შინაარსზე გადასვლა

The 100 (სერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The 100
ჟანრი დრამა, სამეცნიერო ფანტასტიკა, პოსტაპოკალიპტიკა, ანტიუტოპია
მონაწილეობენ ელაიზა ტეილორი, მარი ავგეროპულოსი, საჩინ საჰელი, ჯაროდ ჯოზეფი, ლინდსი მორგანი
კომპოზიტორ(ებ)ი ლიზ ფერი,
ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
სეზონი 7
სერია 100
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ბჰარატ ნალლური, ლესლი მორგენშტეინი, მირანდა კვოკი
ხანგრძლივობა 39-44 წუთი
კომპანია Alloy Entertainment, CBS Television Studios ,Warner Bros. Television, Bonanza Productions
ეთერი
ორიგინალური არხი The CW
რესურსები ინტერნეტში

The 100 (წარმოითქმის როგორც „ასეული“[1]) — ამერიკული პოსტ-აპოკალიფსური სამეცნიერო ფანტასტიკური დრამა, ტელესერიალი, რომლის პრემიერაც შედგა 2014 წლის 19 მარტს, ტელეარხ CW-ზე და დასრულდა 2020 წლის 30 სექტემბერს. სერიალი შექმნილია ჯეისონ როთენბერგის მიერ, რომელიც ეფუძნება კას მორგანის ახალგაზრდა მოზრდილთათვის განკუთვნილი რომანების სერიას „The 100“.[2] „The 100“ მოგვითხრობს გადარჩენილების შესახებ რომლებიც კოსმოსში ხომალდ „არკზე“ ცხოვრობენ და ბირთვული აფეთქებიდან თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ ბრუნდებიან დედამიწაზე. პირველი ადამიანები, რომლებიც ხომალდიდან დედამიწაზე იგზავნებიან, არიან არასრულწლოვან დამნაშავეთა ჯგუფი, რომლებიც ხვდებიან ბირთვული კატასტროფის გადარჩენილების შთამომავლებს.

არასრულწლოვან დამნაშავეებს შორის არიან კლარკ გრიფინი (ელიზა ტეილორი), ფინ კოლინსი (თომას მაკდონელი), ბელამი ბლეიკი (ბობ მორლი), ოქტავია ბლეიკი (მარი ავგეროპულოსი), ჯასპერ ჯორდანი (დევონ ბოსტიკი), მონტი გრინი (კრისტოფერ ლარკინი) და ჯონ მერფი (რიჩარდ ჰარმონი). სხვა მთავარი პერსონაჟები არიან კლარკის დედა, დოქტორი აბი გრიფინი (პეიჯ ტურკო), მარკუს კეინი (ჰენრი იან კუსიკი) და კანცლერ თელონიუს ჯაჰა (ისაია ვაშინგტონი), რომლებიც არიან საბჭოს წევრები „არკზე“, მათშორისაა მექანიკოსი რეივენ რეისი (ლინდსი მორგანი).

97 წლის შემდეგ, რაც ბირთვულმა აპოკალიფსმა გაანადგურა დედამიწაზე ცხოვრების შანსი, ათასობით ადამიანი ცხოვრობს კოსმოსურ სადგურზე, რომელიც დედამიწას უვლის ორბიტაზე და რომელსაც ისინი „არკს“ უწოდებენ. ხომალდზე სამი თაობა დაიბადა, მაგრამ როდესაც სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემები „არკზე“ იწყებენ შეფერხებას, ასი არასრულწლოვანი პატიმარი იგზავნება დედამიწაზე, როგორც ბოლო მცდელობა იმის დასადგენად, არის თუ არა იგი საცხოვრებლად ვარგისი, ან სულ მცირე, რესურსების შესანარჩუნებლად „არკის“ დარჩენილი მაცხოვრებლებისთვის. ისინი აღმოაჩენენ, რომ ზოგიერთი ადამიანი გადაურჩა აპოკალიფსს: „გრაუნდერები“ (მიწიერები), რომლებიც ცხოვრობენ კლანებში, ისინი ჩართულნი არიან ძალაუფლებისთვის ბრძოლაში; „რიპერები“, მიწიერების კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებიც კანიბალებად იქცნენ „მთის კაცების“ მიერ; და „მთის კაცები“, რომლებიც ცხოვრობენ მთა ვეზერში, იმ ადამიანების შთამომავლები, რომლებმაც თავი გამოკეტეს აპოკალიფსის დაწყებამდე. კლარკისა და ბელამის ხელმძღვანელობით, არასრულწლოვნები ცდილობენ გადარჩენას მკაცრ ბუნებრივ პირობებში, ებრძვიან ადგილობრივებსა და ამყარებენ კომუნიკაციას „არკთან“.

