გამართული კონცერტიდან. ენდრიუ კრეიგანის თქმით, ეს კონცერტი გაკვეთილი იყო მათთვის, რადგან მანამდე 6 თვე ცოცხლად არ ჰქონდათ დაკრული და მოულოდნელად 3500 კაცის წინაშე მოუწიათ დაკვრა. ამის შემდეგ ისინი მიხვდნენ „გასახურებელი“ კონცერტების საჭიროებას.[6]

ფაქტები ალბომის სიმღერებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "The Cry of Mankind"-ზე ჩაწერილია ვიდეო, რომელიც MTV-ს მუსიკალურ ჩარტში მოხვდა. სტატისტიკურად, ეს არის ყველაზე ხშირად დაკრული სიმღერა ჯგუფის კონცერტებზე.
  • "Two Winters Only" არის ჯგუფის ვოკალისტის, აარონ სტეინტროპის(რომელიც ამავდროულად სიმღერის ტექტების ავტორიც არის) ფავორიტი კომპოზიცია ჯგუფის შემოქმედებაში, მაგრამ ის ცოცხლად არასდროს შეუსრულებია, რადგან ხმაზე იმდენად დიდი დატვირთვა მოაქვს, რომ შემდეგ კონცერტის გაგრძელება ფაქტობრივად შეუძლებელია.
  • "A Sea to Suffer In", როგორც წესი კონცერტის გახსნაზე იკვრება, რადგან ჯგუფის წევრებს მიაჩნიათ, რომ ამ სიმღერას მაყურებლები ტონუსში განსაკუთრებულათ მოჰყავს. სიმღერის დაკვრა შეწყვეტილი იყო, როდესაც ვიოლინოს კონცერტებზე გამოყენება შეწყვიტეს.
  • "Black Voyage" განიხილებოდა, როგორც ალბომის სახელწოდებად, მაგრამ მოგვიანებით აზრი შეიცვალეს.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Cry of Mankind – 12:13
  2. From Darkest Skies – 7:48
  3. Black Voyage – 9:46
  4. A Sea to Suffer In – 6:31
  5. Two Winters Only – 9:01
  6. Your Shameful Heaven – 6:59
  7. The Sexuality of Bereavement – 8:04 *
  • *დამატება (დიჯიპაკ-გამოცემა, CDXVILE 50, ხელახალი გამოცემა - 2CD)

Live at the Dynamo[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Your River – 8:13
  2. A Sea to Suffer In – 6:21
  3. Your Shameful Heaven – 6:21
  4. The Forever People – 4:52

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Serba, John. The Angel and the Dark River review allmusic.com. Retrieved on 2011-06-21.
  2. Dillon, Jared W. The Angel and the Dark River review sputnikmusic.com. Retrieved on 2015-04-06.
  3. Serba, John. The Angel & the Dark River - My Dying Bride. AllMusic. ციტირების თარიღი: 2015-04-06.
  4. Mcooe, Scott. My Dying Bride. metalupdate.com. ციტირების თარიღი: 2015-04-10.
  5. Gehlke, David E.. My Dying Bride - At Home With Despair. Blistering.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-15. ციტირების თარიღი: 2015-04-06.
  6. Azevedo, Pedro. (7 March 2002) Thus Spake the Wretched: CoC talks to Andrew Craighan of My Dying Bride. Chronicles of Chaos. ციტირების თარიღი: 2015-04-06.