მეორე სეზონში, მთის კაცებმა დარჩენილი პატიმრების ორმოცდარვა წევრი ტყვედ ჩაიგდეს და წაიყვანეს მთა ვეზერში. მთის კაცები დაიწყებენ ტყვეების გამოკვლევას და დაადგენენ რომ მათი ძვლის ტვინის დახმარებით შესაძლებელია იზოლაციდან გარეთ გასვლა, ამიტომ ისინი იწყებენ ახალგაზრდების ძვლის ტვინის აღებას. ამდროს, „არკის“ სხვა მაცხოვრებლები ბანაკდებიან ალფა სადგურზე სახელად „ბანაკი ჯაჰა“ და იწყებენ ალიანსს მიწიერებთან მათი ხალხის გადასარჩენად. სეზონი სრულდება „მთის კაცებსა“ და „არკის“ მაცხოვრებლებს შორის დაპირისპირებით. ამ დროის განმავლობაში, ყოფილი კანცლერი ჯაჰა მიუძღვება ჯგუფს ლეგენდარული "სინათლის ქალაქის" საძიებლად. ჯაჰა აღმოაჩენს ხელოვნურ ინტელექტს სახელად A.L.I.E., ხოლო ჯონ მერფი პოულობს შემაშფოთებელ ვიდეოს, რომელიც გულისხმობს კავშირს ხელოვნურ ინტელექტსა და მსოფლიოს განადგურებას შორის.

მესამე სეზონში, ხალხი ყოფილ მასწავლებელსა და მენტორს, პაიკს, აირჩევს კანცლერად რომელიც იწყებს ომს მიწიერებთან ხოლო ალფა სადგურს არქმევენ ახალ სახელს „არკადიას“. პაიკი ხოცავს მიწიერებს ღამით მოულოდნელად, რაც კიდევ უფრო საფრთხეს უქმნის მათ ურთიერთობას მიწიერებთან. A.L.I.E. – რომელსაც დაევალა ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესება იწყებს კომპიუტერული ჩიპების გამოყენებას ადამიანების გონების კონტროლისათვის. A.L.I.E. საბოლოოდ გაანადგურდება კლარკის მიერ, მაგრამ არა მანამდე, სანამ გააფრთხილებდა სხვა მოახლოებული აპოკალიფსური კატასტროფის შესახებ.

მეოთხე სეზონში, მსოფლიოს გარშემო ორი ბირთვული რეაქტორი დნება ათწლეულების უყურადღებობის გამო, რაც გამოიწვევს პლანეტის უმეტესი ნაწილის არასაცხოვრებლად ქცევას. კლარკი და სხვები ეძებენ გზებს, რათა გადაურჩნენ რადიაციის მომავალ ტალღას. როდესაც აღმოჩნდება, რომ შავი სისხლის მქონე მიწიერებს – ცნობილს როგორც ნაითბლადები (შავსისხლიანები) – შეუძლიათ რადიაციის მეტაბოლიზება, კლარკი და სხვები ცდილობენ თავის გადარჩენას, მაგრამ ვერ ახერხებენ. ამდროს აღმოაჩენენ ძველ ბუნკერს, რომელსაც შეუძლია 1,200 ადამიანის დატევა და დაცვა მომდევნო ხუთი წლით, ახალი აპოკალიფსისგან; თორმეტი კლანიდან თითოეული ირჩევს ას ადამიანს რომლებიც დარჩებიან ბუნკერში. მცირე ჯგუფი გადაწყვეტს კოსმოსში დაბრუნებას და ცდილობს გადარჩენას „არკის“ ნარჩენებში. კლარკი, რომელიც ახლა შავსისხლიანია, რჩება დედამიწის ზედაპირზე მარტო.

მეხუთე სეზონში, ბირთვული რეაქტორების დნობიდან ექვსი წლის შემდეგ, პატიმართა სატრანსპორტო ხომალდი ჩამოდის დედამიწაზე დარჩენილ ერთადერთ მწვანე წერტილში, სადაც კლარკი ცხოვრობდა მადისთან ახალგაზრდა შავსისხლიან მიწიერთან ერთად, რომელიც ასევე გადაურჩა რადიაციის ტალღას. ისინი, ვინც გადარჩნენ კოსმოსში და ბუნკერში, უსაფრთხოდ დაბრუნდებიან მიწაზე. იწყება ბრძოლა პატიმრებსა და ახალ, გაერთიანებულ კლანს შორის, რომელიც ცნობილია როგორც სახელად „ვონკრუ“, რაც იწვევს ბრძოლას, რომელიც სრულდება დედამიწაზე ერთადერთი საცხოვრებლად ვარგისი მიწის განადგურებით. გადარჩენილები გარბიან კოსმოსში და ელოდებიან დედამიწის აღდგენას. თუმცა, მონტი ფიქრობს, რომ დედამიწა სავარაუდოდ ვეღარასოდეს აღდგება და, სანამ სიბერით მოკვდება, პატიმართა ხომალდს ახალი სამყაროსკენ გააგზავნის.

მეექვსე სეზონში, 125 წლიანი ძილის შემდეგ, კლარკი, ბელამი და სხვები იღვიძებენ და აღმოაჩენენ, რომ ისინი აღარ ბრუნავენ დედამიწის ორბიტაზე და მოხვდნენ ახალ საცხოვრებლად ვარგის სამყაროში, ალფაში, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „სანქტუმი“. ამ სამყაროში დაშვების შემდეგ, ისინი აღმოაჩენენ ახალ საზოგადოებას, რომელსაც ხელმძღვანელობენ მმართველი ოჯახები, ცნობილი როგორც „პრაიმები“. ისინი ასევე აღმოაჩენენ ახალ საფრთხეებს ამ ახალ სამყაროში და იდუმალ ამბოხებულ ჯგუფს, რომელიც ცნობილია როგორც „გაბრიელის შვილები“, ასევე იდუმალ ანომალიას. კლარკი ხდება პრაიმების მსხვერპლი და აღმოჩნდება ბრძოლაში რომელსაც იგი საბოლოოდ იგებს. სეზონი სრულდება პრაიმების უმეტესობის სიკვდილით, მაგრამ ასევე აბი გრიფინისა და მარკუს კეინის დაკარგვით. სეზონის განმავლობაში, მადის თავს ესხმის ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ბნელი მეთაურის სული. მადის გადასარჩენად, რეივენი იძულებულია გაანადგუროს ფლეიმი, მაგრამ ბნელი მეთაური გარბის.

მეშვიდე სეზონი აღმოაჩენს სანქტუმის მაცხოვრებლებს, რომლებიც ცდილობენ მშვიდობიანი თანაცხოვრების გზის პოვნას წინა სეზონის მოვლენების კვალდაკვალ, ამავდროულად ებრძვიან აღდგენილ ბნელ მეთაურს. ამდროს, კლარკი და სხვები უოირისოირდებიან სხვა სამყაროდან მოსულ ადამიანებს, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ კლარკს აქვს გასაღები მომავალი უკანასკნელი ომის მოსაგებად. სეზონი ასევე იკვლევს იდუმალ ანომალიას, რომელიც თავს ოჩენს მეექვსე სეზონში, ახლა იდენტიფიცირებული როგორც ჭიის ხვრელი, რომელიც აკავშირებს ექვს პლანეტას, რომელთაგან ერთ-ერთი არის რეგენერირებული დედამიწა. გაქრობის და გარკვეული დროის განმავლობაში მკვდრად ჩათვლის შემდეგ, ბელამი ბრუნდება, მაგრამ გადადის მოწაფეების მხარეს, მას შემდეგ რაც გაიარა ცხოვრების ურთულესი გზაცივ და სახიფათო მთებში. ამის გამო კლარკი იძულებული ხდება რომ თავისი ხელით მოკლას ბელამი. სერიალის ბოლოს, ბნელი მეთაური სამუდამოდ განადგურდება ინდრას მიერ და კაცობრიობა აღწევს ტრანსცენდენციას, კლარკის გარდა, რომელმაც ჩაიდინა მკვლელობა გამოცდის დროს. ისინი აღმოაჩენენ, რომ გამოცდა არ არის რეალური ომი, არამედ მშვიდობიანი უნივერსალური ცნობიერება, რომელიც ანიჭებს უკვდავებას. კლარკი ბრუნდება დედამიწაზე, სადაც მისი გადარჩენილი მეგობრები და ოქტავიას ახალი შეყვარებული ლევიტი ირჩევენ მასთან ერთად ბრძოლას, რათა განვლონ თავიანთი ცხოვრება, ისე რომ კლარკი არ იყოს მარტო. მათ არ ეყოლებათ შვილები უნაყოფობისა და სტერილურობის გამო. სერიალი სრულდება უკანასკნელი ადამიანებით, რომლებიც ცხოვრებას განაგრძობენ უმწიკვლო დედამიწაზე, რომელიც ახლა კვლავ საცხოვრებლად ვარგისია.

2014 წლის 19 მარტს შედგა სერიალის პრემიერა.[7] 2014 წლის 8 მაისს, CW-მ გადაიღო The 100 მეორე სეზონი, რომლის პრემიერაც შედგა 2014 წლის 22 ოქტომბერს.[8][9] 2015 წლის 11 იანვარს, CW-მ გადაიღო სერიალი მესამე სეზონი, რომლის პრემიერაც შედგა 2016 წლის 21 იანვარს.[10][11] 2016 წლის 12 მარტს, გადაიღეს მეოთხე სეზონი, რომელიც შედგებოდა 13 ეპიზოდისგან და რომლის პრემიერაც 2017 წლის 1 თებერვალს შედგა.[12][13][14] 2017 წლის 10 მარტს, CW-მ გადაიღო სერიალის მეხუთე სეზონი, რომლის პრემიერაც შედგა 2018 წლის 24 აპრილს.[15][16] 2018 წლის 9 მაისს, გამოვიდა სერიალის მეექვსე სეზონი, რომლის პრემიერაც შედგა 2019 წლის 30 აპრილს.[17][18] 2019 წლის 24 აპრილს, CW-მ გადაიღო სერიალის მეშვიდე სეზონი, რომელიც შედგებოდა 16 ეპიზოდისგან და პრემიერა 2020 წლის 20 მაისს შედგა.[19][20][21][22] 2019 წლის აგვისტოში, გამოცხადდა, რომ მეშვიდე სეზონი იქნებოდა საბოლოო სეზონი, რითაც სერიალი დასრულდა ჯამში 100 ეპიზოდით შვიდივე სეზონის განმავლობაში.[23]

სერიალის გადაღება მიმდინარეობდა ვანკუვერში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, კანადაში და მის შემოგარენში. საპილოტე სერიის გადაღება განხორციელდა 2013 წლის მეორე კვარტალში. მას შემდეგ, რაც შოუმ სერიების შეკვეთა მიიღო,[24] 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის იანვრამდე მიმდინარეობდა პირველი სეზონის გადაღება. მეორე სეზონის გადაღება დაიწყო 2014 წლის 7 ივლისს და დასრულდა 2015 წლის 23 იანვარს. 2015 წლის 15 ივლისიდან 2016 წლის 2 თებერვლამდე მიმდინარეობდა მესამე სეზონის გადაღება [25] მეოთხე სეზონის გადაღება დაიწყო 2016 წლის 2 აგვისტოს და დასრულდა 2017 წლის 18 იანვარს.[26][27] მეხუთე სეზონის გადაღება დაიწყო 2017 წლის 14 აგვისტოს და დასრულდა 2018 წლის 27 იანვარს.[28][29][30] მეექვსე სეზონის გადაღება დაიწყო 2018 წლის 27 აგვისტოს და დასრულდა 2019 წლის 8 თებერვალს.[31] მეშვიდე სეზონის გადაღება დაიწყო 2019 წლის 26 აგვისტოს და დასრულდა 2020 წლის 14 მარტს.[32]

სერიალის პოსტპროდუქცია, მათ შორის დუბლირება, განხორციელდა Cherry Beach Sound ჩამწერ სტუდიაში.[33] დევიდ ჯ. პეტერსონმა, რომელმაც შექმნა დოთრაკი და ვალირიენი სამეფო კარის თამაშებისთვის, შეიმუშავა Trigedasleng ენა გრაუნდერებისთვის. ჯეისონ როთენბერგმა განაცხადა, რომ ეს კრეოლურ ინგლისურს ჰგავდა.[34] შოუში ამ ენას "Trig"-ს უწოდებენ.[35] „Star-Crossed“-ში ხელოვნური ენის შექმნის შემდეგ, „The 100“-ის პროდიუსერები დაუკავშირდნენ პეტერსონს გრაუნდერების ენის შესაქმნელად, რომელიც წარმოადგენს ინგლისურის ევოლუციას.[36] მოქმედების გარემოში, აპოკალიფსიდან 97 წელია გასული,[37] რაც ძალიან მცირე დროა მნიშვნელოვანი ენობრივი ცვლილებებისთვის.[36] ამის გამო, პეტერსონმა ივარაუდა დაჩქარებული ევოლუცია, სადაც ადრეული გრაუნდერები იყენებდნენ სპეციფიკურ ჟარგონს, რათა დაემალათ თავიანთი საუბარი და გაერჩიათ მეგობარი მტრისგან. Trigedasleng წარმოიშვა ამ ჟარგონიდან და განვითარდა აპოკალიფსის გადარჩენილთა რამდენიმე მოკლე თაობის განმავლობაში.[36]

2020 წლის 12 მარტს, Warner Bros. Television-მა შეაჩერა ყველა თავისი შოუს წარმოება COVID-19 პანდემიის გამო, თუმცა, სცენარისტმა კიმ შამვეიმ დაადასტურა, რომ მათ შეძლეს მეშვიდე სეზონის გადაღების დასრულება.[38][39]

2013 წლის თებერვლის ბოლოს, ბობ მორლი და ელი გორი შეირჩნენ ბელამი ბლეიკისა და უელს ჯაჰას როლებზე, [40] რასაც ერთი დღის შემდეგ მოჰყვა ჰენრი იან კუსიკის შერჩევა მარკუს კეინის როლზე.[41] ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, ელიზა ტეილორი და მარი ავგეროპულოსი შეირჩნენ კლარკ გრიფინისა და ოქტავია ბლეიკის როლებზე.[42][43] მარტის თვეში დარჩენილი როლებიც შეივსო. პეიჯ ტურკო შეირჩა აბიგეილ უოლტერსის (ამჟამად აბიგეილ გრიფინი) როლზე,[44] ისაია ვაშინგტონი - კანცლერ ჯაჰას როლზე,[45] თომას მაკდონელი - ფინ კოლინსის როლზე,[46] კელი ჰუ - კალი კარტვიგის როლზე და კრისტოფერ ლარკინი - მონტი გრინის როლზე.[47] მეორე სეზონისთვის, ადინა პორტერი და რეიმონდ ჯ. ბერი შეირჩნენ განმეორებით როლებზე როგორც ინდრა და დანტე უოლესი, ასევე ალისია დებნემ-კერი ლექსას როლზე.[48][49]

  1. ↑ Ellis, Kate. „Dangerous planet Earth: The CW's new sci-fi drama The 100 premieres“. TV Passport. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 26, 2014. ციტირების თარიღი: April 21, 2014.
  2. ↑ 100, The (CW). ციტირების თარიღი: May 10, 2013
  3. 1 2 Barbieri, Alyssa. (July 25, 2014) The 100 Season 2: Lindsey Morgan and Ricky Whittle promoted to series regulars. fangirlish. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 22, 2018. ციტირების თარიღი: March 12, 2018
  4. ↑ Richard Harmon To Be A Series Regular In The 100 Season 3 (March 12, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 2, 2015. ციტირების თარიღი: March 31, 2015
  5. ↑ Abrams, Natalie (July 22, 2016). „Comic-Con 2016: The 100 boss says Earth strikes back in season 4“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 23, 2016. ციტირების თარიღი: July 23, 2016.
  6. ↑ Swift, Andy. (May 26, 2017) The 100 Promotes Tasya Teles (Echo) to Series Regular in Season 5. TV Line. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 26, 2017. ციტირების თარიღი: May 26, 2017
  7. ↑ Bibel, Sara (December 12, 2013). „The CW Sets Midseason Schedule & New Series Premiere Dates; The Tomorrow People Moving to Monday“. TV by the Numbers (პრეს-რელიზი). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 15, 2013. ციტირების თარიღი: December 21, 2013.
  8. ↑ Slezak, Michael. (May 8, 2014) Carrie Diaries, Tomorrow People and One More Cancelled, Three Others Renewed by The CW. TV Line. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 20, 2014. ციტირების თარიღი: May 8, 2014
  9. ↑ Bibel, Sara. (June 25, 2014) The CW Announces Fall Premiere Dates; The Vampire Diaries Returns October 2, The Flash & Supernatural Premiere October 7. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 14, 2014. ციტირების თარიღი: June 26, 2014
  10. ↑ Goldberg. (January 11, 2015) CW Renews Arrow, Flash, Supernatural, Vampire Diaries, Originals, More. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 26, 2019. ციტირების თარიღი: February 19, 2020
  11. ↑ Porter, Rick. (November 23, 2015) The 100 and Legends of Tomorrow bump Vampire Diaries and Originals to Friday in January. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 29, 2016. ციტირების თარიღი: November 23, 2015
  12. ↑ Porter, Rick. (March 11, 2016) The Flash, The 100 and even Crazy Ex-Girlfriend renewed: All 11 CW series picked up for 2016–17. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 12, 2016. ციტირების თარიღი: March 11, 2016
  13. ↑ Mitovitch, Matt Webb. (August 11, 2016) CW Boss on Fifth Superhero Night, Supergirl Predictions, Episode Counts, Little Women Status and More. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 12, 2016. ციტირების თარიღი: August 11, 2016
  14. ↑ Abrams, Natalie (November 16, 2016). „CW sets Riverdale premiere date; Supernatural, Legends of Tomorrow moving timeslots“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 17, 2016. ციტირების თარიღი: November 17, 2016.
  15. ↑ Andreeva, Nellie. (March 10, 2017) The 100 Renewed For Season 5 By CW. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 10, 2017. ციტირების თარიღი: March 10, 2017
  16. ↑ Andreeva, Nellie. (January 7, 2018) The CW Sets Life Sentence, iZombie, The 100 & The Originals Premiere Dates, Moves Dynasty To Friday – TCA. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 8, 2018. ციტირების თარიღი: January 8, 2018
  17. ↑ Turchiano, Danielle. (May 7, 2018) The 100 Renewed for Season 6 by CW. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 24, 2020. ციტირების თარიღი: May 8, 2018
  18. ↑ Mitovich, Matt Webb. (January 10, 2019) CW Sets Dates for The 100 Season 6, Legends' Return and Arrow's Move. TVLine. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 10, 2019. ციტირების თარიღი: January 10, 2019
  19. ↑ Andreeva, Nellie. (April 24, 2019) All American, In The Dark, Roswell, New Mexico, The 100 Renewed; The CW To Bring Back Record 14 Series Next Season. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 24, 2019. ციტირების თარიღი: April 24, 2019
  20. ↑ Rothenberg, Jason [JRothenbergTV]. (June 5, 2019) 16! #the100 #100ofThe100. ციტირების თარიღი: June 5, 2019
  21. ↑ MacDonald, Lindsay. (August 4, 2019) The 100 Will End After Season 7. TV Guide. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 4, 2019. ციტირების თარიღი: August 4, 2019
  22. ↑ Petski, Denise. (March 4, 2020) The CW Sets Premiere Dates For Stargirl, In The Dark Season 2 & Final Season Of The 100. Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 4, 2020. ციტირების თარიღი: March 4, 2020
  23. ↑ Rothenberg, Jason [JRothenbergTV]. (August 4, 2019) With #The100 Season 6 finale just days away, I have some bittersweet news to share: Season 7 will be our last. We are eternally grateful to WB & CW for always allowing us to tell our story the way we want to & to wrap the show on our terms. What an incredible ride this has been!. ციტირების თარიღი: August 7, 2019
  24. ↑ CW sci fi shows. ew.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 12, 2018. ციტირების თარიღი: April 7, 2018
  25. ↑ Filming in Vancouver – Current movies and TV shows. What's Filming? Vancouver. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 12, 2015. ციტირების თარიღი: April 7, 2018
  26. ↑ Takeuchi, Craig. (July 11, 2016) Vancouver Screen Scene: From Jesse Metcalfe to The 100. Inside Vancouver. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 17, 2018. ციტირების თარიღი: April 7, 2018
  27. ↑ Filming in Vancouver – Current movies and TV shows. What's Filming? Vancouver. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 19, 2017. ციტირების თარიღი: April 7, 2018
  28. ↑ Filming in Vancouver – Current movies and TV shows. What's Filming? Vancouver. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 28, 2018. ციტირების თარიღი: April 7, 2018
  29. ↑ JRothenbergTV. (January 27, 2018) On this last day of production of Season 5, I find myself awed by all of the amazing people who have made #the100 what it is. I'm so proud of the show we've created together. At the end of the day, long after we're done, whenever that is, the show will remain. That's pretty cool.. ციტირების თარიღი: April 7, 2018
  30. ↑ LolaFlanery. (January 27, 2018) Last day of filming for @cwthe100 Season5 🙂🙃😁😭 Having all the feels ❤️💔 #The100Season5. ციტირების თარიღი: April 7, 2018
  31. ↑ JRothenbergTV. (February 8, 2019) LAST DAY of production on Season 6. Call time 7 PM. Nothing like an all-nighter to mark the end of another amazing year with this production family. #The100 #MayWeMeetAgain. ციტირების თარიღი: November 26, 2024
  32. ↑ JRothenbergTV. (March 14, 2020) That's a wrap. Now stay safe. And wash your hands. #the100. ციტირების თარიღი: November 26, 2024
  33. ↑ Recording ADR in the studio for The 100 via ISDN. Cherry Beach Sound (October 7, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 20, 2014. ციტირების თარიღი: October 7, 2014
  34. ↑ Wilken, Selina. (November 7, 2014) The 100 language creator explains 'Grounder speak'. Hypable. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 3, 2022. ციტირების თარიღი: November 7, 2017
  35. ↑ Heidi Cole McAdams (writer) & Alex Kalymnios (director) (May 21, 2018). „The Dark Year“. The 100. სეზონი 5. ეპიზოდი 11. Event occurs at 6:14. The CW.
  36. 1 2 3 Conlangery #121: Trigedasleng (July 4, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — July 29, 2018. ციტირების თარიღი: October 10, 2018
  37. ↑ „Pilot“. The 100. სეზონი 1. ეპიზოდი 1. March 19, 2014. 00:28 minutes in. The CW. ციტატა: „It's been 97 years since a nuclear apocalypse killed everyone on Earth“
  38. ↑ Goldberg, Lesley. (March 12, 2020) Coronavirus Impact: Netflix Shuts Down Film, TV Work in U.S. and Canada as Production Nears Standstill. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 15, 2020. ციტირების თარიღი: March 15, 2020
  39. ↑ Stone, Sam. (March 16, 2020) The 100 Finishes Filming Series Finale Despite Coronavirus Outbreak. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 27, 2020. ციტირების თარიღი: May 17, 2020
  40. ↑ Goldberg, Lesley. (February 21, 2013) The CW's Hundred Casts Aussie Soap Star and Emily Owens Actor (Exclusive). The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 28, 2018. ციტირების თარიღი: April 7, 2018
  41. ↑ Andreeva, Nellie. (February 22, 2013) Henry Ian Cusick To Co-Star In CW Pilot The Hundred, Rhys Coiro Joins CBS' Hostages. Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 22, 2018. ციტირების თარიღი: April 7, 2018
  42. ↑ Andreeva, Nellie. (February 28, 2013) Will Sasso To Star In Middle Age Rage, The Hundred Adds Actress. Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 21, 2019. ციტირების თარიღი: April 7, 2018
  43. ↑ Andreeva, Nellie. (February 28, 2013) Australian Actress Eliza Taylor Tapped As The Lead Of CW Pilot The Hundred. Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 4, 2017. ციტირების თარიღი: April 7, 2018
  44. ↑ Andreeva, Nellie. (March 7, 2013) Paige Turco Joins The 100, The Selection, The List & Rake Also Add To Casts. Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 22, 2018. ციტირების თარიღი: April 7, 2018
  45. ↑ Andreeva, Nellie. (March 8, 2013) Isaiah Washington To Co-Star In CW' 100, Michael Michele In Fox's Delirium. Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 22, 2018. ციტირების თარიღი: April 7, 2018
  46. ↑ Andreeva, Nellie. (March 11, 2013) Torrance Coombs To Co-Star In CW Pilot Reign, Thomas McDonell Joins The 100, Lane Garrison Cast In Bonnie & Clyde Mini. Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 28, 2018. ციტირების თარიღი: April 7, 2018
  47. ↑ Jeffery, Morgan. (March 13, 2013) Arrow star Kelly Hu joins The CW's The 100. Digital Spy. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 8, 2018. ციტირების თარიღი: April 7, 2018
  48. ↑ The 100 Season 2 casts Raymond J. Barry in major villainous role. RaymondJBarry.org (July 16, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 8, 2018. ციტირების თარიღი: April 7, 2018
  49. ↑ Swift, Andy. (October 2, 2014) Scoop: True Blood's Adina Porter Waging War With The 100 in Season 2. TVLine. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 8, 2018. ციტირების თარიღი: April 7, 2018